საახალწლოდ უჩვეულო სკანდალმა იფეთქა ებრაულ ძიუდოში, რომლის ეპიცენტრშიც ქალთა ნაკრების ლიდერი ალისე შლეზინგერი (63) აღმოჩნდა
საახალწლოდ უჩვეულო სკანდალმა იფეთქა ებრაულ ძიუდოში, რომლის ეპიცენტრშიც ქალთა ნაკრების ლიდერი ალისე შლეზინგერი (63) აღმოჩნდა - ის ქვეყნის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ მოშე პონტს თავისი კარიერის დაბლოკვაში ადანაშაულებს და სასამართლოში უჩივის, პარალელურად კი სხვაგან წასვლით იმუქრება.

25 წლის შლეზინგერი მსოფლიოს 2009 წლის ბრინჯაოს მედალოსანია, ევროპის პირველობაზე კი სამჯერ მოუპოვებია ანალოგიური ჯილდო. მისი ბოლო მიღწევა ლონდონის ოლიმპიადაზე მოხვედრაა, თუმცა იქ წარუმატებლად გამოვიდა - მეორე წრეში სლოვენიელთა მომავალ ჩემპიონ ურსკა ზოლნირთან დამარცხდა.

ამის შემდეგ ის მხოლოდ ერთხელ გავიდა ტატამზე - წლეულს სამსუნში, "დიდ პრიზზე", სადაც ისევ მესამეზე გავიდა.

საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე შლეზინგერმა გაიხსენა ლონდონური თამაშების შემდეგ პონტის ინიციატივით გამართული შეხვედრა, სადაც, მისი თქმით, პრეზიდენტმა გარკვევით მიანიშნა, რომ სამომავლოდ მისთვის ოლიმპიადის კარი ჩაიკეტებოდა.

"პონტისთან საუბარში ყველაფერი გავიგე, რაც მას სურდა. მისი სურვილი იყო, არ დავრჩენილიყავი ძიუდოში. სპორტულ ასპარეზზე რაც უნდა გამეკეთებინა, რეიტინგში პირველიც რომ ვყოფილიყავი, ოლიმპიადაზე მაინც არ მოვხვდებოდი. იმ წუთებში მივხვდი, რომ მას სურდა ჩემი კარიერის განადგურება და ამის შანსიც აქვს. თუმცა იქვე მივიღე ახალი წინადადება, ამას თუ წინადადება ჰქვია - სავარჯიშოდ გადავსულიყავი შანი გერშკოსთან, ვინც ჩემი კონკურენტის პირადი მწვრთნელია".

აი, პირადი მწვრთნელების თემას თუ გადავხედავთ, საინტერესო სურათს ვიხილავთ - გერშკო მართლაც ავარჯიშებს შლეზინგერის მთავარ კონკურენტს, პარალელურად კი სწორედ ოლიმპიადის შემდეგ ქალთა ეროვნული ნაკრებიც ჩააბარეს.

რაც შეეხება თავად შლეზინგერს, მას თავისივე მეუღლე - პაველ მუსინი ამზადებს. როგორც ალისე ამბობს, ამ კრიტიკულ ვითარებაში მან მეუღლისთვის მსხვერპლის უანგაროდ გაღებაც მოინდომა და, ოღონდ კი მისი კარიერა არ შეეფერხებინა, თურმე მზად იყო, გვერდზე გამდგარიყო, თავის პრემიაზეც კი ეთქვა უარი, მაგრამ პონტი ამაზეც არ დათანხმდაო.

შლეზინგერი იმასაც დასძენს, პრეზიდენტმა კარგად იცოდა, რომ გერშკოსთან ვარჯიშს არ დავთანხმდებოდი.

"ჩვენი მთავარი მიზანი გათავისუფლებაა. ჩვენ დაახლოებით 15-მა ქვეყანამ მოგვმართა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, რომლებიც შოკირებულნი არიან ამ ამბით. მათ სურთ, რომ ალისემ იმათი ქვეყნის სახელით იასპარეზოს" - განაცხადა მუსინიმ.

და ვინაა შლეზინგერის მთავარი კონკურენტი? მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონი, მომხიბლავი და სადღეისოდ ერთ-ერთი გამორჩეულად ლამაზი ძიუდოისტი ქალბატონი იასინ გერბი, ვინც აგვისტოში ბრაზილიაში გაიმარჯვა.

საინტერესოა, რომ შარშან ევროპის ჩემპიონატზე ის მეორეზე გავიდა, შლეზინგერი - მესამეზე, თუმცა ოლიმპიადაზე მაინც შლეზინგერი წაიყვანეს, რადგან რეიტინგში უსწრებდა კონკურენტს.

აღნიშნულ კონფლიქტზე ებრაული მედია ახლო წარსულში ისრაელის ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანს, ამჟამად ქნესეთის დეპუტატს პარტია "ეშ ატიდან" იოელ რაზვოზოვს დაუკავშირდა, რომელმაც ხაზი გაუსვა შლეზინგერის მაღალ კლასს, აღნიშნა ისიც, რომ ორივე მონაწილეს კარგი მიღწევები აქვს და ასეთი კონკურენცია შედეგების ამაღლებას იწვევს, თუმცა მომხდარში უფრო ალისე დაადანაშაულა, როცა განაცხადა:

"მან არ ისურვა გერშკოსთან ვარჯიში და წავიდა შეკრებიდან. შემდეგ ის ჩაერია მოლაპარაკებებში და მიაღწია შეთანხმებას, რომ კვირაში მხოლოდ სამი დღე ივარჯიშებდა ნაკრებთან, დანარჩენ დროს კი მუსინთან მოემზადებოდა.

რაზვოზოვის სიტყვებიდან ისიც ირკვევა, რომ პირველი კონფლიქტი წლეულს გაზაფხულზე მოხდა, როცა მუსინი ბუდაპეშტში, ევროპის ჩემპიონატზე არ წაიყვანეს.

რაზვოზოვმა განმარტა, რომ მხოლოდ ნაკრების მწვრთნელებს აფინანსებს და არა პირად დამრიგებლებს. ესეც უტყუარი არგუმენტი ჩანს, თუმცა, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ისრაელის ძიუდოს ფედერაცია და ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტი არც ისე მდიდარია.

გავიხსენოთ ოლიმპიადის წინ ამტყდარი სკანდალი, როცა ლონდონში არ მიჰყავდათ ძიუდოისტი არტიომ არშანსკი (60), ორი მძლეოსანი და კიდევ 3 სპორტსმენი იმ მოტივით, რომ მათ მედლის მოპოვების შანსი არ ჰქონდათ და ფინანსებს დაზოგავდნენ.

რაზვოზოვმა შლეზინგერიას გადაბირების ერთი მსურველიც დაასახელა და როგორ გგონიათ, ვინ იქნებოდა ეს ქვეყანა? რა თქმა უნდა, აზერბაიჯანი, რომელიც კვლავაც აგრძელებს ნადირობას მსოფლიოს წამყვანი ათლეტების გადასაბირებლად.

სულ უახლესი მაგალითი - ცოტა ხნის წინათ კვლავ შესთავაზეს 1 მილიონი დოლარი ქალთა ჭიდაობაში ბულგარელთა ოლიმპიურ, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ სტანკა ზლატევას, ხოლო შლეზინგერის გადაბირების ასეთ შანსს ხელიდან როგორ გაუშვებდნენ!

თუმცა სპორტსმენს ბრიტანეთის მოქალაქეობაც ჰქონია და კუნძულზე გადასაბარგებლად მხოლოდ იქაურთა მიწვევა იყო საჭირო. მით უფრო, ბრიტანელებს ამ წონაში რიგიანი წარმომადგენელი არც ჰყავთ.

შლეზინგერის ამბავში ბევრი "ქართული" მომენტი იკვეთება. კერძოდ, ჩვენთვისაც მტკივნეულად აქტუალურია თემა, როცა ნაკრების მთავარ მწვრთნელს პირადი მოსწავლეებიც ჰყავს. ისიც ნიშანდობლივია, როცა პირად მწვრთნელს ტურნირზე წასვლის შანსი არ ეძლევა და ორი ვარსკვლავის შეუთავსებლობაც ნაცნობი ამბავია.

თუმცა დიდი სანდოობით არც ისრაელის ძიუდოს ფედერაცია დაიტრაბახებს, რადგან შიდა ქიშპი იქაც ისევე აქტუალურია, როგორც ჩვენთან იყო ამ ცოტა ხნის წინათ.

თავის დროზე ამას გორელი ფალავანი იოსებ ფალელაშვილიც (73) შეეწირა - ალბათ, გახსოვთ, გახმაურებული სკანდალი, როცა მას გერმანულ სუპერმარკეტში ქურდობას ედავებოდნენ, სინამდვილეში კი გაირკვა, რომ ლაპარაკი იყო ბარგში აღმოჩენილ დაახლოებით 1-ევროიან კბილის პასტაზე, თუმცა გადაჭრით ვერავინ ამბობდა, შემთხვევით ჩავარდა ის კალათაში თუ ჩვენებურმა ჩააგდო.

საბოლოოდ მას ჯარიმა გადაახდევინეს, მაგრამ ამ ამბავს ისრაელის ფედერაცია აქტიურად არეკლამებდა მთელ მსოფლიოში.

შესაძლოა, ამაში ზემოხსენებული რაზვოზოვის ხელიც ერია, რადგან ფალელაშვილი მისი კონკურენტი იყო, რასაც ოლიმპიადამდე კონფლიქტი მოჰყვა - ჩვენებურმა სცემა ის, სამაგიეროდ, რუსმა ებრაელმა კაპიტანის უფლებები გამოიყენა და შეკრებიდან გააშვებინა ქართველი. საბოლოოდ, ფალელაშვილი სამშობლოში დაბრუნდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბევრმა არ იცის, რა მდგომარეობაში იყო შეჯიბრებამდე" - ლიპარტელიანმა სომხიშვილზე ისაუბრა
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ბექაურის გმირობა და ოქროს გდება - საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...