შვეიცარიის ქალაქ გშტადში პლაჟბურთის მსოფლიო ტურის ეტაპი მიმდინარეობს. ქალთა ქართულმა გუნდმა საქა-რთველომ...

შვეიცარიის ქალაქ გშტადში პლაჟბურთის მსოფლიო ტურის ეტაპი მიმდინარეობს. ქალთა ქართულმა გუნდმა საქა-რთველომ (კრისტინა სანტანა, ანდრეზა ჩაგასი) კარგად იასპარეზა. ჩვენებმა ჯერ საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლიეს (სადაც პირველ ნომრად განთესეს) და შემდეგ კი - ჯგუფური. მერვედფინალში საქა-რთველო (რეიტინგით 24-ე ტურნირზე) ჩინურ დუეტს (ჰუანი, უე) ხვდებოდა, რომელთა განთესვის ნომერი 30-ე იყო. ჩვენებმა ძალზე დაძაბული მატჩი მოიგეს - 2:1 (18:21, 21:19, 16:14). შეხვედრა ზუსტად საათი გაგრძელდა. შემდეგ ეტაპზე კი ჩვენებს აშკარად არ გაუმართლდა, მათი მეტოქეები პირველ ნომრად განთესილი ბრაზილიელები, ლარისა და ჟულიანა იყვნენ. 34 წუთში საქა-რთველომ 0:2 დათმო (11:21, 17:21).

ვაჟთა გუნდმა გეორ-გიამ (რენატო გომეში, ჟორჟე ტერშეირო) ვერ იყოჩაღა. არადა ჯგუფურ ეტაპზე ჩვენებმა მე-10 ნომრად განთესილი მასპინძლების დამარცხებით დაიწყეს. მეორე მატჩში გეორ-გია მე-7 ნომრად განთესილ პოლონურ დუეტს (ფიალეკი, პრუდელი) შეხვდა და ორ სეტში დამარცხდა - 0:2 (18:21, 20:22). ანგარიშიდანაც კარგად ჩანს, რომ ჩვენებმა ფავორიტებს დიდი ბრძოლა გაუმართეს, შეხვედრა 47 წუთს გაგრძელდა. აი, როგორ დათმო მესამე შეხვედრა ქართულმა დუეტმა, საოცარია - მეტოქე არ იყო ძლიერი, 26-ე ნომრად განთესილი გერმანული დუეტი (ერდმანი, მატისიკი) - 0:2 (18:21, 16:21). ასე დარჩა გეორ-გია პლეი ოფს მიღმა.

კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
ქამბექი და მოგება - საქართველოს ასაკობრივი ნაკრები ევროპირველობაზე ითამაშებს
ბრაზილიური საფრენბურთო გოგონათა კლუბის წევრები დაქორწინდნენ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა