2011 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების მეტოქე არგენტინა ნოემბრის ტესტების ბოლო შეხვედრას დუბლინში გამართავს

2011 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების მეტოქე არგენტინის ეროვნული გუნდი ნოემბრის ტესტების ბოლო შეხვედრას დუბლინში, ირლანდიასთან გამართავს. "პუმებს" და "სამყურებს" ურთიერთშევედრების საკმაოდ სინტერესო ისტორია აქვთ. მსოფლიო თასის გათამაშებაში ისინი სამჯერ მოხვდენენ ერთ ჯგუფში. არგენტინელებმა "ზურმუხტისფერების" ჯგუფში ჩატოვება ერთხელ, 2007 წლის მსოფლიო თასზე შეძლეს.

ბოლოს ეს გუნდები ორი წლის წინ სწორედ დუბლინში შეხვდნენ და მასპინძლებმა რევანშის აღება შეძლეს - 17:3. მას შემდეგ ირალნდიამ ნელ-ნელა თამაშს უკლო. გუნდი ხშირმა ტრავმიანობამ დატანჯა. ნოემბრის ტესტებზე სამყურებმა სამიდან ორი თაამში წააგეს - სამხრეთ აფრიკისა და ახალი ზელანდიის ნაკრებებთან. სამოას კი გაჭირვებით, 10 ქულის სხვაობით მოუგეს.

მათგან განსხვავებით, "პუმებმა" მხოლოდ ორი შეხევდრა გამართეს, თუმცა ორივეში უმძიმესი ბრძოლა გადახდათ, ჯერ ვერონაში იტალის ეროვნულ გუნდთან, ხოლო შემდეგ მონპელიეში "ლე ბლსეთან". არგენტინელებმა "სკუადრა აძურას" დამარცხება შეძლეს, ფრანგებთან კი წააგეს, თუმცა ისე, რომ მასპინძლებს ლელოს გატანის საშუალება არ მისცეს.

არგენტინის ნაკრები მუდამ ერთ-ერთ ყველაზე მებრძოლ, საკმაოდ ხისტ გუნდად მიიჩნეოდა და გამორიცხული არ არის "სამყურებმა" სამხრეთელთაგან მესამე მარცხი იგემონ.

არგენტინა: 15. მარტინ როდრიგესი, 14. ჰორაციო აგულა, 13. გონსალო ტიესი, 12. მარსელო ბოსხი, 11. ლუკას ამოროსინო, 10. ფელიპე კონტეპომი, 9. ნიკოლას ვერგალო. 1. როდრიგო რონსერო, 2. მარიო ლედესმა, 3. მარტინ სკელსო, 4. მარიანო გალარსა, 5. პატრისიო ალბასეტე, 6. ჯენარო ფესია, 7. ხულიო ფარიას კაბელო, 8. ხუან ფერნანდეს ლობე.

16. აუგუსტინ კრეევი, 17. მარკოს აიერსა, 18. ხუან ფიგალო, 19. სანტიაგო გუზმანი, 20. ალავარო გალინდო, 21. ალფრედო ლალანე, 22. ლუკას ბორხესი.

ირლანდია: 15. გორდონ მერფი, 14. ტომ ბოუი, 13. ბრაიან ოდრისკოლი, 12. გორდონ დარსი, 11. ენდრიუ ტრიმბლი, 10. ჯონათან სექსტონი, 9. პიტერ სტრინგერი. 1. კიან ჰილი, 2. შეინ კრონინი, 3. ტონი ბაკლი, 4. დონჩა ოკალაჰანი, 5. მაიკ ოდრისკოლი, 6. სტივენ ფერისი, 7. დევიდ ვოლესი, 8. ჯიმი ჰისლიპი.

16. დამიენ ვარლეი, 17. ტომ კურტი, 18. დუეინ ტონერი, 19. დენის ლამი, 20. ეოინ რედანი, 21. რონან ოგარა, 22. ქის ეარლზი.

ვოლაბებმა გიტოს ბარნსი ამჯობინეს

ნოემბრის ტესტებზე სხვაზე არანაკლები ინტრიგა ახლავს ავსტრალიის ნაკრების მატჩს პარიზში, "სენ დენიზე" საფრანგეთის ეროვნულ გუნდთან. "ვოლაბებს" მსპინძელთა გუნდთან ხუთი წელიწადია არ წაუგია და ახლაც ყველა ღონეს იხმარს ამ ტენდენციის შესანარჩუნებლად.

რობი დინსის ბიჭებმა ნეომბრის ტესტებზე ინგლისის ნაკრებთან სარეკორდო სხვაობით განიცადეს მარცხი. იმ შეხვედრაში გადამწყვეტი მნიშვნელობა "პომების" მძლავრმა, შესანისნავად მოთამაშე შერკინებამ იქონია. "ლე ბლე" სტუმართა დამარცხებას სწორედ მორკინალებით აპირებს და "ვოლაბების" გაწბილებას ეშურება.

ავსტრალიელთა თავკაცმა, ცხადია, ამის შესახებ კარგად უწყის და თავის მხრივ, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო უკანა ხაზის იმედი აქვს. დინსმა აქ ერთი ცვლიელბა განახორციელა. მან შუამარბი მეთ გიტო, რომელიც ტურნეში, მეტი რომ არ ვთქვათ, ცუდად გამოიყურება, სათადარიგოთა შორის გაამწესა. მის ადგილს კი ბერიკ ბარნსი დაიკავებს.

უცნაურია, მაგრამ საფრანგეთის ნაკრების თავკაცმა მარკ ლივერმონმა 22-კაციან განაცხადში არ შეიყვანა მსოფლიოს საუკეთესო მორაგბის ნომინაციაში დასახელებული შერკინების მესამეხაზელი იმანოლ არინორდოკი. მის ნაცვლად ექსტრა ვაგანტური სებასტიან შაბალი ითამაშებს.

ავსტრალია: 15. ქართლი ბეილი, 14. ჯეიმზ ოკონორი, 13. ადამ ეშლი-კუპერი, 12. ბერიკ ბარნსი, 11. დრიუ მიტჩელი, 10. ქუადე კუპერი, 9. ვილი გენია. 1. ჯეიმზ სლიპერი, 2. სტივენ მური, 3. ბენ ალექსანდერი, 4. რობ საიმონსი, 5. ნათან შარპი, 6. როკი ელსომი, 7. დევიდ პოკოქი, 8. ბენ მაკკალემნი.

16. ტატაფუ პოლოტა-ნაუ, 17. ბენ რობინსონი, 18. მარკ ჩისსჰოლმი, 19. სკოტ ჰიგინბოთამი, 20. ლუკ ბარჯესი, 21. მეთ გიტო, 22. ლაკი ტერნერი.

"შავი ლომი" | განახლებული შემადგენლობით ახალი სეზონისთვის
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
შავი ლომი | სექტემბერში პრემიერშიფის ჩემპიონთან
ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
პსჟ ნახევარმცველთან კონტრაქტის გასაწყვეტად მზადაა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო