როდის გამოიყვანენ გერმანელს ხელოვნური კომიდან
ზუსტად ორი კვირის წინ, 2013 წლის 29 დეკემბერს, მიხაელ შუმახერმა სიცოცხლისთვის საშიში ტრავმა მიიღო საფრანგეთის კურორტ მარიბელში თხილამურებით სრიალის დროს. რამდენიმე საათის შემდეგ, მიხაელი ქალაქ გრენობლის კლინიკაში მოათავსეს, სადაც ექიმებმა მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ხელოვნურ კომაში შეიყვანეს.

ექიმებმა თავის ტვინის რამდენიმე ოპერაცია ჩაატარეს და საერთო ჯამში, პოზიტიურ დინამიკას აღნიშნავენ, მაგრამ სიცოცხლის საფრთხე ჯერ ისევ არსებობს. ასე რომ, გულშემატკივრები მთელი მსოფლიოდან ახალი ამბების მოლოდინში არიან, კლინიკის წარმომადგენლებს კი უკვე დიდი ხანია, არ გაუკეთებიათ კომენტარი ავტომრბოლის მდგომარეობაზე.

ჩვენ ვწერდით იმის შესახებ, რომ მიხაელის მეუღლემ პრესას ექიმების ზედმეტი ზეწოლისგან განთავისულება და საავადმყოფოს ტერიტორიის დატოვება სთხოვა, ასე რომ, ახლა, ინფორმაცია მესამე პირისგან ვრცელდება. გერმანულ გაზეთ "ბილდს" მოჰყავს პროფესორ ჰაინც-პეტერ მიოკეს აზრი. მას მიაჩნია, რომ კომაში ხანგრძლივ ყოფნას ნეგატიური გამოვლინება ექნება.

"რაც უფრო მალე გამოიყვანენ კომიდან, მით უფრო სწრაფად შეიძლება ლაპარაკი ორგანიზმის ნორმალური ფუნქციების დაბრუნების შესახებ, მათ შორის, დამოუკიდებლად სუნთქვაზე.

იმ შემთხვევაში, თუ მდგომარეობა სახიფათო დარჩება, ხელოვნური კომის პერიოდი შეიძლება რამდენიმე კვირა გაგრძელდეს, მაგრამ ამას ნეგატიური გამოვლინებები ექნება - კომისთვის საჭირო პრეპარატების გამოყენებამ შეიძლება თირკმლის დაზიანება გამოიწვიოს", - აცხადება პროფესორი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"არ მგონია, ლუისმა მიხაელის რეკორდის გაუმჯობესება მოახერხოს... მიზეზი?" - ფელიპე მასამ ჰამილტონსა და შუმახერზე ისაუბრა
მიხაელ შუმახერის საჩემპიონო ბოლიდი იყიდება
Auto-bild.ro: მიხაელ შუმახერის სიმაღლე 14 სანტიმეტრით შემცირდა
მიხაელ შუმახერი ქალიშვილმა ასახელა
მიხაელ შუმახერმა, შესაძლოა, მკურნალობა აშშ-ში გააგრძელოს
შუმახერის კარიერაში ყველაზე მტკივნეული გამარჯვების ისტორია