ედბერგი როჯერის მწვრთნელია
მსოფლიოს მეორე ჩოგანმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა ახალი მწვრთნელის - ბორის ბეკერის ხელმძღვანელობით, პირველი ტურნირი მოიგო. სერბმა ჩოგბურთელმა ზედიზედ მესამედ მოიპოვა აბუ დაბიში ტრადიციული საჩვენებელი ტურნირის მთავარი პრიზი.

ადგილობრივი პუბლიკისთვის სამწუხაროდ, ფინალში არ შედგა ჯოკოვიჩისა და რაფაელ ნადალის დაპირისპირება. მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნახევარფინალში, ესპანურ დერბიში დამარცხდა დავიდ ფერერთან. რაფამ ვერც ერთი ბრეიკი ვერ გააკეთა, მისმა მეტოქემ კი თითო სეტში თითოჯერ აიღო მეტოქის მოწოდება და 6:4, 6:4 მოიგო. სხვათა შორის, ორი წლის წინ ნადალმა ასევე წააგო აბუ დაბის ნახევარფინალი ფერერთან, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, გასულიყო ავსტრალიის ღიას ფინალში. ასე რომ, ამ საჩვენებელი ტურნირის შედეგებს დიდი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ.

მეორე ნახევარფინალში ჯოკოვიჩი ფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგას ხვდებოდა. სერბმა კარგად დაიწყო და თავიდანვე ბრეიკი გააკეთა, მაგრამ შემდეგ ჩავარდნა ჰქონდა. ცონგამ ანგარიში გაათანაბრა და პარტიის ბედი ტაი-ბრეიკზე გადაწყდა, სადაც ფრანგმა მეორე სეტბოლი ვერ მოიგერია. მეორე პარტიაში, როგორც იტყვიან, ბრძოლა ბრეიკამდე მიდიოდა და ის ჯოკოვიჩმა გააკეთა - 7:6(5), 6:3.

რაც შეეხება ფინალს, ის ესპანელისთვის კარგად დაიწყო. ფერერმა, რომელმაც ორი წლის წინ გამანადგურებელი ანგარიშით წააგო ჯოკოვიჩთან გადამწყვეტი მატჩი (2:6, 1:6), ბრეიკი გააკეთა, თუმცა იქვე 40:0-დან დათმო თავისი მოწოდება. ამის შემდეგ, გარკვეული ხანი, თანაბარი ბრძოლა მიდიოდა, მაგრამ ბოლოს ფერერმა უკლო და ჯოკოვიჩმა თავიდან აიცილა ტაი-ბრეიკის თამაში.

მეორე სეტშიც დავიდმა წააგო საკუთარი მოწოდება 40:0-დან, რამაც ცუდად იმოქმედა მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. საბოლოოდ, სერბმა მეტოქის წინააღმდეგობა მესამე გეიმში გატეხა, როცა მეექვსე ბრეიკ-პოინტიდან აიღო ქულა და 4:0 წაიყვანა ანგარიში. ნოვაკს აღარ გასჭირვებია გამარჯვებამდე მისვლა.

1/2-ფინალი

დავიდ ფერერი (ესპ)-რაფაელ ნადალი (ესპ, 1) 6:4, 6:4; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 2)-ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ) 7:6(5) 6:3.

მე-3 ადგილისთვის

რაფაელ ნადალი (ესპ, 1)-ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ) 7:6(5), 6:3.

ფინალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 2)-დავიდ ფერერი (ესპ) 7:5, 6:2.

ედბერგი როჯერის მწვრთნელია

ლეგენდარული შვედი ჩოგბურთელი სტეფან ედბერგი შვეიცარიელი როჯერ ფედერერის სამწვრთნელო შტაბში შევა.

"მოხარული ვარ შეგატყობინოთ, რომ ავსტრალიის ღია პირველობიდან მოყოლებული, სტეფან ედბერგი ჩემს სამწვრთნელო გუნდში დაიკავებს ადგილს. ედბერგმა თანხმობა განაცხადა, მინიმუმ ათი კვირა იმუშაოს ჩემთან ერთად, - წერია ფედერერის განცხადებაში. - სტეფანი ჩემი ბავშვობის გმირი იყო და მოუთმენლად ველი, როდის დავიწყებ მისგან გაკვეთილების მიღებას".

"მოხარული ვარ, რომ ფედერერის გუნდის ნაწილი გავხდი. იმედია, ჩვენ ერთად შევძლებთ მის გაყვანას საუკეთესო დონეზე", - აღნიშნა ედბერგმა.

შვედი ჩოგბურთელი ისტორიაში იმით არის შესული, რომ იუნიორთა დონეზე ერთადერთი მოთამაშეა, ვისაც "დიდი სლემი" აქვს შესრულებული.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის ღია პირველობა 13-26 იანვარს გაიმართება.

ამასობაში ფედერერმა გამოაცხადა, რომ სავარაუდოდ, არ ითამაშებს დევისის თასის პირველ რაუნდში სერბეთის ნაკრების წინააღმდეგ, რისი მიზეზიც მისი მეუღლის ფეხმძიმობაა. გასულ კვირას გახდა ცნობილი, რომ ფედერერების ოჯახში მესამე შვილის დაბადებას ელიან.

"რთულია ჩემ მონაწილეობაზე ვილაპარაკო, განსაკუთრებით, ბოლო ამბის შემდეგ. დევისის თასი რთული თემაა ჩემთვის. ნაკრებში თამაში აზარალებს ჯანმრთელობასა და ენერგიას. თებერვალში, სავარაუდოდ, არ ვითამაშებ", - განუცხადა შვეიცარიულ პრესას როჯერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ჰაუს ჯერ ნდობა აქვს - "ნიუკასლი" მთავარი მწვრთნელის გაშვებას არ აპირებს
"2020 წელს მესის "ბარსელონადან" წასვლა უნდოდა" - ბართომეუმ თქვა, იღებდა თუ არა ლეო ტრანსფერებზე გადაწყვეტილებას
არბელოამ ყველა მოხიბლა - ის "რეალის" მწვრთნელად შესაძლოა, მომავალ სეზონშიც ვიხილოთ
მთავარი კანდიდატი გამოიკვეთა - "ბილბაოს" სავარაუდოდ, ტერზიჩი ჩაიბარებს
18 წ. | ექვსი ერისთვის დასკვნითი შეკრება დაიწყო
კვარაცხელია: კაპიტნობა დიდი ტვირთია - იმედი მაქვს, ისე გავაკეთებთ ყველაფერს, როგორც გვეკადრება
ახალი კაპიტნით - საქართველოს ნაკრები ისრაელთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
სალაჰმა გამოაცხადა, რომ "ლივერპულს" ტოვებს
21-წლამდელები ლატვიასთან და მალტასთან მატჩებისთვის მზადებას განაგრძობენ
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით იასპარეზებს
"თუ მზადაა, ანჩელოტიმ მუნდიალზე უნდა წაიყვანოს" - რონალდო ნეიმარს მხარს უჭერს
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა პატრიარქის ხსოვნას სიონის საპატრიარქო ტაძარში პატივი მიაგეს
თანხა დასახელდა - "ბარსელონას" კანსელოს გამოსყიდვის შესაძლებლობა ექნება
მბაპე სრულიად გამოჯანმრთელდა - "რეალს" სეზონის მიწურულს ლიდერი უბრუნდება
საქმეში პირადად პერესი ჩაერთო - რას გადაწყვეტს ვინისიუსი და დასჭირდება თუ არა "რეალს" ახალი ვინგერი
"მანჩესტერთან" კავშირს საბოლოოდ გაწყვეტს - სანჩო ზაფხულში ახალ კლუბში გადავა
გერმანიის ნაკრებს ბორის ბეკერი უკაპიტნებს
[VIDEO] მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - 38 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩმა იანიკ სინერი ხუთ სეტში დაამარცხა!
მან იცის, რომ ყოველთვის მის გვერდით ვიქნები - ჯოკოვიჩი გაკოტრებულ ბეკერს დახმარების ხელს უწვდის
ლეგენდარულ ჩოგბურთელს სამშობლოში დეპორტაციის იმედი აქვს
"მოუსმინეთ ახალგაზრდებს, მათი სურვილი უკეთესი მომავალია!" - ჯოკოვიჩმა სერბეთში მთავრობის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსულ სტუდენტებს მხარდაჭერა გამოუცხადა
ბორის ბეკერი ვალებს ებრძვის და უიმბლდონის სამ თასს ყიდის
ოფიციალურად: როჯერ ფედერერი მილიარდერი გახდა
ბასილაშვილი ჩილიჩთან დამარცხდა და ჯოკოვიჩთან კიდევ ერთხელ დაპირისპირების შანსი დაკარგა
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
უიმბლდონის 10 დიადი მატჩი: ლენდლის აუხდენელი ოცნება
ბორის ბეკერი ბანკროტია
"ბატონო ნადალ, ფოტო შეიძლება?!" - ფედერერმა გულშემატკივრებთან საუბარში სასაცილო ისტორია გაიხსენა
"მგრძნობიარე ადამიანი ვარ, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე ეხება პიროვნებას, რომელსაც ძალიან ვაფასებ" - რაფაელ ნადალის ემოციური ინტერვიუ
ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის 1/2 ფინალიდან ტრავმის გამო მოეხსნა
ᓡᓢეფᓐნ ᓔდᓑᓔრᓒᓘ ᓠᓝᓯᓔრᓡ ᓔᓢᓝᓚᓔბᓐ
"ციხეში არავინ ვიყავი, მტკივნეული გაკვეთილი მივიღე" - ბორის ბეკერის პირველი ინტერვიუ საპატიმროს დატოვების შემდეგ
ჯოკოვიჩი შესრულებული მისიით, პირადი ტრაგედიები, სამშობლოს პატრიოტობა და ქველმოქმედება - რატომ არის ნოვაკი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი სპორტსმენი
"როჯერ, ახლახან ჩამოვფრინდი ბაზელში, საიდანაც..." - როგორ გაეხუმრა მარი ფედერერს
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა
იმპერიის დაცემა: შვედეთი