"გლადბახის" მეკარისთვის გაჩაღებული ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ინგლისი, იტალია თუ მაინც ესპანეთი? სწორედ ეს კითხვა უტრიალებს ახლა თავში მიონხენგლადბახის უნიჭიერეს მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენს. აქამდე 21 წლის გერმანელი კიპერისადმი ყველაზე დიდ ინტერესს "ბარსელონა" იჩენდა, მაგრამ "ბილდის" ინფორმაციით, ამ დღეებში მის 72 წლის მრჩეველ გერდ ფომ ბრუხს ტურინის "იუვენტუსისა" და ლონდონის "არსენალის" მესვეურები დაუკავშირდნენ და "ბარსელონაზე" გაცილებით უკეთესი პირობები შესთავაზეს.

არადა, ესპანურ მედიას გამოცხადებული ჰქონდა, რომ გერმანიის 21-წლამდელთა ნაკრების მეკარე "ბარსაში" გადადიოდა. კატალონიური გრანდის სპორტული დირექტორი და ყოფილი მეკარე ანდონი სუბისარეტა, რომელიც ახლა 52 წლისაა, ტერ შტეგენის ოჯახს ორი თვის წინ ესტუმრა და ამბობდა, მარკი ახლოს გავიცანი, შევამოწმე, რამდენად შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და ვფიქრობ, რომ "ბარსელონასთვის" იდეალური ვარიანტი იქნებაო.

თუმცა ტერ შტეგენს "ბარსელონასთან" კონტრაქტი არ გაუფორმებია და ახლა მისი გადაბირებისთვის "იუვე" და "არსენალიც" სერიოზულად იბრძვიან. ერთი რამ ცხადია: სამივე გრანდი მზადაა, "გლადბახს" 12 მილიონი ევრო გადაუხადოს და ახლა ბრძოლა ხელფასზე მიდის.

"ბილდის" ცნობით, "იუვენტუსმა" და "არსენალმა" ტერ შტეგენს "ბარსელონაზე" გაცილებით უკეთესი ჯამაგირი შესთავაზეს. "გლადბახის" სპორტული დირექტორის, მაქს ებერლის თქმით, ახლა ყველაფერი თავად ტერ შტეგენზეა დამოკიდებული, რომელსაც უკვე მართლაც დიდი არჩევანი აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ყველაზე ცუდი შედეგი 2004/05 წლების სეზონის შემდეგ - "ბაიერნმა" 2 ქულასთან ერთად, 2 ლიდერიც დაკარგა
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ვიბრძვით იმისთვის, რომ გადავრჩეთ" - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მდგომარეობაზე ისაუბრა
"მისი მომავალი მნიშვნელოვანია, თუმცა..." - "ბაიერნის" დირექტორმა ახალგაზრდა ფეხბურთელზე ისაუბრა
ვართანოვი და თვაური სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიისა და კვიპროსის მატჩს მოემსახურებიან
ათენში ჩასულ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ლეგიონერები შეუერთდნენ
[VIDEO] კვერნაძის 62 წუთი - "ფროზინონე" "მილანთან" განადგურდა
[VIDEO] პოჩეტინოს კოშმარული დებიუტი - რა ეშველება "მანჩესტერ იუნაიტედს"?
ზაბირის ძალისხმევით "რასინგმა" "სოსიედადს" მოუგო - გულიაშვილი სათადარიგო იყო
სათადარიგო ჩაკვეტაძე და "უდინეზეს" ფრე "ბოლონიასთან"
ყველაზე უარესი დადასტურდა - დუეს მხარდაჭერა კვარაცხელიამ გამოუცხადა
პსჟ მზადაა შევალიე ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გაასხვისოს
ფლიკმა "ბარსელონას" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ორი ფეხბურთელის დამატება სთხოვა
"ეს კლუბისთვის შეუფერებელია" - ფერდინანდმა "ბაიერნი" გააკრიტიკა და მუსიალა დაიცვა
[VIDEO] ასეთ მესის ხშირად ვერ ნახავთ - არგენტინელი ძალიან გააბრაზეს
[VIDEO] ლეანდრო პარედესმა ინტერვიუს დროს გონება დაკარგა
14 კალათბურთელით საბერძნეთში | თბილისური შეკრება დასრულდა
[VIDEO] შეცვლაზე შესულმა ზურიკომ გამარჯვების გოლი ხვიჩას სტილში აღნიშნა
[VIDEO] ქოჩორაშვილი კარგად ჩაერთო თამაშში - "სევილია" "ბეტისთან" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] ეს მოხდა "დე კუიპზე" - იეგოიანმა გაიტანა, "ექსელსიორმა" "ფეიენოორდს" სძლია
[VIDEO] პსჟ-ს უიღბლობას დასასრული არ უჩანს - კვარაცხელიას შემდეგ, როგორც ჩანს, დუეც მძიმედ დაშავდა
"თუ ისინი გაიფიცებიან, ნახავთ როგორ გაათავისუფლებენ ინფანტინოს" - როტენმა მესის, რონალდოსა და მბაპეს მიმართა
კარლეს პუიოლს მწვრთნელობა სურს
"ახალ მწვრთნელზე არ ვფიქრობ" - "ბაიერნი" სეზონის გადასარჩენად მთელი ძალებით "არსენალთან" დაპირისპირებისთვის მოემზადება
კარლეს პუიოლმა "ბარსელონა" დატოვა
ბოლო 5 წლის კოშმარული ღამეები... ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონას" 5 განადგურება [PHOTO]
კასანომ თანამემამულე გააკრიტიკა
"ბარსელონამ" ლუის ენრიკეს პოსტის შენარჩუნებისთვის პირობები წაუყენა
"მილანის" ყოფილი სელექციონერი "ბარსელონას" სპორტული დირექტორი გახდება
"მიონხენგლადბახი": მეორე "ბორუსიაც" დაკომპლექტდა!
ტერ შტეგენი პრემიერლიგის გრანდების სამიზნეა - სად გააგრძელებს კარიერას გერმანელი?
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ჯადოსნური ოთხი თვე "ბარსელონას" ცხოვრებაში
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
"ბორუსიადან" "ბორუსიაში"? - ტერ შტეგენი "დორტმუნდსაც" უნდა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ტერ შტეგენმა სოლსკიაერის მიერ რეშფორდისთვის გადაცემული წერილი წაიკითხა
"ბარსელონამ" ანდონი სუბისარეტა გაუშვა
მანუელ ნოიერი 2 ივნისს დაბრუნდება და გამოცდას ჩააბარებს
"უპამეკანოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ვცდილობთ" - "ბაიერნის" სპორტული დირექტორი
მარკ ანდრე ტერ შტეგენი ანდრეს ინიესტაზე: ის ყველას ძალიან გვიყვარს და უნდა დარჩეს
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"კეთროვან და მავნებელ" დემბელეს 120 მილიონად ყიდიან