საქართველოს 18 წლამდე ხელბურთელ ვაჟთა ნაკრები ხორვატიაში გაემგზავრა
საქართველოს 18 წლამდე ხელბურთელ ვაჟთა ნაკრები ხორვატიაში გაემგზავრა, სადაც ქალაქ უმაგში თანატოლთა ევროპის პირველობის საკვალიფიკაციო ტურნირზე (VI ჯგუფი) მოსინჯავს ძალებს.

ფინალურ ეტაპზე (პოლონეთი, 14-24 აგვისტო) 16 გუნდს შორის მოსახვედრად ჩვენები მასპინძლებს, ჰოლანდიელებსა და მაკედონიელებს დაუპირისპირდებიან.

ამ შეჯიბრებისთვის ქართველი ხელბურთელები სერიოზულად მოემზადნენ: ზაფხულში გუნდი ბელორუსში იყო საწვრთნელ შეკრებაზე და საკონტროლო პაექრობებიც გამართა, ნოემბერში სომხეთის პრემიერ-მინისტრის თასზე გამართულ საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა ერევანში, სადაც გადამწყვეტ ორთაბრძოლაში რუსეთის ნაკრებს აჯობა - 33:28.

დეკემბრის მიწურულიდან 8 იანვრამდე ნაკრების წევრები დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე ვარჯიშობდნენ, სპარინგ-მატჩებიც ითამაშეს სომეხ თანატოლებთან. ნაკრების მწვრთნელმა ტიტე კალანდაძემ სწორედ ამის შემდეგ შეარჩია ის 14 ხელბურთელი (მეკარეები - ზურაბ ცინცაძე (პეგასი, დაიბადა 03.10.1996, სიმაღლე 178 სმ), დემეტრე ნარსია (პეგასი, 22.10.1997, 188), ხაზის მოთამაშეები - ჯაბა ხაჟომია (სამტრედია, 03.08.1996, 182), გიგა კოხრეიძე (პეგასი, 16.12.1996, 187), გაგა დემეტრაშვილი (პეგასი, 31.05.1996, 187), გამთამაშებლები - ამირან აბჟანდაძე (პეგასი, 06.01.1996, 185), ვლადიმერ ბაძაღუა (პეგასი, 30.12.1996, 173), შუამარბები - თემურ ორჯონიკიძე (სტუ, 07.02.1996, 195), ალექსანდრე ცხვარაშვილი (პეგასი, 06.11.1996, 180), გივი გიორგაძე (იმედი, 21.01.1996, 190), მიხეილ ნაზღაიძე (პეგასი, 03.01.1998, 182), გარემარბები - ირაკლი გოგოლაძე (სტუ, 05.11.1996, 177), გიორგი დოლმაზაშვილი (ყვარელი, 22.02.1998, 179), გიორგი დიხამინჯია (პეგასი, 21.06.1997, 178), დელეგაციის ხელმძღვანელი ვახტანგ ბერიაშვილი), რომლებიც ხორვატიაში წაიყვანა.

ყველა მათგანი საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ასპარეზობს. ნაკრების ლიდერია შუამარბი თემურ ორჯონიკიძე, ვინც სომხეთში ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და უკვე ქვეყნის ნაკრებშიც მოსინჯა ძალები.

პირველი თამაში ჩვენებს დღეს, 10 იანვარს, აქვთ ჰოლანდიასთან. ტიტე კალანდაძის თქმით, ამ ქვეყანაში ხელბურთი ბოლო დროს საგრძნობლად დაწინაურდა, თუმცა ფინალში გასასვლელად, მწვრთნელის აზრით, მთავარი კონკურენტი მაინც მაკედონია იქნება, სადაც კალანდაძემ რამდენიმე წელი ითამაშა და იქაურ ხელბურთს კარგად იცნობს.

VI შესარჩევი ჯგუფის კალენდარი

10 იანვარი

19:00 საქართველო - ჰოლანდია, 21:00 ხორვატია - მაკედონია

11 იანვარი

19:00 საქართველო - ხორვატია, 21:00 მაკედონია - ჰოლანდია

12 იანვარი

16:00 ხორვატია - ჰოლანდია, 18:00 საქართველო - მაკედონია

ფინალურ ეტაპზე 2 გუნდი გადის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კალანდაძის ნაცვლად საქართველოს ნაკრებს უცხოელი მწვრთნელი ეყოლება
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა