საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ნოდარ აკობიამ იმ 18 ფეხბურთელის ვინაობა დაასახელა, ვინც 19 იანვრიდან მინსკის საერთაშორისო ტურნირზე ითამაშებს
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ნოდარ აკობიამ იმ 18 ფეხბურთელის ვინაობა დაასახელა, ვინც 19 იანვრიდან მინსკის საერთაშორისო ტურნირზე ითამაშებს.

მინსკის საერთაშორისო ტურნირი - Development Cup-ი, ტრადიციულად, ყოველი წლის დასაწყისში, იანვარში ტარდება და საქართველოს ასაკობრივი ნაკრებები მისი მუდმივი მონაწილეები არიან.

წელს Development Cup-ის მე-10, საიუბილეო გათამაშებაა და მონაწილეთა რაოდენობაც გაზრდილია.

მეკარეები: ოთო გოშაძე ("საბურთალო"), გოგი კულუა ("დინამო", თბილისი)

მცველები: ვახტანგ კაპანაძე, ვასილ კაციტაძე (ორივე - "დინამო", თბილისი), ნიკოლოზ კევლიშვილი, ირაკლი კამლაძე (ორივე - "ლოკომოტივი", თბილისი), ცოტნე ნადარაია ("საბურთალო"), გიორგი ქობულაძე (35-ე სკოლა)

ნახევარმცველები: ირაკლი კომახიძე, შერმადინ ართმელაძე (ორივე - "შუქურა", ქობულეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი, გურამ გოშთელიანი, სანდრო ალთუნაშვილი (ყველა - "საბურთალო"), ნიკა ლაშხია ("ზესტაფონი"), გიორგი კიკნაძე ("ლოკომოტივი", თბილისი)

თავდამსხმელები: ბექა მიქელთაძე ("ზესტაფონი"), გიორგი ჯობავა ("ოსერი", საფრანგეთი), ერეკლე ლებანიძე ("ვიტ ჯორჯია")

ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, 12 გუნდი 4 ჯგუფში გადანაწილდა:

A ჯგუფი - უკრაინა, ყირგიზეთი, ლიტვა

B ჯგუფი - საქართველო, ირანი, ყაზახეთი

C ჯგუფი - რუსეთი, ლატვია, თურქმენეთი

D ჯგუფი - ფინეთი, ბელორუსი, მოლდოვა

საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქეები - ირანისა და ყაზახეთის ნაკრებები ერთი წლით უმცროსი ფეხბურთელებით (1998 წელს დაბადებულები) იქნება დაკომპლექტებული.

ტურნირი 19 იანვარს დაიწყება და ამ დღესვე გაიმართება გახსნის საზეიმო ცერემონიალი. ნოდარ აკობიას გუნდი პირველ მატჩს 20 იანვარს, ყაზახეთის წინააღმდეგ გამართავს.

21 იანვარს კი ირანელებს ვეთამაშებით. 22 იანვრიდან ჯგუფების გამარჯვებულები და დამარცხებულები ერთმანეთში ითამაშებენ. ფინალური მატჩები 26 იანვარს გაიმართება.

ბელორუსის ფეხბურთის ფედერაციისგან საიუბილეო ტურნირზე დასწრების ოფიციალური მოწვევა მიიღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა და გენერალურმა მდივანმა. ზვიად სიჭინავა და რევაზ არველაძე მინსკში გაემგზავრებიან და ტურნირის გახსნასა და საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების პირველ თამაშს დაესწრებიან.

სფფ-ის პრესსამსახური

akhali
რატომ არ არიან რუსთაველი ბავშვები?
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
სანდრო კობახიძე: მამაჩემმა რომ გაიგო, ფეხბურთზე სიარული ამიკრძალა
U17. თორნიკე კვარაცხელიამ თურქეთს გაუტანა - საქართველოს ნაკრები მინიმალური ანგარიშით დამარცხდა
U17 | ანდორა 0:1 საქართველო
ᓡᓐᓥᓐᓠᓗᓕᓔ
17-წლამდელები რუმინეთში მიემგზავრებიან - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
ათი დღე ბერლინში... ლევან კობიაშვილმა "ჰერტას" უმცროსი კიკნაძე აჩვენა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
U17 | უელსი 2:2 საქართველო - პირველი ადგილი B ლიგის ჯგუფში
18 წლის ქართველი "რეჯანას" ძირითადში? ნიკა ქორიძე გიორგი ნემსაძის კვალზე
სფფ-ის სამძიმარი ნოდარ აკობიას გარდაცვალების გამო
U18. საქართველო-პოლონეთი 0:1 - ოთხთა ტურნირი მარცხით დავიწყეთ