ფორმულა 1-ის ლეგენდარულ პილოტს სამშაბათს მეორე ოპერაცია გაუკეთეს, რის შემდეგაც პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა
ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონ მიხაელ შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც თხილამურებით სრიალის დროს დაცემის შედეგად ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა მიიღო, ბოლო მონაცემებით, სტაბილურია.

ამის შესახებ გერმანელი მრბოლელის მენეჯერმა საბინა კემმა განაცხადა.

"წითელ ბარონს" გრენობლის ჰოსპიტალში სამშაბათს მეორე ოპერაცია გაუკეთეს, რის შემდეგაც პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

თავის მხრივ, ჰოსპიტლის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, აღარ გამართოს ყოველდღიური პრესკონფერენცია, მასმედიისთვის კი კლინიკის კარი ჩაიკეტა. ამიერიდან ჟურნალისტებს ინფორმაციას მხოლოდ მიხაელის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი ცვლილების შემთხვევაში მიაწოდებენ.

შუმახერის მდგომარეობაზე მისმა ყოფილმა მენეჯერმა ვილი ვებერმა ილაპარაკა:

"მოვლენებზე ზეგავლენას ვეღარ მოვახდენთ და ახლა შეგვიძლია მხოლოდ ვილოცოთ. მუდმივად მაქვს კავშირი მიხაელის მეუღლესთან. სიტუაცია რთულია, მაგრამ მიხაელი - ნამდვილი მებრძოლია და ეჭვი არ მეპარება, რომ ის აუცილებლად მომჯობინდება", - თქვა ვებერმა.

შეგახსენებთ, რომ 29 დეკემბერს, ფრანგულ კურორტ მერიბელში თხილამურებით სრიალისას შუმახერი დაეცა და თავი ქვას დაარტყა. 44 წლის მრბოლელი საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს.

ექიმებმა მიხაელს თავის ტვინის სერიოზული დაზიანება დაუდგინეს და ის ხელოვნურ კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს.

პირველი ოპერაციის შემდეგ გრენობლის ჰოსპიტლის რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილების ხელმძღვანელი აცხადებდა, რომ ლეგენდარული მრბოლელის მდგომარეობა კრიტიკული იყო.

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"არ მგონია, ლუისმა მიხაელის რეკორდის გაუმჯობესება მოახერხოს... მიზეზი?" - ფელიპე მასამ ჰამილტონსა და შუმახერზე ისაუბრა
მიხაელ შუმახერის საჩემპიონო ბოლიდი იყიდება
Auto-bild.ro: მიხაელ შუმახერის სიმაღლე 14 სანტიმეტრით შემცირდა
მიხაელ შუმახერი ქალიშვილმა ასახელა
მიხაელ შუმახერმა, შესაძლოა, მკურნალობა აშშ-ში გააგრძელოს
შუმახერის კარიერაში ყველაზე მტკივნეული გამარჯვების ისტორია