ჩავი ერნანდესი "ელ მუნდო დეპორტივოს" კორესპონდენტს ბევრ რამეში გამოუტყდა
ჩავი ერნანდესი "ელ მუნდო დეპორტივოს" კორესპონდენტს ბევრ რამეში გამოუტყდა. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ თურმე 2008 წელს "ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების ლიდერი ძალიან ახლოს იყო მიუნხენის "ბაიერნში" გადასვლასთან და ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ტრანსფერი არ შედგა, ხოსეპ გვარდიოლა გახლდათ!

"მიუნხენელთა დაინტერესება ძალიან სერიოზული იყო, - აცხადებს 33 წლის ჩავი, - "ბაიერნს" ჩემი გადაბირება უშუალოდ ევროპის ჩემპიონატის დასრულებისთანავე უნდოდა. მეტიც: შედგა შეხვედრა "ბაიერნის" ხელმძღვანელებსა და ჩემს აგენტს შორის. მოლაპარაკებები, ფაქტობრივად, დაწყებული იყო."

სწორედ მაშინ ჩაერთო საქმეში გვარდიოლა, რომელსაც "ბარსას" მთავარი მწრთნელის პოსტი ახალი ჩაბარებული ჰქონდა. ჩავი ამბობს, რომ პეპმა დაიბარა.

"მაშინ არაფრის დრო არ გვქონდა. პეპმა დამიძახა და მითხრა, რომ ჩემი გაშვება არ შეეძლო. ეს წინადადება მან რამდენჯერმე გამიმეორა და დასძინა, "ბარსელონაში" რამდენიმე ისეთი ფეხბურთელია, რომლებსაც აქედან წასვლის უფლება, უბრალოდ, არ აქვთო," - იხსენებს ჩავი.

ცხადია, რომ ჩავის ეს გადაწყვეტილება არასდროს უნანია, რადგან "ბარსელონასთან" ერთად ოთხჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ორჯერ ესპანეთის თასი.

"მას მერე ხშირად მიფიქრია, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღე. დიდი ხანია, გადაწყვეტილი მაქვს, რომ კარიერა "ბარსელონაში" დავასრულო. ახლა ისე მოხდა, რომ თვითონ პეპი აღმოჩნდა "ბაიერნში". ასეთია ფეხბურთი," - ამბობს ჩავი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ყველაფერი შეთანხმდა - მარესკა "სიტის" ახალი მწვრთნელი გახდება
"ჩემი ყოფილი ცოლია, წარმოუდგენლად მიყვარს, მაგრამ ვნება დავკარგეთ..." - როგორ მიმართა ლეგენდარულმა გვარდიოლამ ფეხბურთელებს
ჩავიმ მესის შესაძლო დაბრუნებაზე გააკეთა კომენტარი
ჩავიმ "ბარსელონას" ფეხბურთელის დამატება ურჩია
გვარდიოლამ იტალიის ნაკრების ჩაბარებაზე უარი განაცხადა
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
ჩავი სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება? - ესპანელს შემოთავაზება ბუნდესლიგის კლუბიდან აქვს
"ჯუღელი მომდევნო კვირას იტალიაში ჩავა, კვარაცხელიას "ნაპოლიდან" წასვლის შანსი გაიზარდა" - La Gazzetta dello Sport-ი დეტალებზე წერს
გვარდიოლას პასუხი იტალიელებს - შეთავაზებულზე ორჯერ მეტი გასამრჯელო
ჩავის ინდოეთის ნაკრების მწვრთნელობაზე უარი უთხრეს
ჩავიმ, მისი აზრით, მუნდიალის 2 ყველაზე დიდი ტალანტი დაასახელა
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია