”ბიჭებისთვის მითქვამს, თბილისის "დინამოში" რვა რუსი რომ ჩამოიყვანონ, ბევრ ქართველს ხომ არ ესიამოვნება-მეთქი”

ომარ თეთრაძემ რუსულ პრემიერლიგაში მეორე გუნდი გადაიყვანა: გასულ წელს მახაჩყალის "ანჟი", წლეულს კი ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგა". თეთრაძე საქართველოშია გაზრდილი, მისი ხელმძღვანელობით "ანჟიში" რვა ქართველი თამაშობდა, "ვოლგაში" კი ედიკ საჯაია, გიორგი ნავალოვსკი, გოჩა ხოჯავა და ოთარ მარცვალაძე არიან. ახალი სეზონიდან ოთხეულს გოგიტა გოგუა და მათე ვაწაძეც შეუერთდებიან - აქედან გამომდინარე, თეთრაძესთან საუბარი საინტერესო იყო.

- უპირველესად, რუსულ პრემიერლიგაში გადასვლას გილოცავთ. "ანჟიში" მომხდარიდან გამომდინარე, კითხვა იბადება, დარჩებით "ვოლგაში", თუ იქაც გაურკვევლობაა?

- დიახ ვრჩები. სხვათა შორის, "ანჟიში" პრობლემების მოგვარება შესაძლებელი იყო, მაგრამ წამოსვლა ვამჯობინე. ეს ჩემთვისაც უკეთესი იქნებოდა და კლუბისთვისაც, წყენაც არ დამრჩენია, კლუბის პრეზიდენტთან დღემდე მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს.

რაც შეეხება "ვოლგას", მიზანი უმაღლეს ლიგაში გადასვლა იყო. იქ წასვლამდე მარცვალაძისა და საჯაიას აზრით დავინტერესდი, რომლებიც უკვე ნიჟნიში თამაშობდნენ. "ვოლგა" ამის შემდეგ ჩავიბარე. რა თქმა უნდა, კარგად მესმოდა, რომ შესაძლო ჩავარდნისთვის პასუხი მომეთხოვებოდა. იმ დროისთვის რვა ტური იყო ჩატარებული და პრემიერლიგაში გადასვლის შანსი თითქმის არ ჩანდა. მიუხედავად ამისა, მე მაინც გავრისკე, რადან გუნდის შესაძლებლობებში დარწმუნებული ვიყავი. წარმატება კი ბიჭების, კლუბის პრეზიდენტისა და გუბერნიის დამსახურებაა. სერიოზული მხარდაჭერა და პირობები გვქონდა, ძლიერი შემადგენლობა შევკრიბეთ და ერთად-ერთი პრობლემა შედეგის ჩვენება იყო. კარგი თამაშებიც გვქონდა და ჩავარდნებიც, მაგრამ მიზანს მაინც მივაღწიეთ.

- ამ ყველაფრის მიუხედავად, რუსულ მედიაში "ვოლგას" საეჭვო თამაშებზე წერდნენ.

- გამარჯვებულს შავ პიარს ყოველთვის უგორობენ. გაიხსენეთ, რას წერდნენ, როდესაც საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში ორი ქართული გუნდი გადავიდა, თითქოს თამაშებს მანდარინითა და ღვინით ვყიდულობდით. ასე რომ, ჭორების გავრცელებით სახელის გატეხვის მცდელობა არ მიკვირს. ჩვენი კონკურენტების სურვილი იყო, თავიანთი წარუმატებლობა ჩვენი "ჩაწყობილი თამაშებით" აეხსნათ საკუთარი პატრონებისთვის. მათ ჩვენზე ზემოქმედება სურდათ და პროპაგანდისტული მანქანა აამუშავეს. შავი პიარის შედეგს ვგრძნობდით, რაც ბიჭებზე ცუდად მოქმედებდა. ხშირად გვიწევდა ბიჭების დაწყნარება, ამ ყველაფრისთვის ყურდაღება რომ არ მიექციათ.

- ახლა კონკრეტულ საკითხებზე. ოთარ მარცვალაძე "ანჟიდან" იჯარით დაიმატეთ და მისი საქმე როგორ იქნება?

- ოთარი "ვოლგას" ფეხბურთელი გახდება. ის "ვოლგაში" "ანჟიდან" იჯარით ჯერ კიდევ ჩემი მთავარი მწვრთნელობის დროს გავუშვი. კონტრაქტში კი მითითებულია, რომ პრემიერლიგაში გადასვლის შემთხვევაში "ვოლგა" მარცვალაძეს გამოისყიდდა და ასეც იქნება.

- გოგიტა გოგუაც "ვოლგას" ფეხბურთელი გახდა.

- დიახ, გოგუასთან პირობები შევათანხმეთ და სამწლიანი კონტრაქტი გავაფორმეთ, ისევე, როგორც მათე ვაწაძესთან, რომელმაც ასევე სამწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. "დინამო"-"სიონის" მატჩსაც დავესწარი, მათეს თამაში რომ მენახა. თუმცა მას ისედაც ვიცნობდი.

- "ვოლგაში" კიდევ ვინმეს დამატებას აპირებთ?

- "ქართულ საკითხს" უკვე იმდენჯერ წავაწყდი, მათ შორის "ანჟიშიც", რომ აღარ მინდა, სალაპარაკო გავხადო.

- პრობლემა სავიზო საკითხების მოუგვარებლობაა თუ გულშემატკივრის დამოკიდებულება?

- ვიზების გარდა მთავარი მახაჩყალაში ქართველთა სიმრავლე იყო - რვა ფეხბურთელი პლუს სპორტული დირექტორი მამუკა ჯუღელი და მთავარი მწვრთნელიც აქაურები არ ვიყავით?! ამის გამო სირთულეებს ხშირად ვაწყდებოდით. ამიტომ ბიჭებს ვეუბნებოდი, რომ სხვებთან შედარებით მეტი მონდომებით ეთამაშათ, ვინმეს სალაპარაკო რომ არ მისცემოდა.

- მოგების შემდეგ ზოგჯერ ამდენი ქართველი მოედანზე საქართველოს დროშით გავარდებოდა ხოლმე და რუსეთში ეს არ ესიამოვნებოდათ.

- ასეთი შემთხვევები იყო. თუმცა მახაჩყალასა და ნიჟნი ნოვგოროდში გულშემატკივარმა ძალიან თბილად მიგვიღო. ინტრიგანი ყველგანაა და ნაციონალური შუღლის გაღვივებს ცდილობდნენ, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ფეხბურთელი რა ეროვნებისაა, მთავარი მისი კლასია. ქართველები ყველგან მომყვებოდნენ, რუსებს კი პერიფერიებში თამაში არ ეხალისებოდათ. ქართველთა სიმრავლის მიზეზით დაინტერესებულ ჟურნალისტებსა თუ გულშემატკივრებს ამას ვპასუხობდი. ბიჭებისთვის ხშირად მითქვამს, თბილისის "დინამოში" რვა რუსი რომ ჩამოიყვანონ, ბევრ ქართველს ხომ არ ესიამოვნება-მეთქი...

უცხოელთა სიმრავლე ნებისმიერი კლუბის გულშემატკივარს აღიზიანებს და მათ გულებს განსაკუთრებული მონდომებით თუ მოიგებ. ამის თაობაზე ჟურნალისტები რომ მომმართავდნენ, კითხვას ვუბრუნებდი -ვთანხმდებოდით, რომ ხოჯავა, ნავალოვსკი, საჯაიაც და მარცვალაძე საჭირო ფეხბურთელები იყვნენ. მოკლედ, ყველა კარგია და რომელი გავუშვა-მეთქი? პასუხი არ ჰქონდათ და, მაშინ რა საჭიროა ეს კითხვა, თუ დასატოვებლები არიან-მეთქი? ამიტომ ვამბობ, რომ ამ აჟიოტაჟის ინიციატორები ბუნებით ინტრიგანი ადამიანები იყვნენ.

- ქართველი ფეხბურთელები პრემიერლიგაში ითამაშებენ თუ შარშანდელივით ახალი კლუბის ძიება მოუწევთ?

- გასული სეზონის შემადგენლობის 80 პროცენტს 4 იანვარს ანთალიაში შეკრებაზე წავიყვანთ, მათ შორის ქართველებსაც და შეკრებაზე გამოჩნდება, დარჩენას ვინ დაიმსახურებს. შანსს ყველას მივცემ. მხოლოდ ქართველობის გამო არავის დავტოვებ, პრემიერლიგაში ეროვნება კი არა, კლასი მჭირდება. ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთი მოვატყუოთ, მაგრამ ფეხბურთს ვერ მოვატყუებთ.

- თბილისის "დინამოში" შექმნილ ვითარებას იცნობთ?

- დიახ, მითხრეს და გული მწყდება, ასეთ სახელოვან კლუბს ფინანსურად რომ გაუჭირდა.

- კარგად იცნობთ რუსულ საფეხბურთო წრეებს, მათ გემოვნებასა და სურვილებს და თქვენი აზრით, "დინამოს" შესყიდვით რუსი ბიზნესმენები დაინტერესდებიან?

- მიჭირს იმის თქმაც, რუსები "დინამოთი" დაინტერესდებიან თუ არა. ამ შემთხვევაში მთავარია, ეროვნული პირველობის მიმართ როგორი დამოკიდებულება აქვთ ფეხბურთის ფედერაციას და ქვეყნის ხელისუფლებას.

გულახდილად გეტყვით, რომ საქართველოში ბევრი პრობლემაა. რამდენიმე დღით ჩამოვედი და "დინამო"-"სიონის" მატჩს დავესწარი. ცხადია, ვაწაძეზე დაკვირვებაც მსურდა, რომელიც "ვოლგაში" ავიყვანე. გუნდები ისეთ მოედანზე თამაშობდნენ, სადაც ფეხბურთის ჩვენება შეუძლებელია, მოთამაშეები წვალობდნენ. კლუბის მეპატრონის ძებნა ასეთი პრობლემების მოგვარებით უნდა დაიწყოს. ფულს არავინ დააბანდებს, თუ მიმზიდველი საფეხბურთო გარემო არაა. მთავარია, კლუბს სად და რისთვის ყიდულობ, დღეს კი საქართველოს პირველობა სავალალო მდგომარეობაშია და შესაძლოა, კლუბის ყიდვა მიმზიდველი არც იყოს. თუმცა მაინც მიჭირს დაჯერება, რომ "დინამოს" არავინ გამოუჩნდება.

- ციმბირში, მაგალითად უკეთესი მოედნებია?

- ბევრად უკეთესი მოედნებია, მაგრამ ციმბირთან შედარება როგორ შეიძლება, როდესაც საქართველო სამხრეთში მდებარეობს და მოედნების მოვლა ადვილია. ამ მოედნებზე მომავალი ვარსკვლავები როგორ უნდა გაიზარდონ? არადა, ეს საფეხბურთო ქვეყანაა. ისტორია გავიხსენოთ, აქ უამრავი ვარსკვლავი თამაშობდა, მაგრამ წარსულის დიდებიდან არაფერი დაგვრჩა. ამიტომ ყველაფერი ნულიდანაა დასაწყები, იმავე მოედნებისა ად სტადიონების კეთილმოწყობით. ფეხბურთელმა თამაშით სიამოვნება უნდა მიიღოს. მე კი ვერ გავარკვიე, რომელი გუნდს რისი უნარი შესწვდა. ასეთ მოედანზე ფეხბურთელების უპირველესი ამოცანა ბურთის კარგად დამუშავებაა, ლამაზ ფეხბურთს კი ვერ აჩვენებს.

mm
რა ლევან ჯანეზაშვილი, ავტორის გვარი სწორად მიაწერეთ
[VIDEO] ზივზივაძის 33 წუთი და "ჰაიდენჰაიმის" 0:6 "ბაიერთან"
[VIDEO] გოლი 97-ე წუთზე - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგი" "დორტმუნდს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] კვერნაძის საგოლე პასი - "ფროზინონემ" გალიდერების შანსი დაკარგა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა
კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო
მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა
მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს
[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....
18 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] თბილისის "დინამომ" ლუკა ლაცაბიძის სადებიუტო გოლით გაიმარჯვა
16-წლამდე ვაჟთა ნაკრები მოლდოვას დაუპირისპირდება
დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა
"ბორჯღალოსნები" | ქოქრილმა "არწივებისთვის" 23 შეარჩია
"ვილი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და მომავალშიც იქნება" - სანიოლის და იაშვილის პრესკონფერენცია
საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა
"ჯიუტად აგრძელებენ იმას, რაც წარუმატებლობისთვის განწირულია" - გულიტმა "ბარსელონას" შესახებ ისაუბრა
"ძალიან სასიამოვნო გრძობაა, როცა ოცნება ხდება" - იური ტაბატაძე
მბაპეს აღარ შეეცილებიან - "რეალში" პენალტების შემსრულებელი ფრანგი იქნება