ზაზა ფაჩულიას თანაგუნდელებმა წაგებათა სამმატჩიანი სერია "მადლიერების დღეს" შეწყვიტეს

ამერიკულ დღესასწაულზე, "მადლიერების დღეს" "ატლანტა ჰოქსმა" "ვაშინგტონ უიზარდსს" უმასპინძლა. NBA-ს ოფიციალურ საიტზე შეხვედრას ასეთი სათაური ჰქონდა: "მადლობა... ვაშინგტონელებს". მართლაც, ზაზა ფაჩულიას თანაგუნდელებმა წაგებათა სამმატჩიანი სერია სწორედ დედაქალაქელებთან შეწყვიტეს.

პირველი მეოთხედის ბოლოსა და მეორის დასაწყისში ჯორჯიელებმა 9:0 გაქცევა მოაწყვეს და 34:18 დაწინაურდნენ. 34-ე ქულა ზაზას აგარიშზე იყო. ამის შემდეგ "ქორებმა" აკრეფილი სიჩქარე არ დააგდეს და დამაჯერებლადაც გაიმარჯვეს - 116:96. საინტერესოა, რომ "ჰოქსის" ბოლო ორი ქულა ფაჩულიას ანგარიშზეა. მან მატჩი 4-4 ქულა-მოხსნით, 2 დაფარებით, 1 პასითა და 5 ფოლით დაასრულა. ჯორჯიელთაგან 20-ქულიან ნიშნულს ორმა კალათბურთელმა მიაღწია - ჯონსონმა (21 ქულა) და სმიტმა (20).

სხვათა შორის, 10 ნოემბრის შემდეგ ზაზას პირველად ერგო 20-ზე მეტი სათამაშო წუთი - "ვაშინგტონთან" მოედანზე 20:29 წუთი გაატარა.

"ატლანტა" მომდევნო მატჩს 27 ნოემბერს ნიუ იორკში, "ნიქსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

ატლანტა-ვაშინგტონი 116:96

ზაზა ფაჩულია: 20:29 წუთი, 4 ქულა (4-დან 1 ორქულიანი, 3-დან 2 საჯარიმო), 4 მოხსნა, 1 პასი, 2 დაფარება, 5 ფოლი, 3 შეცდომა

ქრონოლოგია

I პერიოდი

04:26 ზაზამ ჰორფორდი შეცვალა

01:02 ფოლი: 1

00:44 ორქულიანი: არაზუსტი

00:02 ზაზამ უილიამსი შეცვალა

II პერიოდი

10:20 ორქულიანი: 2ქ (34:18)

10:20 საჯარიმო: 1/0

08:53 დაფარება: 1 (უოლს დაუფარა)

08:26 ფოლი: 2

08:26 შეცდომა: 1

07:49 ფოლი: 3

07:49 სმიტმა ზაზა შეცვალა

III პერიოდი

01:32 ზაზამ ჰორფორდი შეცვალა

00:59 პასი: 1 (ევანსი 3ქ, 83:63)

00:13 მოხსნა: შეტ-0, დაც-1

IV პერიოდი

08:23 დაფარება: 2 (სერაპინს დაუფარა)

08:21 მოხსნა: შეტ-0, დაც-2

07:47 ფოლი: 4

07:47 შეცდომა: 2

06:23 მოხსნა: შეტ-0, დაც-3

06:17 ორქულიანი: არაზუსტი

05:49 ორქულიანი: არაზუსტი

03:55 ფოლი: 5

03:55 შეცდომა: 3

00:16 საჯარიმოები: 2/2 (4ქ, 116:96)

00:02 მოხსნა: შეტ-0, დაც-4

barnaba
აი ნამდვილი ქართველი კაცი!:)))სახელოვანიცაა,ლამაზი ოჯახიც ჰყავს და წარმატებულიცაა:))))და თანაც არც ნაცებს და გიჟს უძვრება უკნიდან ,ყველაფერს თვითონ მიაღწია:)გაიხარე კარგო ქართველო!:)
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა