<p>"ატლეტიკოს" თავკაცი "ესპანიოლის" ფეხბურთელებთან ჩხუბის გამო გააძევეს <br> ხვალ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ეთიკის კომიტეტი პრიმერადივიზიონის13-ე ტურის მატჩში "ატლეტიკოსა" და "ესპანიოლს" შორის მომხდარ ინციდენტს განიხილავს. მადრიდელთა მთავარი მწვრთნელი კიკე სანჩეს ფლორესი კატალონიური კლუბის ფეხბურთელებთან ხავი ლოპესთან და ლუის გარსიასთან შეხლაშემოხლაში ჩაება, რის გამოც სათადარიგოთა სკამიდან გააძევეს. დედაქალაქური გუნდის თავკაცს ორიდან ოთხ მატჩამდე ხანგრძლივობის დისკვალიფიკაცია ემუქრება.</p><p>ამასთან, იმ ეპიზოდსაც განსჯიან, როდესაც სერხიო აგუერომ ამ შეხლაშემოხლის დროს ლუის გარსიას ფეხი დაარტყა." ასე არასდროს მოვქცეულვარ. ეს ყველაფერი სათამაშო დაძაბულობის ბრალია, როცა ათასჯერ უფრო მეტად ფიცხი ხდები, ვიდრე ხარ", - დაწერა აგუერომ თავის ვებგვერდზე.</p><p>აღსანიშნავია, რომ ეს გაძევება ფლორესისთვის უკვე მესამეა "ატლეტიკოს" მწვრთნელად ყოფნის განმავლობაში. მანამდე წითელი ბარათი სულ ერთხელ მიიღო, როცა "ხეტაფეს" ხელმძღვანელობდა.</p>
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია