კლუბის ყოფილი სპორტული დირექტორი ლევან მიქაბერიძე "შსს აკადემიაში" მომხდარ ცვლილებებზე საუბრობს
სეზონის დასაწყისიდან დღემდე "შსს აკადემიაში" არაერთი ცვლილება განხორციელდა.

ნოემბერში შეიცვალა მთავარი მწვრთნელი, დეკემბერში გაათავისუფლეს გუნდის დამფუძნებელი და სპორტული დირექტორი და მენეჯერი, იანვარში "შსს აკადემიაში" უცხოელიც გამოჩნდა.

გავესაუბრეთ ყოფილ სპორტულ დირექტორ ლევან მიქაბერიძეს, რომელმაც შესავლად აი, რა გვითხრა:

- სამწუხაროდ, 2013 წლის დეკემბერში გუნდს შეურაცხმყოფელი ფორმით, შრომის კანონის დარღვევით ჩამოგვაცილეს მე, მენეჯერი მამუკა გოგლიძე, მწვრთნელები ზურაბ სამხარაძე და ნინო ყიფშიძე. მანამდე კი, პრაქტიკულად, გამოუვალი მდგომარეობის გამო "შსს აკადემია" დატოვა მთავარმა მწვრთნელმა დრაგან პეტრიჩევიჩმა.

- იქნებ კონკრეტულად გვითხრათ, რა მოხდა?

- ვიდრე დეკემბრამდე მივიდოდეთ, გავიხსენებ, რომ ხუთი წელიწადია გუნდს ვაშენებთ, დავიწყეთ პირველი საფეხურიდან, წლიდან წლამდე ვუმჯობესდებოდით და გასულ სეზონში, 26 მაისს "შსს აკადემიამ" საქართველოს ჩემპიონისთვის განკუთვნილი ტიტული მოიპოვა. 31 მაისს შსს-ს მაშინდელმა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წვეულებაზე მიგვიწვია, რაც თავისთავად ჩვენი შრომის დაფასება იყო. მინისტრმა სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადა და დაგვავალა, რომ მომავალი (2013-14 წლების) სეზონისთვის გვებრძოლა ტიტულის შენარჩუნებისთვის, ვყოფილიყავით მოწინავე პოზიციებზე და ხელი შეგვეწყო ბავშვთა კალათბურთის განვითარებისთვის. შეგახსენებთ, რომ "შსს აკადემიას" შარშან სამ ასაკობრივ ჩემპიონატში ჰყავდა გუნდი, კადეტებში კი ჩემპიონები გავხდით.

- რა ნაბიჯები გადაიდგა გუნდის შესანარჩუნებლად?

- ამ დავალებიდან გამომდინარე, მე, როგორც სპორტულმა დირექტორმა საჭიროდ მივიჩნიე, კვლავ უცხოელი მწვრთნელი მოგვეწვია, რომელიც თანამედროვე ხედვითაც იმუშავებდა და ჩვენს მწვრთნელ-კალათბურთელებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებდა. მწვრთნელებმა - არჩილ ჟღენტმა, გიორგი ნიკოლაძემ და დავით არეშიძემ გიორგიოს კეცელიდისთან მუშაობით ფასდაუდებელი გამოცდილება მიიღეს.

- რატომ ჩამოიყვანეთ ახალი მწვრთნელი და არ დატოვეთ კეცელიდისი?

- იგი ჩემი ახლო მეგობარია და დიდ პატივს ვცემ. დიდი მოცულობის სამუშაო შეასრულა გუნდის შენების საქმეში. თუმცა მისი დონე მოითხოვდა სხვა სიმაღლეებს - ევროსარბიელზე გუნდის გაყვანას. ევროჩელენჯზე თამაში ჩემი ოცნებაა, მაგრამ საღ აზრს ვერ დავკარგავდით, საერთაშორისო სარბიელზე გასვლა დიდ ხარჯს მოითხოვს. ლაპარაკია რამდენიმე მილიონზე. ამიტომ გადავწყვიტეთ, კეცელიდისის გარეშე გვებრძოლა საქართველოში შარშანდელი შედეგის გამეორებისთვის, საამისოდ საჭირო მინიმალური ბიუჯეტით.

- თუმცა მიმდინარე სეზონში გაცილებით ახალგაზრდული შემადგენლობით ითამაშეთ, რაც თავისთავად ცხადყოფდა, რომ თუნდაც ფინალში გასვლა ძალიან რთული იქნებოდა.

- ივნისიდან მოყოლებული, ბევრ ტექნიკურ პრობლემას წავაწყდით კლუბის პრეზიდენტ ზაალ კაპანაძისგან. იგი შარშანაც გუნდში მუშაობდა და ძირითადად, ფინანსურ მხარეს კურირებდა.

21 ივნისს ხელშეკრულება გავაფორმეთ სერბ სპეციალისტ დრაგან პეტრიჩევიჩთან, რომელთან ერთადაც გარკვეული მონახაზი შევადგინეთ სელექციასთან დაკავშირებით. თუმცა გამოგვიცხადეს, რომ 2013-14 წლების სეზონში ჩვენ, ისევე, როგორც სხვა ქართულ კლუბებს, არ უნდა გვყოლოდა ლეგიონერები.

შესაბამისად, ჩვენი ბიუჯეტი რამდენიმე ასეული ათასით შემცირდებოდა. ვეჭვობ, რომ ეს გარკვეულ დონეზე გადაწყდა და მინისტრთან შეთანხმებული არ უნდა ყოფილიყო, რადგან ჩვენ დავალებული გვქონდა კარგი გუნდის გაკეთება.

იმედს ვიტოვებთ, მინისტრი დაინტერესდება ამ ფაქტით და რეაგირებას მოახდენს. გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, რამაც გამოიწვია დროის დაკარგვა - სასელექციო პერიოდის დიდი ნაწილი გაგვიცდა და არათუ უცხოელებთან, ქართველებთან ხელშეკრულებების გაფორმების შანსიც დაიკარგა.

ზოგიერთის გვარსაც დავასახელებ: ლაშა გამყრელიძე, გიორგი შარაბიძე, სერგო ათუაშვილი... რადგან ლეგიონერების გარეშე უნდა გვეთამაშა, აუცილებელი იყო გამოცდილი ქართველების დამატება, რაც ვერ მოვახერხეთ.

- ახალი მწვრთნელი, დრაგან პეტრიჩევიჩი როგორ შეხვდა ამ ამბავს?

- ეს ინფორმაცია მწვრთნელს რომ ვუთხარი, ისიც დავამატე, სურვილისამებრ შეგვეძლო კონტრაქტის გაუქმება, მაგრამ პეტრიჩევიჩმა მითხრა, რომ გუნდში დარჩებოდა და საკუთარ გამოცდილებას ქართველებს გაუზიარებდა.

- მაგრამ სერბმა სპეციალისტმა შუა სეზონში მაინც დატოვა გუნდი...

- საბოლოოდ მაინც წასვლა გადაწყვიტა, რადგან კარგად მოეხსენებოდა, რომ შედარებით ახალგაზრდული შემადგენლობით ტიტულის დაცვას ვერ მოახერხებდა, ვერ გაუმკლავდებოდა ლეგიონერებით გაძლიერებულ ქართულ კლუბებს და ეს ყველაფერი მის კარიერაზეც უარყოფითად აისახებოდა.

ამიტომ 27 ნოემბერს გუნდი კომპენსაციის გარეშე დატოვა და რუმინეთში გაემგზავრა.

- როგორც დასაწყისში აღნიშნეთ, ეს პირველი და უკანასკნელი ცვლილება არ იყო...

- დეკემბერში, მოქმედი კანონმდებლობის სრული უგულებელყოფით, გუნდიდან გაგვათავისუფლეს მე, მენეჯერი მამუკა გოგლიძე, მწვრთნელები ზურაბ სამხარაძე და ნინო ყიფშიძე.

ვითხოვეთ უფროსობასთან შეხვედრა, მაგრამ ამას თავი აარიდეს. არადა, კანონით ვალდებულები იყვნენ, აეხსნათ გათავისუფლების მიზეზი.

ბრძანებაში მიზეზად ჩვენი არაჯეროვანი მუშაობა ეწერა, თუმცა რომელ არაჯეროვან მუშაობაზეა ლაპარაკი, როცა მე და მენეჯერ მამუკა გოგლიძეს საშუალება არ მოგვეცა, გუნდი სათანადოდ დაგვეკომპლექტებინა.

სელექციაში კი არაფერი შეგვეშლებოდა, ისე, როგორც აქამდე ხდებოდა. ერთ მაგალითს მოვიყვან: შარშან მწვრთნელ გიორგიოს კეცელიდისთან შეთანხმებით ჩამოვიყვანეთ ლეგიონერი ბენჟამინ რეიმონდი, რომელიც 7 თვის უთამაშებელი იყო და ზედმეტი წონა 18 კგ ჰქონდა.

მწვრთნელთან ერთად განვჭვრიტეთ, რომ კაცი, რომელსაც კალათბურთისთვის თითქმის თავი ჰქონდა დანებებული, საბოლოოდ ჩვენს გუნდს ძალიან დაეხმარებოდა.

კეცელიდისმა თავისი კავშირების წყალობით მოიპოვა სპეციალური პროგრამა, რომელზე მუშაობითაც რეიმონდი ფორმაში ჩადგა და საბოლოოდ განუზომელი წვლილი შეიტანა გუნდის გაჩემპიონებაში.

- ახლა რას აპირებთ?

- მე და მამუკა ჩვენი სიმართლის სამართლებრივად დამტკიცებას ვაპირებთ. იცით, ყველაზე უსამართლო და საწყენი რა არის? - ჩვენი და მწვრთნელების გაშვების შედეგად გაკეთებული ეკონომიით გუნდში ლეგიონერები ჩამოჰყავთ, რაც ჩვენი მუშაობის პერიოდში აკრძალული იყო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თსუ-ს იოლი გასეირნება ტყიბულში: სტუდენტები ფინალს მიუახლოვდნენ
„ორბმა“ თსუ-ს საოცარი წამოწევა გაუცუდა და სერიაში წონასწორობა აღადგინა
თანაბარი ტაიმის შემდეგ თსუ-მ ორბი დაამარცხა და სერიაში 1:0 დაწინაურდა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ვან დე სარმა თავისი აზრით ამ მომენტისთვის მსოფლიოს საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ, რომელიც მიზნად ისახავს სპორტში გლობალური ინოვაციების დანერგვას
"ასე ხდება, როცა სულელურად თამაშობ" - სნეიდერმა კამავინგა "გაამხნევა"
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა
შენგელიას გამარჯვება კატალონიურ დერბიში და შერმადინის შედეგიანობა მარცხის ფონზე
[VIDEO] მბაპეს "რეალის" ფანების გამაყრუებელი სტვენა სასაცილოდ არ ეყო
"ძმაო, ვიცი, რაოდენ ბედნიერი ხარ" - თოფურიამ სერხიო რამოსს "სევილიას" შეძენა მიულოცა
შევალიეს გარეშე - დეშამმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა გამოაცხადა
მოურინიოს დასაბრუნებლად "რეალს" "ბენფიკასთვის" კომპენსაციის გადახდა მოუწევს
კვარაცხელიასთან და დემბელესთან ერთად შეუტევს - პსჟ-ს ახალი თავდამსხმელი ეყოლება
ლევან კორღალიძე: ახლა ჩვენი ყველაზე დიდი "მტერი" არის დრო
ალისონი მიდის თუ რჩება და ვინ ჩადგება "ასტონ ვილასთან" კარში? - სლოტმა კითხვაზე უპასუხა
თსუ-ს იოლი გასეირნება ტყიბულში: სტუდენტები ფინალს მიუახლოვდნენ
ქვიზი: შეამოწმე, რამდენად კარგად იცნობ პსჟ-ს ისტორიას?
"ასე უნდა ფიქრობდეს ნაკრების ყველა კალათბურთელი ევრობასკეტის წინ"
დასაფიქრებელი კი არა, საგანგაშო: "შსს აკადემია" ევროჩელენჯზე არ ითამაშებს!
გიორგიოს კეცელიდისი: ზუროსი საქართველოს ნაკრებისთვის დიდებული ვარიანტია
ბექა წივწივაძე: ჩემპიონობა და სუპერთასი კარგია, თუმცა ეს არ არის ყველაფერი...
გიორგი ცინცაძე ფრანგულ "გრაველინში" ითამაშებს
შსს აკადემია-დინამო 84:76 - ესეც სუპერთასი, ახლა ევროთასი