ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

თენგიზ სულაქველიძე: ახლა უკეთესი თაობებია, ვიდრე ჩვენს დროს, მაგრამ...

თენგიზ სულაქველიძე: ახლა უკეთესი თაობებია, ვიდრე ჩვენს დროს, მაგრამ...

ბატონმა თენგიზმა წლების წინ საფეხბურთო აკადემია ჩამოაყალიბა და საქართველოში ბავშვთა ფეხბურთის პრობლემებს კარგად იცნობს
როგორც ცნობილია, დეკემბრიდან მოყოლებული, უმაღლესი ლიგის კლუბები ფეხბურთის ფედერაციასა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან კონსულტაციებს მართავენ, რათა სახელმწიფოსგან დახმარება მიიღონ.

ამ პროცესს ქართული ფეხბურთის ყოფილი ვარსკვლავი თენგიზ სულაქველიძე გამოეხმაურა.

დღევანდელი გაჭირვების თავი და თავი ბავშვთა ფეხბურთია. წლების წინათ ბატონმა თენგიზმა საფეხბურთო აკადემია ჩამოაყალიბა და ამ სფეროს სატკივარს კარგად იცნობს:

- უმაღლესი ლიგის კლუბებს არაერთი პრობლემა აქვთ, მაგრამ არანაკლები გაჭირვება, თუ მეტი არა, საფეხბურთო სკოლებშია. 4 დიდი და 3 მცირე ზომის მოედანი გვაქვს, მორწყვა ყველას სჭირდება. ზაფხულში ნორმალური მოვლა რომ დავიწყოთ, თვეში 20-25 ათას ლარს მაინც გადაგვახდევინებენ. ამდენი თანხა არ არის და კვირაში ერთხელ თუ ვრწყავთ. ამიტომ იძულებულები ვართ, ბავშვებს გადასახადები გავუზარდოთ. სხვაგვარად აკადემია ვერ იარსებებს.

არადა, ეს არავის გვსურს, რადგან ფეხბურთის მასობრიობას უშლის ხელს და ამის გამო ბევრი ნიჭიერი ბავშვი იკარგება. თბილისის მასშტაბით, ჩვენთან ყველაზე დაბალი გადასახადია - თვეში 50 ლარი და ამის მოტანაც უჭირთ.

ჩვენ ფული არ გვჭირდება, წყლის გადასახადისგან მაინც გაგვათავისუფლონ, ან მიწის გადასახადი შეამცირონ და თუ სახელმწიფო პროგრამის განხორციელება დაიწყება, ყველა საფეხბურთო სკოლას ხელოვნურსაფარიანი მოედანი დაგვიგონ. ეს იქნება სწორედ რეალური დახმარება და ქართული ფეხბურთის აღორძინებისკენ გადადგმული ნაბიჯი.

მე მხოლოდ ჩემს სატკივარზე არ ვლაპარაკობ. ბევრი არასწორად ფიქრობს, რომ მორწყვას მარტო ბუნებრივი საფარი საჭიროებს. სინამდვილეში, ეს ხელოვნურ საფარსაც სჭირდება. ბოლო წლებში კარგი მოედნები კი დაიგო, მაგრამ წყლის დიდი გადასახადების გამო, შესაძლოა, ბევრი მათგანი გაფუჭდეს და სახელმწიფოსა თუ კერძო ინვესტორების მიერ გაღებული სახსრები წყალში ჩაიყაროს.

- ამ ყველაფრის მოგვარება როგორ წარმოგიდგენიათ?

- უპირველესი პრობლემა მაინც წყლის გადასახადია. დააწესონ ფიქსირებული თანხა, სახელმწიფო გვერდში დაგვიდგეს დ ამით სამ კურდღელს დაიჭერს - ბავშვთა ფეხბურთში გადასახადებს შეამცირებს, მასობრიობას გაზრდის და ინფრასტრუქტურის მდგომარეობას გააუმჯობესებს.

სახელმწიფოს ნების გარეშე ფეხბურთი ვერ განვითარდება. იმ ხალხმა, ვინც ფეხბურთში ვართ, ამ ეტაპამდე ბევრი გავაკეთეთ, მაგრამ ჩვენი შესაძლებლობები ამოიწურა და ახლა მხოლოდ იმას ვახერხებთ, რომ ეს სახეობა არ მოკვდეს. ფეხბურთელის განვითარებისთვის, ძლიერი თაობების გასაზრდელად და უკეთესი მომავლისთვის გაცილებით მეტია საჭირო.

- არადა, საკმაოდ კარგი თაობები მოდიან...

- ახლა უკეთესი თაობებია, ვიდრე ჩვენს დროს იყო! მაგრამ სხვა ქვეყნებმა გაგვასწრეს. ახლახან ჩემი სახელობის ტურნირი ჩატარდა და ყაზახეთმა ისეთი გუნდი ჩამოიყვანა, გაოცებული დავრჩი.

ბევრისგან მსმენია - ადრე ვარსკვლავები ასფალტზე და ხრიოკ მოედნებზე იზრდებოდნენო. კარგით, რა! მას შემდეგ ხალხი კოსმოსში გაფრინდა და ჩვენ ერთი ადგილი ვტკეპნოთ? ბავშვს კარგი საშხაპე და მოედანი არ უნდა ჰქონდეს? სწორედ ამიტომაა, ასაკობრივ ნაკრებებში წარმატებებს რომ ვაღწევთ, ყველა შესარჩევიდან გავდივართ, ინგლისს, ჰოლანდიასა და ბელგია-შოტლანდიას ვუგებთ, მაგრამ მერე ვჩერდებით.

ფეხბურთელები ეროვნულ ჩემპიონატში უნდა გაიზარდონ, ჩვენი ჩემპიონატის დონე კი საგრძნობლად დაეცა. 6-7 ძლიერი და ფინანსურად წელში გამართული კლუბი რომ გვყავდეს, კონკურენციაც გაიზრდებოდა და ფეხბურთელებიც.

იმავეს ვიტყვი ბავშვთა ფეხბურთზე, სადაც დღეისათვის ორი გამოკვეთილი ლიდერია - "საბურთალო" და თბილისის "დინამოს" აკადემია. მათი ხელმძღვანელები ფეხბურთისთვის ბევრს აკეთებენ, მაგრამ ორი ძლიერი სკოლა საკმარისი არ არის. ასეთი სკოლები ყველა დიდ ქალაქშია საჭირო. მერე წამოვა თაობები და გაცილებით მეტი ნიჭიერი ბავშვი გამოჩნდება.

- სამწუხაროდ, საფეხბურთო სამყაროში არსებული დაპირისპირებაც გვიშლის ხელს...

- მართალი ხართ. ეს ჩვენ ძალიან უკან გვწევს. ერთხელ მაინც მოვახერხოთ და პრობლემებზე ერთად დავილაპარაკოთ ფედერაციის წარმომადგენლებმა, კრიტიკულად განწყობილმა ადამიანებმა, სკოლებისა და კლუბების ხელმძღვანელებმა, ვეტერანებმა...

გულახდილად ვთქვათ, როგორ ვუშველოთ ფეხბურთს, თორემ დანაწევრებულ, დასუსტებულ და წარუმატებელ საფეხბურთო სამყაროს არავინ მოუსმენს.

- ისე, საინტერესოა, თქვენს დროს თუ მომხდარა, ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელი შეკრებაზე არ ჩამოსულიყოს?

- ამას ვერავინ გაბედავდა. წესიც იყო ასეთი - ტრავმირებულიც კი უნდა გამოცხადებულიყო შეკრებაზე და ნაკრების ექიმებს შეემოწმებინათ, რადგან კლუბის ექიმს ნაკრებში მისი კოლეგა და მწვრთნელი არ ენდობოდნენ.

მე მგონია, რომ ჩვენს ეროვნულ გუნდშიც აჯობებს ამ წესის დანერგვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• pridon

ხალხო საიდან ამდენი ზიზიღი რა გვემართება თუ ვინმემ , მით უმეტეს თენგო ფეხბურთში ვინმე არაა,იქვე ზიზღი იფრქვევა... როდემდის უნდა ვიყოთ ასე სულით დამძიმებულნი,როდემდის...

• დავითი

ეს კაცი რატომ ირებს ხმას? ნამუსი გენში მაინც არ ქონია?

• დავითი

ხო ეხლა უფრო აქვთ ფული ვიდრე ადრე...მაშინ 10 ათასებს ყველა ვერ იხდიდა და ანებებდა თავს ფეხბურთს ეხლა უფროა ფული....

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე

"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა

ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან

"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე

ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა

[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა

იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა

ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა

"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა

"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია

[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...

გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო

ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება

ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი

წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა

"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"

ვიტალი დარასელიას თასი: კიეველთა ტრიუმფი, მასპინძელი ბოლო ადგილს ასცდა

"რუსი და ბელარუსი სპორტსმენები არ უნდა მოეკვეთათ, საქართველოს თქვენთვის სანქციები არ უნდა დაეწესებინა და სსრკ-ის დროინდელი მეგობრული ურთიერთობების აღდგენა შეგვიძლია" - თენგიზ სულაქველიძის ინტერვიუ რუსულ პრესასთან

"პასუხისმგებლობა არა მხოლოდ კობიაშვილმა, აღმასკომმაც უნდა იტვირთოს!"

[სპეციალისტის აზრით] არ თამაშობენ კი არა, ვერ თამაშობენ!

საქართველოში 20 ახალი სარაგბო და საფეხბურთო მოედანი აშენდება

"მარკ სტარსის" თასი: ტყიბულის "მეშახტის" ტრიუმფი