ნიკა ძალამიძემ ვარჯიში განაახლა
პოლონურმა "სპორტმა" სასიხარულო ამბავი გვამცნო - როგორც იქნა, ტრავმა მოირჩინა "იაგელონიას" 22 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ნიკა ძალამიძემ და ბურთთან ერთად ვარჯიში განაახლა.

ძალამიძე მუხლის მძიმე ტრავმისა და ხანგრძლივი პაუზის მერე სექტემბერში დაბრუნდა, მაგრამ 4 ნოემბერს, "პიასტთან" მატჩში ისევ სერიოზულად დაშავდა და მას მერე არ უთამაშია.

"სპორტის" ინფორმაციით, ნიკასთან ერთად ვარჯიში განაახლა ჯონათან შტრაუსმაც. ისინი ჯერჯერობით ინდივიდუალურად ემზადებიან, თუმცა ბურთთან ერთადაც ვარჯიშობენ.

"შტრაუსს ერთი გამოკვლევა კიდევ ელის. ძალამიძის გამოჯანმრთელება ნელ-ნელა, მაგრამ გეგმის მიხედვით მიდის. ორივე მათგანი ჩვენთან ერთად იქნება ვლადისლავის ბაზაზე", - განაცხადა "იაგელონიას" თავკაცმა პიოტრ სტოკოვიეცმა.

"თავს უკეთ ვგრძნობ, მიუხედავად იმისა, რომ ტკივილი ჯერ არ გამქრალა. ამ დღეებში გუნდთან ერთად ვერ ვივარჯიშებ, მაგრამ ინდივიდუალურად მოვემზადები. თუმცა იმედი მაქვს, რომ თურქულ შეკრებაზე უკვე სრულფასოვნად ვივარჯიშებ და ვითამაშებ ამხანაგურებში.

შარშანდელი წელი საშინელი იყო ჩემთვის, ძალიან დიდხანს ვერ ვთამაშობდი. იმედია, ამ ახალ წელს ყველაფერი სხვანაირად იქნება", - განაცხადა ძალამიძემ.

"იაგელონია" პოლონურ ექსტრაკლასაში 29 ქულით მე-9 ადგილზეა. გუნდი ჩემპიონატს 16 თებერვალს განაახლებს. შეგახსენებთ, ნიკა ძალამიძის გარდა, გუნდში მცველი გიორგი ფოფხაძეცაა.

ასევე იხილეთ:

მაცეი მურავსკი: ნიკა ძალამიძეს შეუძლია, შეცვალოს "იაგელონიას" შემტევი პოტენციალი

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი მალტაში - ბათუმის "დინამოს" ექსფეხბურთელის მოლოდინში
დანებება არ იქნება! გორის "დილაში" კიდევ ერთ ბრაზილიელს ელოდებიან
ნიკა ძალამიძემ "დინამო თბილისი" დატოვა
ქართველი თავისუფალი აგენტები და ჩემპიონატები სადაც სატრანსფერო ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა
სასიხარულო ამბავი - გიორგი ფოფხაძე ვარჯიშს მალე დაიწყებს
გიორგი ფოფხაძე: ქართული ფეხბურთი არაპროფესიონალების ხელშია!
გიორგი ფოფხაძე "კიზილ ჟარში" გააგრძელებს კარიერას
ქართველები ევროპის მიღმა: ჩაალაგეთ ბარგი, ყაზახეთში მივდივართ!
კახა კაჭარავა: "ჩიხურასთან" ადვილი თამაში არ გველის
"მწვრთნელმა მითხრა, რომ მხოლოდ პრეზიდენტის არჩევანი ვიყავი" - ნიკა ძალამიძე კარიერულ სირთულეებზე
ნიკა ძალამიძე "ბალტიკადან" "რუსთავში" გადავიდა
შოთა გრიგალაშვილი ყაზახეთის პირველ ლიგაში გადაცემებით გამოარჩიეს