სუმოს ასოციაციის ოფიციალურ გვერდზე ყოველთვის ქვეყნდება დებიუტანტთა მისასალმებელი სიტყვები...

სუმოს ასოციაციის ოფიციალურ გვერდზე ყოველთვის ქვეყნდება დებიუტანტთა მისასალმებელი სიტყვები. ახლაც ასეა, მოკლე ოფიციალური კომენტარი გააკეთეს ელიტის დებიუტანტმა თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) და კომუსუბის რანგში პირველად მოჭიდავე ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი). აი, რა თქვა გაგამარუმ: "მე ვარ მაკუუჩის დივიზიონის დებიუტანტი გაგამარუ. ამ ტურნირზე შევეცდები საუკეთესოდ ვიასპარეზო და შეჯიბრება დადებითი ბალანსით დავასრულო. ველი თქვენს მხარდაჭერას". ტოჩინოშინი კი გაცილებით ამბიციურია: "მე ვარ კომუსუბი ტოჩინოშინი, ნაგოიას ბაშოზე შევეცდები არ წავაგო თუნდაც ერთი ორთაბრძოლა. ვიმედოვნებ, რომ გულშემატკივრები მე დამიჭერენ მხარს". მართლაც რთული ამოცანა დაუსახავს 22 წლის ქართველს. მით უფრო, რომ გუშინ გაირკვა ტოჩინოშინის პირველი მეტოქე დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო იქნება.

ივლისის ბაშო კვირას დაიწყება აიჩის პრეფექტურის გიმნაზიუმში და მის ელიტურ დივიზიონში 42 რიკიშის ნაცვლად 35 ავა დოჰიოზე. 7 სუმოისტი ტოტალიზატორებში უკანონო თამაშის გამო დისკვალიფიცირებულია, მათ შორის ოძეკი კოტომიცუკი - სამუდამოდ. გოეიდო, ტოიონოშიმა, მიაბიამა, ტოიოჰიბიკი, ვაკაკოიუ და ოკინოუმი კი ნაგოიას ბაშოს გამოტოვებენ.

კვირა დღეს ჰაკუჰოსა და ტოჩინოშინის ორთაბრძოლა დაასრულებს ტურს. აქამდე ლევანი ოთხჯერ შეხვდა დიდ მონღოლს და ოთხჯერვე დამარცხდა. ორჯერ ჰაკუჰომ ქართველს იორიკირით აჯობა, თითოჯერ კი უვატენაგეს და იორიტაოშის ილეთებით. ტოჩინოშინს უმაღლეს დივიზიონში აქამდე 96 მოგება და 99 მარცხი აქვს. ეს მისთვის მე-15 ბაშოა ელიტაში.

არანაკლებ საინტერესო იქნება ჩვენთვის კიდევ ერთი ორთაბრძოლა, რომელშიც ერთმანეთს აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირა გაგამარუ და დასავლეთის მე-12 მაეგაშირა კოკაი (ლევან ცაგურია) ხვდებიან. 29 წლის, 154-კილოიანი კოკაი 23 წლის 202-კილოიან გაგამარუს პირისპირ. თუკი გაგამარუ დებიუტანტია, "შავი ზღვა" ელიტაში 41-ე ბაშოს ითვლის. ყოფილი კომუსუბი თანამემამულეს აქამდე არასოდეს შეხვედრია, ან სად უნდა შეხვედროდა, კოკაი არ გავარდნილა ელიტიდან, ხოლო გაგამარუ დებიუტანტია. ორივე ჩვენებურს დადებითი ბალანსით მართებს ნაგოიას ბაშოს დასრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შეიძლება ძურიოს დივიზიონში დაქვეითება მოუწიოთ. პირველი დღის საინტერესო ორთაბრძოლებიდან გამოვყოფთ ოძეკი ბარუტოსა და კომუსუბი ჰაკუბას ჯახს, ასევე მე-2 მაეგაშირა ამინიშიკისა და სეკივაკე კისენოსატოს დაპირისპირებას. გარკვეულია ჩვენებურთა მეტოქეები ტურნირის მეორე დღესაც: ტოჩინოშინი ოძეკი ჰარუმაფუჯის ეპაექრება, გაგამარუ - მე-10 მაეგაშირა ტოსაიუტაკას, ხოლო კოკაის მეტოქე მე-14 მაეგაშირა ტამავაში იქნება.

იაპონურმა ტელევიზია NHK-მ საზოგადოებრივი აზრის ზეწოლით გადაწყვიტა არ აწარმოოს ბაშოს პირდაპირი ტრანსლაცია, რაც 1953 წლის მერე პირველი შემთხვევაა. სუმოს ასოციაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბაშოს გამარჯვებულს იმპერატორის თასი არ გადაეცეს. ბუნებრივია, გამარჯვებული ისტორიაში შევა, მაგრამ ხელში პრიზს არ მიიღებს და არც 100 ათას დოლარს. გამარჯვებულს მხოლოდ ბაშოს ჩემპიონის გარდამავალი დროშა მიენიჭება. მოკლედ, სკანდალმა სუმო და სუმოისტები დიდად აზარალა. არ გათამაშდება სხვადასხვა პრიზები და ჯილდოებიც.

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
რამაზ სვანაძე: ამ ყველაფერს აუცილებლად დავასრულებთ - ამაში დარწმუნებული ვარ მეც და ჩემი გუნდიც
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?