საფრანგეთის ჩემპიონატი. XV ტური: მთავარ გმირებად კი დიდიე დეშამი და მისი "მარსელი" უნდა დავასახელოთ

საფრანგეთის ჩემპიონატის გასული ტურის ერთი მატჩი დიდთოვლობის გამო ჩაიშალა. "ბრესტისა" და "ლანსის" დაპირისპირება შაბათს ამ მიზეზით 30-ე წუთზე შეწყდა და გუნდები იმედოვნებდნენ, რომ დარჩენილ წუთებს მეორე დღეს ითამაშებდნენ, მაგრამ უხვმა ნალექმა ამის საშუალება არც გუშინ მისცა.

ტურის მთავარ გმირებად კი დიდიე დეშამი და მისი "მარსელი" უნდა დავასახელოთ. წარმატებული მოსკოვური ვოიაჟისა და "სპარტაკის" რბევის შემდეგ შემდეგ "ოლიმპიკმა" იგივე "მონპელიესაც" იგივე დღე აყარა და სეზონში პირველად, სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცა. მარსელელებმა თამაშის სადავეები პირველივე წუთებიდან იგდეს ხელთ და ოც წუთში პირველი გოლიც გაიტანეს - ეფექტური დარტყმით ანგარიში ლუჩო გონსალესმა გახსნა. მეორე ბურთი კურიოზული გამოდგა. ბენუა შეირუმ 25 მეტრიდან დაარტყა, ბურთმა რიკოშეტების შედეგად ორჯერ იცვალა მიმართულება და "მონპელიეს" კარში ამგვარად აღმოჩნდა. მეორე ტაიმში კი "ლუჟნიკებზე" გამართული მატჩის გმირებმა, ვალბუენამ და რემიმ ანგარიში გამანადგურებელი გახადეს.

მარსელელთა სიხარული ერთმა სამწუხარო ამბავმა გააუფერულა - ამ შეხვედრაში ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა მათმა ესპანელმა მცველმა სესარ ასპილიკუეტამ და როგორც ამგვარ შემთხვევებში ხდება ხოლმე, დაახლოებით ექვსთვიანი იძულებითი უქმობა მოუწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისთვის სეზონი დასრულებულია.

როგორც ხედავთ, ცხილში საოცარი სიმჭიდროვეა და წინ გაჭრა თეორიულად, ნებისმიერ გუნდს შეუძლია. ცხადია, ეს არ ეხება "არლს", რომელიც უკვე ჩამოყალიბდა გამოკვეთილ აუტსაიდერად და თუ ასე გააგრძელა, სულ მალე დაკარგავს ელიტაში ადგილის შენარჩუნების შანსს.

"მარსელმა" "ლილს" გატანილ-გაშვებული ბურთების უკეთესი სხვაობის წყალობით გაუსწრო. არადა, "ლილმა" "ბორდოსთან" გასვლით მატჩში დაწინაურება მოახერხა, მაგრამ მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება ვეღარ შეძლო.

"მარსელისა" და "მონპელიეს" შეხვედრა სატურნირო თვალსაზრისით იყო ცენტრალური, თორემ ისე რა თქმა უნდა, არანაკლებ დიდ ინტერესს "ლიონისა" და პსჟ-ის დაპირისპირება იწვევდა. გამარჯვების შემთხვევაში, პარიზელები ერთპიროვნულად გალიდერდებოდნენ. თავის მხრივ, სამი ქულა "ლიონსაც" თანალიდერად აქცევდა. პირველი ტაიმი არცთუ თვალსასეირო გამოდგა, შესვენების შემდეგ კი კარგი სანახაობა გაჩაღდა და გამარჯვება ორივე გუნდს შეეძლო. მოგებასთან პსჟ უფრო ახლოს იყო, მაგრამ მატჩის ძირითადი დროის ამოწურვამდე სამიოდე წუთით ადრე ბაფეტიმბი გომისმა გაიტანა და ცხრილის სათავეში "მარსელი" დატოვა.

საფრანგეთის ჩემპიონატი. XV ტური

ბრესტი-ლანსი შეწყდა

ლორიენი-ლილი 2:0

გოლები: 1:0 რომაო (61), 2:0 მორელი (86)

მარსელი-მონპელიე 4:0

გოლები: 1:0 ლ. გონსალესი (20), 2:0 ბენ. შეირუ (28), 3:0 ვალბუენა (65), 4:0 რემი (90)

მონაკო-ნიცა 1:1

გოლები: 1:0 პარკი (76. პენ.), 1:0 მულუნგი (85)

გაძევება: დიაკიტე (25. ნიცა)

ნანსი-სენტ ეტიენი 1:1

გოლები: 0:1 პერენი (51), 1:1 ვაირუა (68)

ვალენსიენი-არლი 3:0

გოლები: 1:0 გ. პუიოლი (20), 2:0 კ. სანჩესი (78), 3:0 დანიჩი (83)

ბორდო-ლილი 1:1

გოლები: 0:1 სოუ (35), 1:1 რემი (51. ს.კ.)

ოსერი-ტულუზი 1:2

გოლები: 0:1 ბრაატენი (8), 0:2 სანტანდერი (35), 1:2 ა. ტრაორე (56)

კაენი-სოშო 0:3

გოლები: 0:1 პერკისი (40), 0:2 იდეიე (50), 0:3 მორის-ბელი (63)

ლიონი-პსჟ 2:2

გოლები: 1:0 ა. სისოხო (54), 1:1 ნენე (63), 1:2 ჰორო (83. პენ.), 2:2 გომისი (87)

გაძევება: სისოხო (81. ლიონი)

1. მარსელი 14 7 4 3 25-14 25

2. ლილი 15 6 7 2 25-17 25

3. პსჟ 15 6 6 3 23-15 24

4. მონპელიე 15 7 3 5 13-16 24

5. რენი 14 6 5 3 16-11 23

6. ბორდო 15 6 5 4 19-16 23

7. ლიონი 15 6 5 4 20-18 23

8. ბრესტი 14 6 4 4 14-10 22

9. სოშო 15 6 3 6 25-18 21

10. ლორიენი 15 6 3 6 16-15 21

11. ტულუზი 15 6 3 6 16-16 21

12. სენტ ეტიენი 14 5 5 4 18-16 20

13. ოსერი 15 4 7 4 21-18 19

14. ვალენსიენი 14 4 6 4 16-14 18

15. ნანსი 15 5 3 7 17-25 18

16. ნიცა 15 4 5 6 12-17 17

17. მონაკო 15 2 9 4 15-14 15

18. კაენი 15 3 5 7 16-25 14

19. ლანსი 14 3 5 6 13-22 14

20. არლი 15 1 3 11 9-32 6

ბომბარდირები: ელ არაბი (კაენი), სოუ (ლილი) - 10, პაიე (სენტ ეტიენი), ნენე (პსჟ) - 8.

"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
რაფინიას შეცვლის - რამდენად რეალურია ბარკოლას "ბარსელონაში" გადასვლა?
"ყველა სამართლიანად გვაკრიტიკებს" - გიულერი აშშ-სთან გამარჯვების შემდეგ
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს