"სპარტაკი", რომელმაც თერთმეტმატჩიანი მოუგებელი სერია წინა ტურში შეწყვიტა, ბოლო ხანს კარგად ათამაშდა

"სპარტაკი", რომელმაც თერთმეტმატჩიანი მოუგებელი სერია წინა ტურში შეწყვიტა, ბოლო ხანს კარგად ათამაშდა. მართალია, ურიგო გუნდი არც "ბაიაა", მაგრამ ზუგდიდელებს ფინანსური პრობლემები მიეძალათ და შედეგებიც გაუუარესდათ. ელგუჯა ქომეთიანის შეგირდებმა მეხუთე ტურია, ვერ გაიტანეს. პირველი ხიფათი მე-4 წუთზე "ბაიას" კართან შეიქმნა, როდესაც თორნიკე ზარქუასა და მცველების შეუთანხმებლობით კლოვისს უნდა ესარგებლა. "სპარტაკის" შემტევი ლეგიონერი საგოლე მომენტების გაცუდებით გამოირჩა. მართალია, ბევრს მოძრაობდა, სტუმართა მცველებს გამუდმებით აწუხებდა, მაგრამ... მომენტების რეალიზაციით კი ცხინვალელთა მეორე თავდამსხმელმა, ევროპიდან სამშობლოში ახლახან დაბრუნებულმა მიხეილ ბარაბაძემ დაგვამახსოვრა თავი. მას სამჯერ მიეცა გატანის შანსი და ორი მათგანი გოლად აქცია.

"ბაიას" მობურთალთ რომ რიგიანად ეთამაშათ, მოვლენები სხვაგვარად განვითარდებოდა. მე-17 წუთზე ლუკა გუგუჩიამ ზუსტი პასით ირაკლი ეხვაია გაიყვანა სახეირო პოზიციაზე, მაგრამ ვიდრე ის გადამწყვეტ დარტყმას შეასრულებდა, გრიშიკაშვილმა დაასწრო. ერთ წუთში ეხვაიამ მოძებნა დასარტყმელ პოზიციაზე გასული ლევან წურწუმია, თუმცა მანაც დააყოვნა და აქ უკევ ვალერი ბოლქვაძემ იმარჯვა ბურთის გამოტანისას. მანვე, ცხინვალელთაგან ერთ-ერთმა საუკეთესომ, მე-20 წუთზე კლოვისს ჩააწოდა კარის სიახლოვეს, მაგრამ "სპარტაკის" ლეგიონერი თავით თამაშისას ძალიან უხეიროდ გასარჯა. ათ წუთში კლოვისმა ამჯერად ფეხით უშედეგოდ სცადა ბურთის კარში მოთავსება. "ბაია" კი სწრაფი კონტრშეტევებით ცდილობდა ფონს გასვლას, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში ზუგდიდელები ბევრს სცოდავდნენ. გამოუყენებელი მომენტების მიუხედავად, პირველი ტაიმს უგოლოდ მაინც არ ჩაუვლია. 41-ე წუთზე ლევან ჭაფოძის ჩაწოდებულზე გამოსულ "ბაიას" გოლკიპერს ბურთი ხელიდან გაუვარდა, რითაც იქვე მყოფმა ბარაბაძემ ისარგებლა და ანგარიში გახსნა _ 1:0.

შესვენების მერე შეცვლაზე შესულთაგან ზუგდიდელი შოთა ლომია უნდა გამოვარჩიოთ. 55-ე წუთზე სწორედ მისი შორეული დარტყმა ასცდა მცირედით ხარიხას. ცოტა ხანში ლომიასავე ჩაწოდებული ბურთი წურწუმიამ მიწაზე დაუშვებლად გაგზავნა კარისკენ, მაგრამ "სპარტაკი" ხარიხამ გადარჩინა. მალევე დაუღალავი ბოლქვაძის სახიფათო რეიდები ჯერ მარცხენა, ხოლო შემდეგ მარჯვენა ფრთიდან წესების დარღვევით ძლივს აღკვეთეს ზუგდიდელებმა. 75-ე წუთზე ბარაბაძემ თემურ შონია გაიყვანა კარის გასწვრივ დასარტყმელ პოზიციაზე, თუმცა ცხინვალელთა შუახაზელმა ბურთი ისევ ბარაბაძეს ჩააწოდა, მან კი თავით გადაგზავნა ბადეში - 2:0. ამ გოლმა საბოლოოდ გატეხა "ბაია" და ზუგდიდელებმა მოედანზე ერთმანეთის მისამართით ხმამაღალ საყვედურებსაც უმატეს. იმავდროულად "სპარტაკი"კი დინჯად ირჯებოდა სასურველი შედეგის შესანარჩუნებლად. მეკარესთან თითქმის პირისპირ გასულ ბარაბაძეს მესამედაც შეეძლო სტუმართა დამწუხრება, თუმცა მცველთან ბრძოლაში დაშავდა და მოედნიდან გაიყვანეს. ორიოდ წუთში პრესტიჟის გოლის გასატანად გრიშიკაშვილის კარისკენ დაძრულ "ბაიას" უკანა ხაზი მოუშიშვლდა და მეკარესთან პირისპირ გასულ შოთა კაშიასაც შეეძლო სტუმრები დასჯა, მაგრამ ზარქუამ იმარჯვა და დიდი ანგარიშით მოგების საშუალება არ მისცა ცხინვალელებს.

27. 11. გორი ქართლი 200 მაყურებელი

სპარტაკი - ბაია 2:0

1:0. ბარაბაძე (41), 2:0. ბარაბაძე (75. შონიას პასით)

სპარტაკი: ბაია:

4-4-2: 4-5-1:

გრიშიკაშვილი ზარქუა

აქუბარდია კანდელაკი

ბოიომო კვესეიშვილი

ტეტუნაშვილი ლ. აკობია

ლობჟანიძე რ. ონიანი

კაშია რიგვავა

თ. შონია ვართაგავა

ვ. ბოლქვაძე მალიჩავა

ჭაფოძე გუგუჩია

მ. ბარაბაძე წურწუმია

კლოვისი ეხვაია

სპარტაკი

46. ლობჟანიძე - კორსანტია

76. კლოვისი - ნარიმანიძე

80. ბარაბაძე - მამუდოვი

სათადარიგოები: დაუშვილი, ჩალაძე, ალავიძე, კაკაშვილი

ბაია

46. რიგვავა - შ. ლომია

46. ეხვაია - ჩანგელია

74. წურწუმია - კუკავა

სათადარიგოები: ჯომიდავა, სიხარულია, ქვარცხავა, აფაქიძე

გაფრთხილება: მალიჩავა (49), ონიანი (60)

არბიტრი: ლ. სილაგავა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-4 სამგურალი. უხვი გოლი და ორი განსხვავებული ტაიმი
"მანჩესტერ სიტიმ" მაროკოელი ნახევარმცველი 100 მილიონად შეიძინა
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩზე
"დანაშაული" და საჯელი? - ლუის ენრიკემ დემბელე დასასვენებლად გაუშვა
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
"მიფრთხილდით" - მოურინიო ჟურნალისტს სახალხოდ "დაემუქრა"
"ლივერპული" პსჟ-ს დუბლიორების იმედადაა - შეძლებენ ბარკოლას და მბაიეს შეძენას?
[PHOTO] "ლაციოში" მუსოლინის შვილთაშვილის დებიუტი შედგა - ბოლონიას სტადიონი 100 წლის წინ იტალიის ყოფილმა დიქტატორმა გახსნა
გიორგი აბურჯანია კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
ჩემპიონების საყვარელი წიგნები - ის, რასაც გამარჯვება ვერ ასწავლის
მიქაუტაძის "ვილიარეალმა" კანადის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა