"სიტის" არგენტინელი თავდამსხმელი ევროპაში სათამაშოდ მხოლოდ 30 წლამდე დარჩება
როგორც ჩანს, "მანჩესტერ სიტის" არგენტინელ თავდამსხმელს კარლოს ტევესს ევროპაზე გული ძალიან აქვს აცრუებული. 26 წლის ფეხბურთელი პირობას დებს, რომ როგორც კი 30 წელს მიაღწევს, "ბებერი კონტინენტიდან" გუდა-ნაბადს აიკრავს. თურმე ფეხბურთელს განსაკუთრებით "თავხედი" ახალგაზრდა თანაგუნდელები აღიზიანებენ.

"ფეხბურთმა დამღალა. ასევე დამღალეს იმ ადამიანებმა, რომლებიც ამ სპორტში მუშაობენ და მხოლოდ ფულზე ფიქრობენ. ეს ძალიან არ მომწონს. ახლა ფეხბურთში უამრავი ცუდი ადამიანია და მათთან ბრძოლა ყოველდღიურად მიხდება. ევროპაში 30 წლამდე ვითამაშებ, მერე კი წავალ.

მაღიზიანებენ ის გაყოყოჩებული ახალგაზრდა მოთამაშეებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ რადგან ორი მობილური და საკუთარი ბინა აქვთ, ცხოვრებაში ბევრს მიაღწიეს.

თანამედროვე ახალგაზრდა ფეხბურთელებს განათლება არ აქვთ და მათთან ურთიერთობა ჩემთვის უინტერესოა. როცა "ბოკა ხუნიორსში" ვთამაშობდი და მარტინ პალერმო ან ხუან რიკელმე საუბარს იწყებდნენ, სულგანაბული ვუსმენდი. ძალიან ვბრაზდები, როცა გასახდელში რომელიმე ლაწირაკი ჩემთან მოდის და ჭკუას მარიგბს. ასეთ დროს სურვილი მიჩნდება, ცხვირ-პირი დავუნაყო", - გული გადაუშალა ტევესმა ჟურნალისტებს.

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა