"აიაჩომ" დევილი მოიშორა
მოდით, რაც კი ლიგა 1-ის კლუბების შემადგენლობასთან დაკავშირებული სიახლე მოხდა, ერთიანად განვიხილოთ. ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი რომ "მონპელიემ" გაჩარხა, ალბათ, იცით. შეგახსენებთ, რომ გასაჭირში მყოფმა გუნდმა "მილანისგან" მბაიე ბაბაქარ ნიანგი ინათხოვრა. თავის დროზე, "კაენის" გამობრძმედილ ფორვარდს, რომელიც 19 დეკემბერს 19 წლის გახდა, "მონპელიეში" 9-ნომრიანი მაისურა მიაბარეს.

ძალიან საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო "მარსელმა", რომელმაც ჯორდან აიუ სეზონის ბოლომდე ათხოვა "სოშოს". არადა, ბოლო დროს ჯორდანს უფრო ხშირად ვხედავდით მარსელელთა ძირითადში. მოკლედ, მონბელიარელთა გადარჩენა ახლა აბედი პელეს უმცროს ვაჟს ევალება.

საინტერესო სიახლე შემოგვთავაზა "ბორდომაც". ჟირონდელებმა პსჟ-ის ყოფილი თავდამსხმელი გიიომ ოარო ჩინეთიდან გამოითხოვეს.

ბოლო-ბოლო აიხდინა საწადელი "მონაკომ" და მახაჩყალის "ანჟის" ლასინა ტრაორე წაჰგვარა. მონტეკარლოელებმა 23 წლის კოტდივუარელ ფორვარდთან ოთხწლინახევრიანი კონტრაქტი გააფორმეს. პარალელურად, "მონაკომ" კარლ მეჯანი ზაფხულამდე დაუთმო "ვალანსიენს", რომელიც ალჟირელი მცველის ჯანის იმედად იქნება. გარდა ამისა, "ვალანსიენმა" მოსკოვის "სპარტაკიდან" ასევე არენდით აიყვანა განელი შემტევი აბდულ მაჯიდ ვარისი.

რუსეთიდან სამშობლოს დაუბრუნდა მისი უძღები შვილი ჯიბრილ სისეც. იგი "ბასტიაში" ჩაირიცხა და კორსიკელთა მეტოქეებს ამიერიდან კიდევ უფრო უნდა ეშინოდეთ.

"ნიცას" 19 წლის მარჯვენა მცველთან, დიაკო ფოფანასთან კონტრაქტი დაუმთავრდა და მის გახანგრძლივებას არ აპირებს. ფეხბურთელი კი, ცხადია, ახალი კლუბის ძიებაშია.

ამასობაში, "აიაჩომ" წარუმატებლობის მიზეზს მიაგნო და ბრენდონ დევილი "ვესტერლოოში" გაანათხოვრა. თუ კორსიკელებს ესეც არ უშველით და ლიგა ორში დაქვეითდებიან, იქ უკვე დევილი გამოადგებათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"საფონოვი მეტს ვერაფერს ისწავლის" - ვარმუზა პსჟ-ის პირველი მეკარის სტატუსზე აზრი გამოთქვა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
საქართველო 5:2 აზერბაიჯანი
მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში შენგელიას "ბარსელონა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
გადაიტანენ თუ არა მუნდიალზე ირანის მატჩებს სხვა ქვეყანაში - მექსიკის პრეზიდენტმა ყველაფერი განმარტა
[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"მონაკოს" ფეხბურთელს გვარ-სახელი გამოუცვლია
ჯიბრილ სისე - დაბრუნება 2 წლის შემდეგ და ჰეთ თრიქი
ლუკა კიკაბიძის გოლს პლუს პასი "ბასტიას" დუბლებში
"მილანმა" ჩემპიონთა ლიგის განაცხადში შეცდომით ვერ შეიყვანა მბაიე ნიანგი
ნიანგმა მასიმილიანო ალეგრის შეურაცხყოფა მიაყენა - ეს ბ***შვილი ალეგრის ბრალია"
ჯიბრილ სისე მატიე ვალბუენას ინტიმური ვიდეოთი აშანტაჟებდა?
საფრანგეთის თასი. 1/8-ფინალი: კანში ნიანგი ჩაყლაპეს
საფრანგეთი. ლიგა 1. XXII ტური: გარდის ჩქაროსნული მატარებელი
37 წლის ჯიბრილ სისე იტალიის სერია D-ს კლუბში ჩაირიცხა
ჯიბრილ სისეს ახალი და საინტერესო ვარცხნილობა აქვს [PHOTO]
მახაჭყალის "ანჟი" ხუხულასავით დაიშალა
ᓚᓣᓙᓐ ᓙᓘᓙᓐᓑᓘᓫᓔ: "ᓑᓐᓡᓢᓘᓐᓨᓘ" ᓫᓘᓠᓘᓗᓐᓓ ᓒᓣᓜᓓᓗᓐᓜ ᓔᓠᓗᓐᓓ ᓕᓕᓐᓠᓯᓘᓨᓝᓑ
"მადონინას" გამოხმაურება: ბედნიერი მიხაილოვიჩი და მსაჯებზე გაბრაზებული მანჩინი
ტრანსფერები. 1-9 იანვარი: ჰონდა, ნაინგოლანი, ტრაორეები...