ლევან კობიაშვილისა და ნიკო შულცის ორი გზა და ერთი მიზანი
ბერლინის "ჰერტას" ოფიციალურმა საიტმა პირველი სტატია 2014 წელს ლევან კობიაშვილს მიუძღვნა. "ორი სამყარო: ქუჩის ფეხბურთი თუ ტალანტების სამჭედლო". ასე ეწოდება სტატიას, რომელიც ჩვენებურსა და "ჰერტას" 20 წლის ტალანტს ნიკო შულცს (ფოტოზე ლევანთან ერთად) ეძვნება.

მათ შორის 16 წელია სხვაობა, ასევე უზარმაზარია სხვაობა ამ ორი ფეხბურთელის პროფესიონალად ჩამოყალიბებამდე გზაზეც. სტატიაც სწორედ ამის შესახებაა. ისინი ახლა ერთად დგანან, თუმცა "ჰერტამდე" ძალიან განსხვავებული გზებით მივიდნენ.

ლევან კობიაშვილი თავისი კარიერის ბოლო წელს თამაშობს "ჰერტაში". ის ყვება თავის პირველ ნაბიჯებზე ფეხბურთში ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოში, გვერდით ზის მასზე 16 წლით უმცროსი შულცი, უსმენს და ყურებს არ უჯერებს.

"ახლა და მაშინ ჩვენთან ფეხბურთელად ჩამოყალიბება იმდენად განსხვავებულია, რომ ერთმანეთის შედარებაც კი არ შეიძლება", - იხსენებს ლევანი, რომელმაც 6 წლის ასაკში დაიწყო ფეხბურთზე სიარული თბილისის გარეუბანში. როცა არ იყო არც კარგი სავარჯიშო მოედნები, არც კარგი ფორმა და ხეირიანი ბუცები: "სასაცილო იყო მაშინ ყველაფერი, ახლა რომ ვუყურებ "ჰერტას" აკადემიის ინფრასტრუქტურას, ვრწმუნდები, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ არაფერი, ეს უნიკალური შესაძლებლობაა".

შულცი 7 წლის ასაკში, 2000 წელს შეუერთდა "ჰერტას" და თავიდანვე უმაღლესი დონის ინფრასტრუქტურაში მოუწია გაზრდა.

"მე მსურდა უფრო ხშირად და უფრო უკეთ მეთამაშა, მოვინდომე და "ჰერტამ" ყველაფერი მომცა", - ამბობს შულცი.

რაც შეეხება კობის ბავშვობის დროინდელ საქართველოს პირობებს:

"ვერც კი წარმომიდგენია, ნახერხზე თამაში როგორ შეიძლება. მგონი ცხოვრებაში ერთხელ ვცადე. ჩვენ განკარგულებაში კი ახლა უახლესი მოედნებია ბალახისა და ხელოვნურსაფარიანი. "ჰერტაში" მართლაც საუკეთესო პირობებია".

ლევან კობიაშვილს წარსულის გახსენება მაინცდამაინც არ ხიბლავს:

"ჩვენ ამდენ ხანს ვარჯიშის საშუალებას ვინ მოგვცემდა, ამიტომაც ვიკრიბებოდით ეზოებში და ხშირად ვთამაშობდით. ეს ხდებოდა სკოლის მერე, ან ყოველ ხელსაყრელ მომენტში. დიახ, ეს "ქუჩის" ფეხბურთია. სწორედ ეს იყო ჩემი საუკეთესო ვარჯიში".

შულცის პირობები კობიაშვილს არც დასიზმრებია, თუმცა ის იბრძოდა, ბევრს შრომობდა:

"მე ყოველთვის არ ვყოფილვარ გამორჩეული ფეხბურთელი. მაგრამ ყოველთვის ძალიან მიზანდასახული და ამბიციური ვიყავი. მე მქონდა მიზანი!" - ეს ხასიათის ის თვისებებია, რომლებიც კობის გერმანულ კარიერაშიც ძალიან გამოადგა.

"იმ პერიოდში ძალიან ბევრს ლაპარაკობდნენ გერმანიაში ახალგაზრდა ტალანტების ხელშეწყობაზე. გერმანიისთვის არცთუ სახარბიელო ევრო 2000-ის მერე კიდევ უფრო მეტი ყურადღება მიექცა ახალგაზრდა გერმანელ ფეხბურთელებს".

კობიაშვილისა და შულცის გზები განსაკუთრებით განსხვავებულია პროფესიულ ფეხბურთში. მიუხედავად ამისა, კობიმ შეძლო და ქუჩის ფეხბურთის პირობებიდან საქართველოს ნაკრების ყველაზე მეტი კეპის მფლობელი გახდა. 300-ზე მეტი მატჩი ითამაშა ბუნდესლიგაში და ორჯერ (2000, 2005) გახდა საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი.

ნიკო შულცმა გაიარა "ჰერტას" ყველა ახალგაზრდული ასაკი, ის ჯერ ახლა იწყებს კარიერას. სულ 40-მდე თამაში აქვს ბუნდესლიგაში და ახლა დაიწყო გერმანიის ახალგაზრდულ ნაკრებში გამოსვლა.

ამ განსხვავებების მიუხედავად, ორივე თანხმდება, რომ მონდომების გარეშე, დისციპლინის გარეშე, ფეხბურთის სიყვარულის გარეშე ფეხბურთელად ვერც ყველაზე საუკეთესო პირობებში ჩამოყალიბდები.

გზა ორი იყო, თუმცა ერთიან მიზანთან კობი და ნიკო მაინც მივიდნენ.

ასევე იხილეთ:

ლევან კობიაშვილი: ნეტა, ვიცოდე, რატომ მათამაშა მწვრთნელმა დაცვის ცენტრში

moxuci
გენაცვალე ლევან! მაგარი კაცი ხარ!
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
სამაგალითო სოლიდარობა: "ჰერტას" ახალგაზრდულმა გუნმა თამაში რასიზმის გამო შეწყვიტა
ბუნდესლიგა. XXIV ტური: "შტუტგარტი" და "ჰერტა" უღიმღამო ფრეს დასჯერდნენ
ბუნდესლიგამ ყველაზე სწრაფი ფეხბურთელები გამოავლინა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
"ჰერტამ" ჯაკას სანაცვლოდ "არსენალს" კარგი თანხა შესთავაზა, ლონდონელები 5 მილიონით მეტს ითხოვენ
"ჰერტა" სუპერკლუბობას ლამობს - ჯაკას, გიოტცეს და დრაქსლერის შეძენას შეეცდება
კშიშტოპ პიონტეკი "ჰერტაში" გადადის - ის უკვე ბერლინშია
სტამბოლში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
საქართველო და სომხეთი ფეხბურთში 2029 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებენ
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
ოფიციალურად: იურგენ კლინსმანი ბუნდესლიგას დაუბრუნდა
Kicker: ნიკო კოვაჩი მომავალი სეზონიდან კვლავ ბუნდესლიგაში იმუშავებს
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე
გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი ყოფილ შეყვარებულს მშობიარობამდე 2 კვირით ადრე ფიზიკურად გაუსწორდა