კლოპის კომენტარი ზლატანის საქციელზე და ჰუმელსის მომავალი
ინტერნეტში გავრცელდა დორტმუნდის "ბორუსიას" და გერმანიის ნაკრების ვარსკვლავის, მარკო როისის ფოტო, რომელზეც ასეთი შინაარსის წარწერაა: "ლევას და გიოტცეს "ბაიერნში" ბედნიერებას ვუსურვებ, მე კი მიუნხენელები ვერასდროს დამითანხმებენ! ფული ყველაფერი არ არის!"

ამ ამბავმა "დორტმუნდის" ქომაგები ძალიან გაახარა, მაგრამ მათი სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა: 24 წლის როისმა 15 იანვარს სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს განცხადება მას არ ეკუთვნის. "ასეთი რამ არ მითქვამს და არც არასდროს ვიტყვი!" - აცხადებს როისი.

ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა გაარკვიეს, რომ ზემოთ ხსენებული ფოტო ინგლისურმა გაზეთმა "დეილი მირორმა" გაავრცელა. რაც შეეხება სინამდვილეს როისთან მიმართებაში: მას "დორტმუნდთან" კონტრაქტი 2017 წლამდე აქვს გაფორმებული და მის ხელშეკრულებაში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც, როისს "დორტმუნდიდან" წასვლა 37 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუძლია...

კლოპი: ზლატანს სერიოზულად არ უთქვამს

ინტერნეტში როისის ფოტოზე გაცილებით პოპულარულია ვიდეო, რომელიც "ოქროს ბურთის" გალა-დაჯილდოებაზე ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და "დორტმუნდის" მთავარი მწვრთნელის, იურგენ კლოპის შეხვედრას ასახავს. შვედი სუპერვარსკვლავი, რომელმაც წლის საუკეთესო გოლის ავტორის სტატუსი და ფერენც პუშკაშის სახელობის ჯილდო დაიმსახურა, კლოპს ეკითხება, დორტმუნდში როდის წამიყვანო.

"დარწმუნებული ვარ, რომ ზლატანს ეს სერიოზულად არ უგულისხმია. მისი ნათქვამი იმას ნიშნავს, რომ იბრაჰიმოვიჩი ძალიან დიდ პატივს სცემს ჩვენს კლუბს, ჩვენ მიერ გაწეულ სამუშაოს. მან ამით უდიდესი პატივისცემა გამოხატა, რაც ძალიან მიხარია," - განაცხადა კლოპმა.

აქვე გეტყვით, რომ "დორტმუნდის" დაცვის ტრავმირებული ბურჯი მატს ჰუმელსი სრული დატვირთვით ვარჯიშს, სავარაუდოდ, 25 იანვარს განაახლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი შანსია, 31 იანვარს, "ბრაუნშვაიგთან" შეხვედრაში მოედანზე გასვლა მოახერხოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
იბრაჰიმოვიჩი: აშშ-ს მუნდიალის მოგება შეუძლია
დიდი ისტორიის დასასრული - მარკო როისი ზაფხულში "დორტმუნდს" დატოვებს
ემოციური კადრები - "სიგნალ იდუნა პარკი" მარკო როისს დაემშვიდობა [VIDEO]
ჰუმელსი "სოსიედადში" გადასვლასთან ახლოსაა
იურგენ კლოპი: "ლივერპულს" ვურჩიე, ეს ფეხბურთელი არ შეეძინა
"მათი დამარცხება მხოლოდ ერთ შემთხვევაშია შესაძლებელი" - იბრაჰიმოვიჩმა მუნდიალის ფავორიტი დაასახელა
"კრიშტიანოსა და ზლატანს ეს მსგავსება აქვთ" - პიოლი ყოფილ შეგირდებზე
"გერმანია არასაკმარისად თეთრი" და "არასაკმარისად გერმანულია"? - კლოპმა კრიტიკოსებს უპასუხა
კლოპი გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარის საკითხში ჩამოყალიბდა
12 წლის შემდეგ - მარკო როისი პრემიერ ლიგაში გადასვლასთან ახლოსაა
მატს ჰუმელსი "რომაში" გადადის
როისი რჩება - "დორტმუნდი" ფეხბურთელს ხელფასს მნიშვნელოვნად უმცირებს
ხვალ კლოპს გერმანიის ნაკრების მწვრთნელად გამოაცხადებენ
როისი, სავარაუდოდ, MLS-ს მიაშურებს
ოფიციალურად - ჰუმელსი "რომას " ფეხბურთელი გახდა
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
ჰუმელსი მალე შეიძლება "სოსიედადის" ფეხბურთელი გახდეს
მატს ჰუმელსი, სავარაუდოდ, კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დორტმუნდმა" მარკო როისს კონტრაქტი გაუგრძელა
"ამ სამუშაოს ჩემთვის კი არა, თქვენთვის დავთანხმდი. თუ ჩემს ოჯახს მიწასთან გაასწორებთ..." - კლოპმა გერმანიის ნაკრები ჩაიბარა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ჰუმელსს მსურველები ინგლისიდან და ესპანეთიდან ჰყავს
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
პრეზიდენტმა იბრაჰიმოვიჩის ვარიანტი დაბლოკა - "მილანს" სავარაუდოდ, გლასნერს ჩააბარებენ