<p>"კლუბი, რომელსაც ჩემპიონობა სურს, როგორც ყველასთან კარგად უნდა თამაშობდეს" <br> "ტოტენჰემის" ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა მიმდინარე სეზონში გუნდის მიერ ინგლისის პრემიერლიგის მოგების შანსებზე ისაუბრა. ამასთან, მოდრიჩმა აღნიშნა, რომ "სპურსის" მთავარი პრობლემა გრანდებთან და ნაკლებად მაღალი კლასის გუნდებთან ერთ დონეზე თამაშის არცოდნაა.</p><p>"ყველაფერი შესაძლებელია! საკმაოდ დიდი პოტენციალი გვაქვს, რათა ინგლისის ჩემპიონები გავხდეთ. მაგრამ ამისათვის, რა თქმა უნდა, ნებისმიერი შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ. "ტოტენჰემში" ამჟამად გუნდური სულისკვეთება ძალიან მაღალ დონეზეა, გასახდელში პირდაპირ მეცხრე ცაზე ვართ. ატმოსფერო იქ უბრალოდ არაჩვეულებრივია, იმიტომ რომ ჩვენ ფეხბურთის თამაშით სიამოვნებას ვიღებთ და ეს მოედანზეც აისახება", - აღნიშნა მოდრიჩმა.</p><p>"პრემიერლიგის ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვიძლია, მაგრამ არის ერთი პრობლემა - აუცილებელია სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ გუნდებთან უკეთესად ვითამაშოთ. არ შეიძება თავს ასეთ დაპირისპირებებში ქულების დაკარგვის უფლება მივცეთ. კლუბი, რომელსაც ჩემპიონობა სურს, როგორც ტოპკლუბების, ისე ყველა დანარჩენი მეტოქის წინააღმდეგ ერთნაირად კარგად უნდა თამაშობდეს", - დაამატა ხორვატმა ჰავბეკმა.</p>
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა