როგორც ჩანს, ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველი "შალკეს" სეზონის ბოლოს დატოვებს
საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ხორვატიის ნაკრებისა და „შალკეს“ ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი სეზონის ბოლოს გელზენკირხენულ კლუბს დატოვებს. რაკიტიჩს „შალკესთან“ კონტრაქტი 30 ივნისს უმთავრდება და რაკი ახალი კონტრაქტის შესახებ დღემდე გამართულმა მოლაპარაკებებმა შედეგი არ გამოიღო, ივანის გელზენკირხენში დარჩენა უკვე ფაქტობრივად გამორიცხულია.

„უკვე პესიმისტურად ვარ განწყობილი და ვფიქრობ, რომ ივანისა და ჩვენი გზები გაიყრება“, - განაცხადა გუშინ „შალკეს“ მთავარმა მწვრთნელმა ფელიქს მაგათმა. ფეხბურთელის მრჩეველმა მიხაელ ურშელერმა კი უფრო კონკრეტული განცხადება გააკეთა - ესპანურ „ასს“ უთხრა, რომ მისი კლიენტი „შალკესთან“ ახალ კონტრაქტს არაფრისდიდებით არ გააფორმებს.

ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ რაკიტიჩმა ზაფხულში „შალკე“ უფასოდ უნდა დატოვოს და თუ გელზენკირხენელებს მისი ტრანსფერიდან ფინანსური სარგებლის ნახვა სურთ, მაშინ ხორვატი ნახევარმცველი იანვარში უნდა გაყიდონ. შეგახსენებთ, რომ ივან რაკიტიჩი „შალკეში“ 2007 წელს „ბაზელიდან“ გადავიდა და „ხუმარებმა“ მაშინ შვეიცარიულ კლუბს ხუთი მილიონი ევრო გადაუხადეს.

გოტგრიდ ლენცი

ყველაზე ცუდი შედეგი 2004/05 წლების სეზონის შემდეგ - "ბაიერნმა" 2 ქულასთან ერთად, 2 ლიდერიც დაკარგა
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"მისი მომავალი მნიშვნელოვანია, თუმცა..." - "ბაიერნის" დირექტორმა ახალგაზრდა ფეხბურთელზე ისაუბრა
ვართანოვი და თვაური სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიისა და კვიპროსის მატჩს მოემსახურებიან
ზაბირის ძალისხმევით "რასინგმა" "სოსიედადს" მოუგო - გულიაშვილი სათადარიგო იყო
პსჟ მზადაა შევალიე ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გაასხვისოს
ფლიკმა "ბარსელონას" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ორი ფეხბურთელის დამატება სთხოვა
[VIDEO] ასეთ მესის ხშირად ვერ ნახავთ - არგენტინელი ძალიან გააბრაზეს
14 კალათბურთელით საბერძნეთში | თბილისური შეკრება დასრულდა
[VIDEO] შეცვლაზე შესულმა ზურიკომ გამარჯვების გოლი ხვიჩას სტილში აღნიშნა
[VIDEO] ქოჩორაშვილი კარგად ჩაერთო თამაშში - "სევილია" "ბეტისთან" წაგებას გადაურჩა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 2-1 რუსთავი. ვისთვის გრძელდება, ვისთვის დასრულდა...
[VIDEO] პსჟ-ს უიღბლობას დასასრული არ უჩანს - კვარაცხელიას შემდეგ, როგორც ჩანს, დუეც მძიმედ დაშავდა
[VIDEO] პირველი მარცხი UFC-ში - ალექსანდრე თოფურია სანტიაგო ლუნასთან დამარცხდა
წიტაიშვილი სასტარტოში და "რაიო ვალეკანოს" მარცხი "ვალენსიასთან"
ისევ დომინანტურად - საქართველოს ნაკრებმა აშშ-საც დამაჯერებლად მოუგო
ქვილითაია შეცვლაზე შევიდა - "ჰოლშტაინმა" ისევ წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-1 იბერია 1999. ლიდერი სათავეში რჩება, თუმცა...
"ასეთი თავდადებული ხალხი არასდროს მინახავს" - მატამ იაპონიაში მომხდარი დაუვიწყარი ისტორია მოჰყვა
[VIDEO] მოურინიომ რონალდოს შესახებ დასმულ კითხვაზე საუბარი არ ისურვა და პრესკონფერენცია დატოვა
ახალი კონტრაქტი ბრაჰიმ დიასს - მაროკოელი "რეალში" კიდევ დიდხანს დარჩება
"თუ ისინი გაიფიცებიან, ნახავთ როგორ გაათავისუფლებენ ინფანტინოს" - როტენმა მესის, რონალდოსა და მბაპეს მიმართა