კვირის სამი ვარსკვლავი
ჰოკეის ეროვნული ლიგის ხელმძღვანელობამ გასული კვირის პირველ ვარსკვლავად დაასახელა "ნიუ იორკ აილენდერსის" ფორვარდი ჯონ ტავარესი. ეს ჰოკეისტი თავის გუნდს ზედიზედ ოთხი მატჩის მოგებაში დაეხმარა, როცა ოთხი შაიბა გაიტანა და ექვსი შედეგიანი პასი შეასრულა. ტავარესმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი "დალასთან" მატჩში, როცა კარიერაში მეხუთე ჰეთ-თრიკი შეასრულა და ორი საგოლე პასიც მიითვალა.

მეორე ვარსკვლავი გახდა "ანაჰაიმ დაქსის" გოლკიპერი იონას ჰილერი. მან საშუალოდ 1.67 შაიბა გაუშვა, მეტოქეთა დარტყმების 94.1 პროცენტი მოიგერია და თავის გუნდს სამიდან სამი მატჩი მოაგებინა.

კვირის მესამე ვარსკვლავიც მეკარეა - "ნიუ იორკ რეინჯერსის" კარის დარაჯი ჰენრიკ ლუნდკვისტი. მან ოთხ მატჩში საშუალოდ 1.97 შაიბა გაუშვა და მეტოქეთა დარტყმების 94.3 პროცენტი მოიგერია. "რეინჯერსმა" ოთხიდან სამ მატჩში გაიმარჯვა.

"ტამპა ბეის" ფორვარდი სტივენ სტემკოსი, რომელიც კანადის ოლიმპიურ ნაკრებშია შეყვანილი, აგრძელებს ფეხის მოტეხილობის შემდეგ აღდგენით პროცესს. ეს დაზიანება მან 11 ნოემბერს მიიღო. NHL-ის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ფორვარდი გუნდს გასვლით ტურნეში გაყვა, მაგრამ ჯერ ინდივიდუალური გრაფიკით ვარჯიშობს. მას აკრძალული აქვს კონტაქტური ვარჯიშები და მეცადინეობის ძირითადი დრო ყინულზე სრიალს ეთმობა. ჰოკეისტის თქმით, მას ჯერ ისევ აქვს ტკივილის შეგრძნება, მაგალითად, ჩქარა სრიალის დროს. მაგრამ სტემკოსის მონაწილეობა სოჭში ჯერ ისევ შესაძლებელია.

მიმდინარე რეგულარულში "ტამპას" ლიდერმა 17 მატჩის ჩატარება მოასწრო და 23 ქულა (14+9) დააგროვა.

ვინიპეგი-ფინიქსი 5:1

2:1, 1:0, 2:0

გოლები: 0:1 ეკმან-ლარსონი-5 (ბოდკერი-17, დოუნი-14), 1:1 ო. იოკინენი-12 (ბაფლინი-26), 2:1 ო'დელი-2, 3:1 ველერი-17 (შაიფელი-17), 4:1 ფროლიკი-10 (პარდი-5, ლიტლი-22), 5:1 სეტოგუჩი-8 (ბაფლინი-27, ენსტრიომი-10).

კაროლინა-კალგარი 0:2

0:0, 0:1, 0:1

გოლები: 0:1 ბეკლუნდი-7 (ჰუდლერი-25, ვიდემანი-12), 0:2 მონეჰანი-13 (ბირონი-7, გალიარდი-7).

კოლამბუსი-ტამპა ბეი 3:2

0:0, 1:2, 2:0

გოლები: 1:0 იოჰანსენი-17 (რ. მიურეი-11), 1:1 კილორნი-12 (მეტიუ კარლი-22, გუდასი-11), 1:2 ჰედმანი-9 (ტ. ჯონსონი-14, სან ლუი-23), 2:2 ჰორტონი-2 (ჯ. ჯონსონი-11, ანისიმოვი-10), 3:2 ლეტესტუ-5 (ჯ. ჯონსონი-12, ვიშნიევსკი-23).

ლოს ანჯელესი-ვანკუვერი 1:0

0:0, 0:0, 1:0

გოლი: 1:0 დ. ბრაუნი-10 (კოპიტარი-25, ჯ. კარტერი-13).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NHL. რეგულარული ჩემპიონატი: ჰოკეი კალათბურთზე პოპულარულია?

VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს - დებიუტანტებმა კომენტარები გააკეთეს
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
ბოლო წუთს გადაწყდება - უნგრელთა ვარსკვლავი თბილისში მოდის, მაგრამ...
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
პსჟ შეიძლება დიდი ზარ-ზეიმით შეძენილ თავდამსხმელს დაემშვიდობოს
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
რა უნდა იყოს სვანაძის მიზანი? - უკეთესი ნაკრებისთვის!..
სკანდალი "გალათასარაიში" - ლეროი სანეს პარტნიორი ამტკიცებს, რომ ფეხბურთელს თანაგუნდელის მეუღლე სწერდა
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
უნგრეთამდე: თანამედროვე ფეხბურთის თამაში და სიყვარულის გაფრთხილება
სოჭი 2014: კანადურ-ამერიკული კონტურები
NHL. ᕞᓚᓔᓘ ᓝᓤᓘ: ᓛᕝᓜᕠᓔᓐᕚᓘ ᓗᓘᓗᕥᓛᓘᕡ ᓒᕐᓜᓬᓘᕠᕣᓚᓘᕐ
NHL: ᓠᓐ ᓘᓧᓝ ᓛᓜᓘᓨᓕ
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: დასავლეთი დომინირებს
ჯონ ტავარესის ტრავმა - ოლიმპიადაზე უარის მიზეზი
სტემკოსი გამოირიცხა
სოჭი 2014: NHL სოჭის ბოიკოტს არ გამორიცხავს
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: რუსეთი მალკინის გარეშე?
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: სტემკოსი სოჭს უახლოვდება
სოჭი 2014: კანადა ტავარესის გარეშე დარჩა
NHL. ᓠ᠔ᕒ