"პარტიკ თისლის" დასჯილი ფორვარდი გარი ფრეიზერი იძულებულია, ვარდისფერ კოლგოტსა და ბალერინას კაბაში გამოწყობილმა ივარჯიშოს
შოტლანდიაში შრომისმოყვარეობას ისევე აფასებენ, როგორც სხვაგან, თუმცა სიზარმაცესა და უპასუხისმგებლობას ცოტა განსხვავებულად ებრძვიან.

ეს ფოტომონტაჟი არ გეგონოთ, შოტლანდიური საფეხბურთო კლუბის, "პარტიკ თისლის" ვარჯიშია. ვარდისფერ კოლგოტსა და ბალერინას კაბაში კი ამ გუნდის 19 წლის ფორვარდი გარი ფრეიზერია გამოწყობილი, რომელიც არც ჰომოსექსუალია და არც ოხუნჯობის ხასიათზე მყოფი. ის მწვრთნელებისგან სამაგალითოდაა დასჯილი!

"ბოლტონიდან" იჯარით აყვანილი გარი ვერაფრით იმკვიდრებს გუნდის ძირითადში ადგილს. შოტლანდიის ჩემპიონატის ამ სეზონში ფორვარდი სულ ოთხჯერ გავიდა მოედანზე. ამას გარდა, ფრეიზერმა "პარტიკის" ახალგაზრდულ გუნდშიც ვერ იყოჩაღა - ერთ-ერთ თამაშში ნერვები ვერ მოთოკა, მეტოქეს სთხლიშა და 9-მატჩიანი დისკვალიფიკაციაც მიიღო...

და აი, ფრეიზერს დისკვალიფიკაციის ვადა "სელტიკთან" 1-ელ იანვარს გასამართი მატჩის წინ გაუვიდა და ძირითად გუნდშიც დააბრუნეს.

მაგრამ თურმე ყველაზე მძიმე სასჯელი წინ ელოდა - ვარჯიშებზე უგულოდ გარჯისთვის მწვრთნელებმა მას ასეთი განაჩენი გამოუტანეს.

giorgi
ბევრი ვარჯიშს ნაღდად კალგოტკის ჩაცმას ამჯობინებს, მაგრამ მერე კალგოტკებით ჩაიცუცქებენ ძმაო და ტრენერს პასუხს მოსთხონენ.
Geo
თუ ასივე არა :)) გედების ტბა გეგონება ამათი ვარჯიში...
vazha
ქეცბას ესე რო დაესაჯა აზრზე ხარ ქართველი "გულშემატკივრები" რას იზავდნენ?
tijana513
აი ესე უნდა დასაჯო ქართველი ფეხბურთელი ვინც არ ივარჯიშებს
kuperi
100 ქართველი ფეხბურთელიდან 95 კალგოტკას მოირგებს.
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა
[VIDEO] გამარჯვებასთან რა ახლოს ვიყავით - "იბერია 1999" "მიალბისთან" ფრეს დასჯერდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...