იტალიაში დაპირისპირების ეშინიათ
სერია A-ს მომდევნო ტურში, რომელიც 5-6 იანვარს შედგება, ერთი გამორჩეული მატჩი გაიმართება. ტურინში ერთმანეთის პირისპირ "იუვენტუსი" და "რომა" წარსდგებიან.

შეგახსენებთ, რომ "იუვე" ლიდერობს ჩემპიონატს, მისი მთავარი კონკურენტი და უშუალო მდევარი კი სწორედ "ჯალოროსია". ამ მატჩის ირგვლივ უკვე დიდი აჟიოტაჟია, რადგან ორივე ბანაკიდან მწვავე კომენტარები კეთდება. რომაელები და ტურინელები, ძირითადად, იმუქრებიან, რამაც თვით ფედერკალჩოს პრეზიდენტი ჯანკარლო აბეტე შეაშფოთა.

პრეზიდენტმა სთხოვა მხარეებს, რომ მოეშვან უსაფუძვლო განცხადებების კეთებას და თამაშისთვის მშვიდად მოემზადონ. ამასთან, აბეტე უპრეცედენტო ინიციატივით გამოვიდა, რომლის მიხედვითაც, "იუვენტუსი"-"რომას" პაექრობა არა იტალიელმა არბიტრმა, არამედ უცხოელმა უნდა განსაჯოს. საქმე იმაშია, რომ იტალიურ საკლუბო ფეხბურთში მსაჯთა მიკერძოების თემა კვლავაც აქტუალურია, რასაც ხან ანგარება უდგას საფუძვლად და ხანაც ბავშვობის დროიდან მოყოლებული ვნებები და სიმპათიები.

აბეტეს განცხადებას დადებითად გამოეხმაურა "ლეგა კალჩო" და რამდენიმე უცხოელ არბიტრთან მოლაპარაკება წამოიწყო. "კორიერე დელო სპორტის" ინფორმაციით, პრაქტიკულად, მიღწეულია შეთანხმება ინგლისელ რეფერ ჰოვარდ ვებთან და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, თამაშს სწორედ ის განსჯის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანგისას "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
კონტემ განმარტა, რატომ დატოვა "ინტერი" საჩემპიონო სეზონის შემდეგ
კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ-მ შეიძლება ბრაზილიელი შემტევი დაიმატოს
"ბარსელონა" გერმანიის ნაკრების მცველის შეძენას შეეცდება
ანგისას "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"როგორც იქნა, გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა" - ჯორჯო კიელინიმ იტალიის ნაკრებზე ისაუბრა
"არსენალი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე 2 შემტევის დამატებას გეგმავს
"ყველაზე მეტი ამ მწვრთნელისგან ვისწავლე, ის ჩემთვის მისაბაძი მაგალითი იყო" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის 20 წუთი - "ორლანდოს" 4-მატჩიანი მოგებათა სერია "ფილადელფიასთან" შეწყდა
ბასილაშვილი მეცის ჩელენჯერს ტრავმის გამო ჩაეხსნა
ისტორიული ზღვარი და დრამატული გამარჯვება - 4000 ქულა თორნიკე შენგელიას ევროლიგაში
მარკის რიდი მატჩის საუკეთესო მოთამაშეა - "ბაჰჩეშეჰირმა" იტალიაში "რომა" გაანადგურა
19-წლამდელებმა შესარჩევში ასპარეზობა სან-მარინოსთან გამარჯვებით დაასრულეს
ლევან კობიაშვილი: მჯერა, რომ ამ გუნდს აქვს რესურსი, დაძლიოს არსებული სირთულეები და კიდევ ერთხელ აჩუქოს ჩვენს ქვეყანას ის ემოციები, რომლებიც ასე ძალიან დაგვაკლდა
შერმადინის "ტენერიფემ" ევროთასის მატჩი "ტელეკომს" თურქეთში დრამატულად მოუგო
CHANGE - ცვლილებების საჭიროება და ცვლილებები რეალური ცვლილებების გარეშე!..
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
"იქ ვართ, სადაც ვიმსახურებთ" - შევჩენკომ თქვა, რომ მიზანს ვერ მიაღწიეს, მაგრამ მალდერა ნაკრებში დარჩება
"არანაირი პრობლემა არ იქნება" - სკალონი მესის სამწვრთნელო შტაბში შესაძლო გაწევრიანებაზე
ᓠᓝᓑᓔᓠᓢᓝ ᓛᓐᓜᓩᓘᓜᓘᓛ ᓘᓢᓐᓚᓘᓘᓡ ᓔᓠᓝᓕᓜᓣᓚᓘ ᓜᓐᓙᓠᓔᓑᓘᓡ ᓒᓐᓬᓕᓠᓗᓜᓐᓖᓔ ᓗᓐᓜᓮᓛᓝᓑᓐ ᓗᓥᓕᓐ
ესპანეთი-იტალია 0:0 (პენ. 7:6) - "სკუადრა აძურა" ლეონარდო ბონუჩიმ დააღალატა
ᓰᓝᓕᓐრᓓ ᓕᓔᓑᓛᓐ ᓞᓔᓜᓐᓚᓢᓘ "ᓞᓐᓜᓔᓜᓙᓐᓡ" ᓡᓢᓘᓚᓨᓘ ᓒᓐᓘᓢᓐᓜᓐ [VIDEO]
ᓘᓢᕐᓚᓘᓐᓨᓘ ᓤᓔᓮᓑᓣᕠᓗᓔᓚᓗა ᓡᓐᓜᓐᓮᓔᓕᓠᓝᓓ ᓤᕚᓝᓑᓐ ᕐᓘᓙᓠᓫᓐᓚᕐ
ჰოვარდ ვები: დიმიტრი პაიე ხისტი იყო, მაგრამ ყვითელსაც არ იმსახურებდა
ინგლისი. პრემიერლიგა. III ტურის შეჯამება და სიმბოლური: ორი დიდი დერბის ტური
ინგლისი. ასოციაციის თასი. გამოხმაურება: ალოგიკური გამარჯვება