ხან აქ, ხან იქ, უმეტესად კი სკამზე - ასეთია 40-მილიონიანი კაცის ბედი გვარდიოლას ხელში
"ბაიერნის" ესპანელი ნახევარმცველი ხავი მარტინესი როჟერინიო კოუტინიოს ნაღდად ვერ დაივიწყებს სწრაფად და იოლად. იმიტომ, რომ ქუვეითური კლუბის ყველასათვის უცნობმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მარტინესი ორშაბათს რამდენჯერმე გააბითურა.

არადა, ბავარიულმა გრანდმა ის თამაში, არც მეტი, არც ნაკლები, 8:0 მოიგო. თავად მარტინესი ორიენტაციადაკარგული იყო, თითქმის ყველა საკვანძო ეპიზოდში დაბნეული ჩანდა.

მომხდარი 25 წლის ესპანელი ფეხბურთელის ზოგად მდგომარეობასაც ნათლად ასახავს, რადგან კითხვაზე, სად უნდა ითამაშოს 40 მილიონ ევროდ შეძენილმა მარტინესმა, ამომწურავად თავად "ბაიერნის" დამრიგებელი ხოსეპ გვარდიოლაც ვერ პასუხობს.

42 წლის პეპი მოსამზადებელი შეკრების 12 თამაშში ფილიპ ლამს უმეტესად ნახევარდაცვაში ათამაშებდა. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გვარდიოლა თავისი 30 წლის კაპიტნის ადგილს სეზონის მეორე ნახევარშიც შუა ხაზში უფრო ხედავს, ვიდრე დაცვაში.

გვარდიოლა ლამს სწორედ იმ პოზიციაზე ათამაშებს, სადაც მარტინესი იუპ ჰაინკესის დროს ასპარეზობდა.

ამასთან, ნიშანდობლივია ისიც, რომ გვარდიოლა მარტინესს, ძირითადად, ცენტრალური მცველის პოზიციაზე ავარჯიშებს ხოლმე, თუმცა სეზონის პირველ ნახევარში "ბაიერნის" დაცვის ცენტრს ჟერომ ბოატენგი და დანტე შესანიშნავად ამაგრებდნენ და ნაკლებად სავარაუდოა, რომ პეპმა რომელიმე მათგანი ძირითადი შემადგენლობიდან ამოაგდოს.

გამოდის, რომ გვარდიოლა 40-მილიონიან მარტინესს ამ ეტაპზე უფრო სარეზერვო, როტაციისთვის გამოსადეგ მოთამაშედ მიიჩნევს.

"პირველ წრეში მარტინესს ძალიან ბევრი პრობლემა ჰქონდა," - აცხადებს გვარდიოლა და პრობლემებში, რა თქმა უნდა, ტრავმებს, ოპერაციას და იძულებით პაუზას გულისხმობს.

პეპის განმარტება მარტინესთან დაკავშირებით ასეთია:

"ხავის ორივე პოზიციაზე შეუძლია თამაში - დაცვის ცენტრშიც და საყრდენ ნახევარმცველადაც. შესაბამისად, სადაც დამჭირდება, იქ ვათამაშებ. რაც შეეხება სასტარტო შემადგენლობაში თამაშს - ამის გარანტია "ბაიერნში", ორი-სამი ფეხბურთელის გარდა, თითქმის არავის აქვს."

თვითონ ესპანელი ფეხბურთელი უაღრესად მოტივირებულია და ძირითად შემადგენლობაში ადგილის დასაბრუნებლად ბრძოლას ბოლომდე აპირებს:

"ვითამაშებ იქ, სადაც მწვრთნელი გამამწესებს. გვარდიოლამ ყველაზე კარგად იცის, სად უფრო მაღალი იქნება ჩემი მარგი ქმედების კოეფიციენტი კონკრეტულ მომენტში. ჩემთვის პრობლემა არც ისაა, რომ ხან ერთ პოზიციაზე ვითამაშო, ხანაც მეორეზე.

საერთო ჯამში, ცენტრალური მცველისა და საყრდენი ნახევარმცველის პოზიციები ერთმანეთს ძალიან ჰგავს და შესაბამისად, ჩემთვის ერთიდან მეორეზე გადასვლა პრობლემატური არ იქნება," - უთხრა მარტინესმა "მიუნხენერ თაგესცაითუნგს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ხოსეპ გვარდიოლას პირველი ბალანსი

"გერმანია არასაკმარისად თეთრი" და "არასაკმარისად გერმანულია"? - კლოპმა კრიტიკოსებს უპასუხა
ახალი კონტრაქტი ოლისეს - ფრანგი "ბაიერნში" შესაძლოა, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს
გადაიხდის "ბაიერნი" ჰოლანში 220 მილიონს?
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
რამაზ სვანაძე: ამ ყველაფერს აუცილებლად დავასრულებთ - ამაში დარწმუნებული ვარ მეც და ჩემი გუნდიც
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
ფილიპ ლამი ახალი პროფესიის ძიებაშია
"ნაპოლი" გამორჩეული ფეხბურთელის დამატებასთან ახლოსაა
ჟერომ ბოატენგს 5 წლიანი პატიმრობა ემუქრება
GAME OVER - მწვრთნელების ხუშტურებს შეწირული ვარსკვლავები
არიენ რობენმა მიუნხენის "ბაიერნის" მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა
2020 წლის საუკეთესო გუნდი, რომელიც გულშემატკივარმა დააკომპლექტა [PHOTO]
ყველაფერი შეთანხმდა - მარესკა "სიტის" ახალი მწვრთნელი გახდება
"ჩემი ყოფილი ცოლია, წარმოუდგენლად მიყვარს, მაგრამ ვნება დავკარგეთ..." - როგორ მიმართა ლეგენდარულმა გვარდიოლამ ფეხბურთელებს
ტიაგო ალკანტარამ "ბარსელონას" სამწვრთნელო შტაბი გუნდში მისვლიდან 1 თვეში დატოვა
Marca: "ბარსელონას" მთავარი სამიზნე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ცნობილია
ჟერომ ბოატენგი გუნდის გამოცვლას გეგმავს
საქართველოსთან მატჩის წინ ესპანეთის 24-კაციანი შემადგენლობა ცნობილია
მიუნხენის "ბაიერნი" ჩინეთში არიენ რობენისა და ფრანკ რიბერის გარეშე მიდის
ევრო 2024. ფილიპ ლამი: საქართველო ევროპაში საკუთარი ადგილისთვის იბრძვის - საუბარი იდენტიფიკაციაზეა
ფეხბურთელები და მათი ზედმეტსახელები - რატომ ჰქვია აგუეროს "კუნი"? [PHOTO]
ტიაგო ალკანტარა "ლივერპულს" დიდი ხნით გამოაკლდა
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
"ჩემი შვილი მკვლელია" - ჟერომ ბოატენგის დედის სკანდალური განცხადება
"პრესა სასტიკად მოექცა" - მარტინესმა ხავი დაიცვა
ფრანც ბეკენბაუერი: დანტე ისე თამაშობს, თითქოს სათხილამურო ფეხსაცმელი აცვია
"ბაიერნს" ბოატენგის გაყიდვა სურს, მაგრამ არავის სურს მისი ყიდვა
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
ხავი მარტინესი: სანშეშს საექსპონატო პენისი აქვს
გუნდი, როგორც ასეთი! IFFHS-მა დეკადის საუკეთესო გუნდი გამოაქვეყნა [PHOTO]
ლეგენდარული ფეხბურთელები, რომლებმაც 2017 წელს კარიერა დაასრულეს [PHOTO]
ესპანეთს იტალიასთან მატჩში ხავი მარტინესი დააკლდა
ყველაზე ძვირად ღირებულ ესპანელ ფეხბურთელთა ნაკრები პოზიციების მიხედვით
გვარდიოლას პასუხი იტალიელებს - შეთავაზებულზე ორჯერ მეტი გასამრჯელო
ლამმა 2022 წლის ბუნდესლიგის 2 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
ტიაგო ალკანტარამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
პსჟ-მ "ნიცა" ნეიმარის გარეშეც გაანადგურა [VIDEO]
გვარდიოლამ იტალიის ნაკრების ჩაბარებაზე უარი განაცხადა
ტიაგო: მეზიზღება თანამედროვე ფეხბურთი...
დანტეს პიკი - უბრალოდ არ შემიძლია ნაკრებს ვუთხრა, არა...
ბოატენგი,უპამეკანო,ალაბა თუ ზულე? "ჩელსის" დაცვის ხაზის გაძლიერება სურს
დანტე: მარიო ბალოტელი მუდამ რაღაცით უკმაყოფილოა