"ელ კლასიკოს" მდიდარ ისტორიაში ძნელად მონახავთ ისეთ დამაინტრიგებელ შეხვედრას, როგორიც დღევანდელი იქნება

დღეს რომ "კამპ ნოუზე" დიდი მატჩია, მგონი, ნახევარზე მეტმა მსოფლიომ იცის, მაგრამ "ელ კლასიკოს" მდიდარ ისტორიაში ძნელად მონახავთ ისეთ დამაინტრიგებელ შეხვედრას, როგორიც დღევანდელი იქნება - "ბარსელონა" "რეალის" წინააღმდეგ, ხოსეპ გვარდიოლა vs ჟოზე მოურინიო, ვინ უკეთესია, ლეო მესი თუ კრიშტიანო რონალდო, ვინ იქნება ლიდერი პრიმერადივიზიონში. მოკლედ, ერთმა კინკილა მატჩმა შესაძლოა ძალიან ბევრ კითხვას გასცეს პასუხი...

"ბარსელონა" "კლასიკოს" შესანიშნავ ხასიათზე ხვდება - კატალონიელებმა წინა ტურში ალმერიაში ქვა ქვაზე არ დატოვეს - 8:0 მოუგეს. ამ შეხვედრაში ლეო მესიმ ჰეთ თრიკი შეასრულა. მოკლედ, "ბარსელონას" ბანაკში ყველაფერი იდეალურადაა. მაგრამ საქმეც იმაშია, რომ "სამეფო გუნდშიც" ანალოგიური მდგომარეობაა, წინა ტურში "რეალმა" 5:1 მოუგო "ბილბაოს", ხოლო კრიშტიანო რონალდომ ჰეთ თრიკი შეასრულა. "რეალს" უპირატესობაც აქვს - გუნდს სეზონში ერთი მატჩიც არ წაუგია და ერთქულიანი უპირატესობით სჯობს ჩემპიონს.

აი, რას ამბობს ჩავი ერნანდესი: "ფავორიტები ჩვენ ვართ, შინ ვთამაშობთ და ძალიან გვურს "რეალის" ბეჭებზე გაკვრა". ოპტიმისტურადაა განწყობილი დანი ალვეშიც, თუმცა სიფრთხილეს არ ივიწყებს: "ორშაბათს ჩვენ ძალიან მოტივირებული და ძლიერი მეტოქე გვყავს. მაგრამ ჩვენ ჩვენი საქმე ვიცით და მიზანსაც მივაღწევთ".

ახლა საწინააღმდეგო ბანაკიდანაც მოვისმინოთ, რას ამბობენ - ჩაბი ალონსო, რომლის წითელ ბარათსაც უეფა სერიოზულად იძიებს და, ალბათ, ბასკს არ ასცდება დისკვალიფიკაცია აცხადებს: "ჩვენი გუნდის შემტევი პოტენციალი უზარმაზარია. გოლები იოლად გაგვაქვს, თუ ასევე ვითამაშებთ, "კამპ ნოუს" ურთულესი 90 წუთი ელის".

ბუნებრივია, ამ მატჩისათვის გუნდები უდანაკარგოდ ვერ მივიდოდნენ, მაგრამ ტრავმირებულთა რიცხვი დიდი არაა. "ბარსელონას" მხოლოდ გაბი მილიტო დააკლდება, ხოლო "რეალს" - კაკა და ფერნანდო გაგო. გონსალო იგუაინმა, სამი ხედირამ და რიკარდო კარვალიომ მიკროტრავმები მოირჩინეს და დიდი ჯახისთვის მზად არიან.

ჟოზე მოურინიომ თავისი ინიციატივით დედაქალაქში ესეკიელ გარაი, სერხიო კანალესი და მატეოსი დატოვა. ისინი ნამდვილად არ იქნებიან დღეს ესპანურ დერბიში.

"ამ სეზონში არ წაგვივია და ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია. თუ არც ბარსელონაში წავაგებთ, ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ძალები გაგვიორმაგდება. ვიცით, რომ "კამპ ნოუს" პუბლიკა ძალიან ცუდ დახვედრას უმზადებს მოურინიოს, მაგრამ ამაზე არც ჩვენ ვნაღვლობთ და არც თავად ჟოზე", - განაცხადა კრიშტიანო რონალდომ.

დაბოლოს ყველაზე საინტერესო, რას ამბობენ მწვრთნელები "კლასიკოს" წინ?

ჟოზე მოურინიო: "ეს კლასიკო განსაკუთრებულია, რადგან ჩვენ ერთმანეთის უშუალო კონკურენტები ვართ ყველა ასპექტით. ჩვენ ზუსტად იმდენ ქულას ავიღებთ, რამდენის წაგლეჯასაც შევძლებთ მეტოქისთვის. მაგრამ, რაც უნდა მოხდეს ხვალ, ლიგაში კიდევ 25 ტური რჩება. ამიტომ "კლასიკო" ვერ იქნება გადამწყვეტი. ნამდვილ, ვაჟკაცურ ფეხბურთს ველი, როცა მთავარი ფეხბურთი იქნება და არა სხვა რამე. "ბარსელონას" გამო ვერც სისტემას შევცვლი და ვერც მზადების მეთოდებს, "ბარსელონა" ისეთივე მეტოქეა, როგორც სხვა, შესაძლოა, მათზე ძლიერი. ჩემი გუნდი ფსიქოლოგურად მზადაა ომისთვის, ჩვენ ვიღებთ გამოწვევას. ტრიბუნებს კი ყურადღებას არ მივაქცევ, ისედაც ვიცი, რომ "კამპ ნოუ" ყვავილებით არ მიმიღებს".

ხოსეპ გვარდიოლა: "ვიმედოვნებ ფანტასტიკური მატჩი იქნება, "რეალი" მხოლოდ სანახაობრივ ფეხბურთს არ თამაშობს, ის სწრაფი, ზიზიკურად ძლიერი, აგრესიული და მიზანმიმართული გუნდია. ვერ ვიტყვი, რომ მოგებული ჩემპიონი გახდება, მაგრამ ერთი კვირით მაინც გალიდერდება. მათ კარგად იციან ჩვენი თამაშის სტილი, თამაშის სცენარი შეიძლება გამოვიცნოთ კიდეც, აი, შედეგი კი - არა. მეტოქე კონტრშეტევაზე სუპერსახიფათო იქნება".

სხვათა შორის, "რეალი" მთლად უგულშემატკივროდ არ იქნება ბარსელონაში. აეროპორტში სამეფო კლუბს" ბარსელონაში მცხოვრები 2 ათასზე მეტი "მადრიდისტა" დახვდა.

bb king
მოურინოს და რეალს დიდ პატივს ვცემ მაგრამ ეს დღე კარგად არ დაამახსოვრდებათ! ფორცა ბარსა!!!!!!! მესი დღეს მეათასედ დაამტკიცებს რომ საუკეთესოა! რონალდოს რომ ადარებენ ტეხავს რონალდო კარგი ფეხბურთელია და მეტი არაფერი. საუკეთესოები იშვიათები არიან და ეგეთია მარადონა პელე გარინჩა ზიდანი რონალდინიო და მესი!
PUCHER
დღეს რეალი დაამტკიცებს რომ მართლაც საჩემპიონო გუნდია. მოურინიო კიდე სხვა ფენომენია :) ბარსას მგონი დგეს აეცრება :) :)
CFC
დღეს შეეტყობა კოჭებში მოურინიოს როგორი მწვრთნელია :) იმედია არ გამიცრუებს იმედებს
gio
ცუდი დგღე დაუდგება დღეს რეალს, ცუდი:D:D
Mad-Rid
დღეს დამტკიცდება რო კრისტიანო და მოუ უძლერესები არიან. ვივა რეაალ ! გვარდიოლა მოვდივააართ :D
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"