ლუკას ჰუფნაგელის მეგობარი ლუკა ჩხაიძე საქართველოს მოქალაქეობასა და ნაკრებში მოხვედრას შენატრის

ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში საქართველოს ნაკრების ღირსება ლუკას ჰუფნაგელმა დაიცვა და ჩვენი გუნდის შემადგენლობაში ერთერთი გამორჩეულიც იყო. ქართველმა გულშემატკივარმა იგი უკვე კარგად გაიცნო, თუმცა მაინც შეგახსენებთ, რომ ჰუფნაგელი დედით ქართველია, მიუნხენის ”ბაიერნის" აღზრდილია და ახლაც მის 17-წლამდელთა გუნდში თამაშობს.

ამავე ასაკში და ამავე ქალაქში კიდევ ერთი ისეთი ფეხბურთელი ცხოვრობს, რომელიც დღემდე მიიჩნევა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების კანდიდატად. ლაპარაკია ”მიუნხენ 1860"-ის წევრ ლუკა ჩხაიძეზე, რომელსაც, მართალია, საქართველოში არასდროს უცხოვრია და მოქალაქეობაც გერმანიისა აქვს, მაგრამ მთელი გულით უნდა საქართველოს ღირსების დაცვა. ლუკამ კობა ჟორჟიკაშვილის გუნდის შემადგენლობაში ამხანაგურ მატჩებში ითამაშა და კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა, მაგრამ, ჰუფნაგელისგან განსხვავებით, მისთვის ქართული პასპორტის აღება აქამდე ვერ მოხერხდა და ჩვენი ნაკრების ოფიციალურმა შეხვედრებმაც ჩხაიძის გარეშე ჩაიარა.

”ლელოსთან" საუბარში ლუკამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი და იმედი გამოთქვა, რომ გაისად გაზაფხულზე გასამართ ელიტრაუნდამდე საქართველოს მოქალაქეობას მიიღებს. ”იურიდიულ დეტალებში ვერ ვერკვევი, მაგრამ ზოგადად ვიცი, რომ ამ საკითხზე მუშაობა გრძელდება და სულაც არაა გამორიცხული, ქართული პასპორტი ელიტრაუნდამდე გადმომცენ. ამ საკითხს კი ის ართულებს, რომ, მართალია, დედაც ქართველი მყავს და მამაც, მაგრამ ორივე გერმანიის მოქალაქეა", - გვითხრა ჩხაიძემ.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში თამაშის სურვილი კი მას უდიდესი აქვს: ”როგორ არ უნდა მქონდეს?! მე ხომ ქართველი ვარ იმის მიუხედავად, რომ ქართულად ლაპარაკი მიჭირს. ვერ წარმოიდგენთ, როგორ მინდა საქართველოს ნაკრების მაისურით თამაში და ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ ეს პატივი მხვდა წილად. ქართული პასპორტის მიღების შემთხვევაშიც კი დიდი შრომა დამჭირდება იმისთვის, რომ ნაკრების ძირითად შემადგენლობაში მოვხვდე. მერე რა, რომ გერმანიაში ვთამაშობ. საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია და იქ კონკურენცია ყველა რგოლში ძალიან მაღალია".

ჩხაიძე და ჰუფნაგელი ახლო მეგობრები არიან. ლუკასმა ლუკას თბილისში ჩატარებული შესარჩევი ტურნირის შესახებაც გაუზიარა შთაბეჭდილებები: ”ლუკასმა თბილისური ამბები დეტალურად მომითხრო. აღფრთოვანებულია იმ ატმოსფეროთი, სტადიონზე რომ იყო. საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია და ჯგუფიდან დამაჯერებლად გავიდა, ამაში კი გულშემატკივრებმა დიდი როლი ითამაშეს. ჰუფნაგელი სასიამოვნოდ გაოცდა იმ სითბოთი და სიყვარულით, რაც მის მიმართ ქომაგებმა და თანაგუნდელებმა გამოიჩინეს".

ჩხაიძემ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში სომხეთში გამართულ შეხვედრებში ითამაშა, სადაც თავდასხმაში გაამწესეს. როგორც გავიგეთ, ლუკა ”მიუნხენში" უფრო ხშირად სხვა პოზიციაზე თამაშობს: ”უმეტესად შემტევი ნახევარმცველი ვარ ხოლმე, მაგრამ დროდადრო მეორე ფორვარდის ფუნქციებსაც ვასრულებ. ოღონდ ქართული პასპორტი ავიღო და ვითამაშებ იმ პოზიციაზე, რომელიც საქართველოს ნაკრებს დასჭირდება".

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა