პოლიციას ახალი არ უთქვამს
საფრანგეთის კურორტ ალბერვილის პროკურორმა პატრიკ კინსიმ პრესკონფერენცია გამართა მიხაელ შუმახერის ინციდენტთან დაკავშირებით, თუმცა ჟურნალისტებს სამართალდამცავისგან ახალი არაფერი შეუტყვიათ.

კინსის განცხადებით, მიხაელ შუმახერის ტრაგედიის გამოძიება ადასტურებს მომხდარის პირველად ვერსიას. პროკურორმა დაადასტურა, რომ გერმანელის სათხილამურო ტრასაზე ყოფნის მომენტში, უსაფრთხოების ყველა ზომა იყო დაცული.

"ჩვენი გამოძიება წინ მიიწევს, - ამბობს კინსი. - გამოვკითხეთ მოწმეები და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, ჩავატარეთ უამრავი ტესტი და ჩვენს ხელთ არსებული მასალების ექსპერტიზა. შევისწავლეთ შუმახერის ჩაფხუტზე დამონტაჟებული კამერით გადაღებული კადრები, მაგრამ ჯერ კიდევ რამდენიმე ღონისძიებაა ჩასატარებელი.

ჩვენ მოწოდებული ფირის თითოეულ კადრს შევისწავლით, რათა განვსაზღვროთ დაცემის გარემოება და სიჩქარე, რომლითაც შუმახერი გადაადგილდებოდა. დადგენილია, რომ მიხაელი ძირითადი ტრასის მიღმა იმყოფებოდა. ტრასასთან დაცილება სამიდან ექვს მეტრამდე იყო. რაღაც მომენტში, მისი თხილამურები თოვლისგან დაფარულ ქვას დაეჯახა, მიხაელმა წონასწორობა დაკარგა, თავით წინ გადავარდა და სამი მეტრით ქვემოთ მდებარე ქვას თავი დაარტყა. ინციდენტი ტრასიდან რვა მეტრის მოშორებით მოხდა. ეს ყველაფერი დადასტურებულია გამოძიების მიერ.

მაგრამ ჯერჯერობით რთულია იფიქრო სიჩქარეზე, რომლითაც დაზარალებული მოძრაობდა. წესით, ტემპი მაღალი არ უნდა ყოფილიყო. შუმახერის თხილამურები ბრწყინვალე მდგომარეობაში იყო, თითქმის ახალი ინვენტარი ჰქონდა. ასე რომ, ეს არ ყოფილა ავარიის მიზეზი. მათზე შეინიშნება ქვაზე დაჯახების კვალი. სულ მალე მომხდარის უფრო მკაფიო სურათი გვექნება".

გარდა ამისა, პროკურორმა დაამატა, რომ ის ადგილი, სადაც შუმახერმა გადაუხვია, მონიშნული იყო, როგორც მიზანშეუწონელი სრიალისთვის. კინსიმ ჟურნალისტების რამდენიმე შეკითხვას თავი აარიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
"არ მგონია, ლუისმა მიხაელის რეკორდის გაუმჯობესება მოახერხოს... მიზეზი?" - ფელიპე მასამ ჰამილტონსა და შუმახერზე ისაუბრა
მიხაელ შუმახერის საჩემპიონო ბოლიდი იყიდება
Auto-bild.ro: მიხაელ შუმახერის სიმაღლე 14 სანტიმეტრით შემცირდა
მიხაელ შუმახერი ქალიშვილმა ასახელა
მიხაელ შუმახერმა, შესაძლოა, მკურნალობა აშშ-ში გააგრძელოს
შუმახერის კარიერაში ყველაზე მტკივნეული გამარჯვების ისტორია