ზღვისპირეთში სტუმრად მოთამაშე ტექნიკოსები საჯარიმოების ცუდად გამოყენებამ დაღუპა

საქართველოს ჩემპიონატის მეხუთე ტური ბათუმში გაიხსნა. ზღვისპირელებმა სტუ-ს უმასპინძლეს და პირველივე მეოთხედში სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს - 28:9. ტექნიკოსებმა დარჩენილ 30 წუთში თამაში კი გამოასწორეს, მაგრამ მატჩი ისე დასრულდა, რომ "ბათუმს" ვერ დაეწივნენ. არადა, სტუმრებს თუნდაც საჯარიმოები რომ ესროლათ ოდნავ უკეთესი რეზულტატურობით (32-დან 13 ჩააგდეს), სეზონში პირველ გამარჯვებას ჩაიწერდნენ.

თავის მხრივ, ბათუმელებმა ყველაფერი გაიღეს, რომ ჩემპიონატში მეორე მატჩი მოეგოთ, რაც სატურნირო ცხრილში მესამე ადგილის გარანტია გახდა (თუმცა ბევრი რამ დღეს შეიცვლება - მეხუთე ტურის ოთხი შეხვედრა სპორტის სასახლეში გაიმართება). მასპინძელთა რიგებში ორმაგი დუბლი ორმა კალათბურთელმა შეასრულა: კეშელავამ 14 ქულას 13 მოხსნა მიამატა, ხოლო ელიაშვილმა - 14 ქულას 15 მოხსნა. ბათუმელთა ბომბარდირი თენიეშვილი გახდა - 22 ბალი.

სტუ-ს ამჯერედაც ჩიკვილაძე გაუძღვა, რომელმაც ყველაზე მეტ, 27 ქულას მოუყარა თავი. "დაბლ-დაბლი" გაიფორმა ანთაძემ - 13 ქულა, 12 მოხსნა.

საქართველოს ჩემპიონატი. V ტური

26 ნოემბერი, ბათუმი

ბათუმი-სტუ 91:86

28:9, 19:24, 22:22, 22:31

ბათუმი: ვ. მაისურაძე (13ქ, 6მ, 3პ), თენიეშვილი (22ქ, 6მ, 4პ), მიქელაძე (6ქ, 5პ), ნინუა (7ქ, 3პ), ჩხატარაშვილი (1ქ2), კეშელავა (14ქ, 13მ, 3პ, 4ჩ, 2დ), ელიაშვილი (14ქ, 15მ), ელიაძე (14ქ), რამიშვილი.

სტუ: ანთაძე (13ქ, 12მ, 3პ, 4ჩ), ჭოხონელიძე (5ქ, 9მ, 2დ), ვ. ბერუაშვილი (18ქ, 8მ, 5დ), ჩიკვილაძე (27ქ, 5მ), ლომოური (19ქ), გასიტაშვილი, მაჩალაძე, თევზაძე (2ქ, 3ჩ), კობიძე, ლაშქარაძე, ჩალიგავა (2ქ, 3პ).

1. თსუ 4 4 0 380/317 8

2. შსს 3 3 0 284/208 6

3. ბათუმი 4 2 2 314/313 6

4. აგრარული 4 2 2 290/294 6

5. ენერჯი 4 2 2 297/305 6

6. სოხუმი 4 2 2 319/332 6

7. არმია 3 2 1 275/233 5

8. ქუთაისი 3 2 1 241/230 5

9. სამედიცინო 4 1 3 274/290 5

10. სტუ 5 0 5 410/469 5

11. დინამო 4 1 3 265/358 5

ვაჟა სიმონიშვილი

ფოტო: superleague.ge

კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა