ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

სამი ადამიანი, რომელმაც "მარაკანას" გაჩუმება შეძლო

სამი ადამიანი, რომელმაც "მარაკანას" გაჩუმება შეძლო

გავიხსენოთ გამონათქვამები, რომელთა მოსმენისა თუ გაგონების დროს, გაგვეღიმება, გაგვეცინება, ჟრუანტელი დაგვივლის, დავფიქრდებით... ბოლოს კი ვიტყვით - ეს ფეხბურთია!
ძვირფასო მკითხველო, ყველას მინიმუმ ერთი რამ გვაერთიანებს - გვიყვარს ფეხბურთი. მეტიც, ვცხოვრობთ ფეხბურთით და ეს მოკლე ჩანახატიც მათთვისაა, ვისაც ფეხბურთის გარეშე სამყარო ვერ წარმოუდგენია.

მოდით, გავიხსენოთ გამონათქვამები, რომელთა მოსმენისა თუ გაგონების დროს, გაგვეღიმება, გაგვეცინება, ჟრუანტელი დაგვივლის, დავფიქრდებით... ბოლოს კი ვიტყვით - ეს ფეხბურთია! ხელოვნების სპორტული დარგი...

ფრენკ სინატრა, იოანე პავლე II და ალსიდეს გიჯა

ბრაზილიელი ხალხის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედია 1950 წელს დატრიალდა, როცა პირველი მსოფლიო ჩემპიონობის ძიებაში მყოფმა ეროვნულმა ნაკრებმა სპეციალურად მუნდიალისთვის აშენებულ მონუმენტალურ "მარაკანაზე" ურუგვაისთან გადამწყვეტი მატჩი წააგო.

ბრაზილიელები იგებდნენ, მაგრამ ჯერ ხუან სკიაფინომ გაათანაბრა ანგარიში, ხოლო მერე ალსიდეს გიჯამ გაიტანა და ამ მეორე გოლისას 200 ათასზე მეტი ადამიანი რაღაც პერიოდით დადუმდა...

"მხოლოდ სამმა ადამიანმა შეძლო "მარაკანას" გაჩუმება - ფრენკ სინატრამ, იოანე პავლე მეორემ და მე" - იტყვის შემდგომ ალსიდეს გიჯა და ეს სიტყვები სამუდამოდ დარჩება ისტორიას.

დარწმუნებული ვარ, როცა არ უნდა გადაიკითხოს და მოისმინოს ეს ფრაზა ფეხბურთის გურმანმა, ყოველთვის სევდიანად და უცნაურად, განსხვავებულად გაეღიმება.

"მარაკანა" დიდხანს იყო დედამიწის ზურგზე უდიდესი საფეხბურთო არენა. მაშინ ტრიბუნები ოფიციალურად 199 854 მაყურებელს იტევდა (თუმცა, როგორც ამბობენ, ურუგვაისთან მატჩისას სტადიონზე დაახლოებით 210 ათასი ქომაგი იყო).

დღეს 78 838-ს იტევს, მაგრამ სამხრეთ ამერიკაში კვლავაც ყველაზე მასშტაბური სტადიონია და სწორედ ის უმასპინძლებს 2014 წლის მუნდიალის ფინალს.

ბრაზილიელებს შანსი აქვთ, 64-წლიანი ლოდინის შემდეგ "მარაკანაცოს"(ასე უწოდეს შემდგომში მათ ურუგვაისთან მარცხს) გამო, შური იძიონ და სიმბოლურად, სწორედ იქ გაუსვან ხაზი იმას, რომ დანარჩენებზე ორი თავით მაღლა დგანან.

დიახ, "მარაკანაზე" რომის პაპსაც აქვს მესა ჩატარებული და 30-წლისთავზე იქაურობას ფრენკ სინატრაც ეწვია. იოანე პავლე მეორის თაყვანისცემამ და რელიგიამ, ფრენკ სინატრას ხმამ და ქარიზმამ, ალსიდეს გიჯას მტკივნეულმა გოლმა და აღნიშვნამ... "მარაკანა" დაადუმა.

იქ უმღერიათ სტინგს, მადონას, ჯორჯ მაიკლს, ტინა ტერნერს, პოლ მაკარტნის, ჯგუფ KISS-ს, პრინცს, Guns N' Roses-ს...

ბრაზილიაში ფეხბურთიც რელიგიაა, ფეხბურთიც მუსიკაა, ფეხბურთი ცხოვრების სტილია... ხოლო იქ ცხოვრება, ყველაფრის მიუხედავად, უხარიათ და მეტოქესაც პატივს სცემენ.

2009 წლის 29 დეკემბერს, "მარაკანაზე", კიდევ ერთი სამუდამო კვალის დასატოვებლად, ის პიროვნება მიიწვიეს, რომელმაც ნახევარ საუკუნეზე დიდი ხნის წინ, იქ ათიათასობით ადამიანის ოცნება დაასამარა.

თვით პელეს, ლეგენდარული ეუსებიოსა და ფრანც ბეკენბაუერის გვერდით, "მარაკანაზე" სამუდამოდ დარჩება იტალიური ფესვების მქონე ურუგვაელის ალსიდეს გიჯას ნაფეხური.

გიჯა, რომელიც 2012 წელს ავტოავარიასაც გადაურჩა, 87 წლისაა და ვინ იცის, მომავალ ზაფხულს "მარაკანას" სტუმრის სტატუსით იქნებ ისევ ეწვიოს.

"იმ გოლისა და მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების გამო, ბევრი აღიარება და ჯილდო მხვდა წილად. თუმცა ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ თავად ბრაზილიელებიც დამაფასებდნენ. ეს ძალიან სასიამოვნო და მისაბაძი საქციელია. ვივა ბრაზილ!" - განაცხადა გიჯამ.

რემბრანდტი, შექსპირი, ბეთჰოვენი, დიქსი დინი და ბილ შენკლი

1980 წლის 1 მარტს "ევერტონის" საშინაო არენაზე "ჰეთ-თრიქების მეფე" დიქსი დინი გარდაიცვალა.

ავადმყოფობის გამო, ის დიდი ხნის განმავლობაში ვერ ესწრებოდა საყვარელი "ევერტონის" თამაშებს და იმ დღეს, მოსისხლე მტერთან, "ლივერპულთან" დაპირისპირების ცქერა ტრიბუნიდან გადაწყვიტა.

სამწუხაროდ, მატჩის მსვლელობისას დიქსის გულის შეტევა დაემართა და სტადიონზევე აღესრულა, იმ სტადიონზე, რომელზე მოთამაშე გუნდის ღირსებაც მრავალგზის დაუცავს და მისი მაისურით 399 მატჩში 349 გოლიც გაუტანია.

უილიამ რალფ "დიქსი" დინი ძალიან დიდი ფეხბურთელი იყო, ნამდვილი გოლეადორი. მასზე დაწვრილებით სხვა დროს ვისაუბროთ, ახლა კი პატარა ისტორიას მოგიყვებით მისი პოპულარობის დასადასტურებლად: მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანელებმა ერთი იტალიელი ჯარისკაცი დაიჭირეს. ტყვედ ჩავარდნისას აპენინელმა მათ მიაძახა: "თქვენი უინსტონ ჩერჩილის დედაც... და თქვენი დიქსი დინისაც".

ერთ-ერთი ჯარისკაცი - ლივერპულელი პატრიკ კონელი იყო, რომელიც შემდეგ მსახიობი და შოუმენი გახდა, "სთეიჯნეიმად" კი "ბილ დინი" აიღო, რასაკვირველია - დიქსის პატივსაცემად.

"ლივერპულისა" და "ევერტონის" "სიყვარულის ისტორია" თქვენთვის კარგად ნაცნობია და "ლივერპულის" ლეგენდარულ, საოცრად ქარიზმატულ მწვრთნელ ბილ შენკლის რა გააჩუმებდა...

შოტლანდიელმა ჯერ აქო და ადიდა დინი: "იგი დიადების კომპანიას ეკუთვნის. ისეთების, როგორებიც რემბრანდტი, ბეთჰოვენი და შექსპირი იყვნენ". შემდეგ კი დინის გასვენებაში სიტყვით გამოსვლისას შენკლიმ ჩაილაპარაკა: "მესმის, რომ უხერხულია და სევდიანად ჟღერს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დიქსის გაუხარდებოდა იმის დანახვა, რომ გარდაცვალების შემდეგაც კი, მას ბევრად მეტი ხალხის შეკრება შეუძლია, ვიდრე "ევერტონს" შაბათ საღამოობით".

ბილ შენკლი "ლივერპულის" მწვრთნელობიდან 6 წლის გადამდგარი იყო და საქმე მისი მეგობრისა და ასისტენტისთვის ბობ პეისლისთვის ჰქონდა გადაბარებული, მაგრამ მისთვის "ევერტონთან" პაექრობა ისევე სიცოცხლის ბოლომდე გრძელდებოდა, როგორც დინისთვის - "ლივერპულთან" ქიშპობა.

დიქსის დაკრძალვის ცერემონიალს დაახლოებით 34 ათასი ადამიანი დაესწრო და, აბა, შენკლი ასეთ შანსს როგორ გაუშვებდა? ხაზი ხომ უნდა გაესვა, რომ "ევერტონის" მატჩებს შედარებით ცოტა გულშემატკივარი ესწრებოდა...

სამწუხაროდ, აქედან დაახლოებით წელიწადნახევარში, ასევე გულის შეტევით თავად შენკლიც გარდაიცვალა. გლოვობდა ყველა. სოციალისტი შოტლანდიელის პატივსაცემად ლეიბორისტულმა პარტიამ სიმბოლური კონფერენცია მოაწყო და წუთიერი დუმილით პატივი მიაგო შენკლის ხსოვნას.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ეპოქალური მწვრთნელი სერ მატ ბასბი ისეთი დამწუხრებული იყო, რომ რაღაც პერიოდი კონტაქტზე არავისთან გადიოდა... კრემაციის შემდეგ შენკლის ფერფლი მის სახლადქცეულ "ენფილდზე" კოპის მხარეს მიმოფანტეს, ისე, როგორც შენკლის სურდა და ესიამოვნებოდა - "ის არასოდეს იქნება მარტო".

ყოველკვირეული ჟურნალი ლელო week

ცნობილი უკრაინელი კომენტატორი საქართველოსთან და უნგრეთთან მატჩებისთვის, გულის წამლებსა და დამამშვიდებლებს მოიმარაგებს

[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა

"მოდის სექტემბრის მატჩები და გუნდს ვერ ვხედავ. მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს" - გუცაევმა ნაკრებზე ისაუბრა

ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა გაიმართა

გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი - "მანჩესტერ იუნაიტედს" "სპორტინგის" მცველი სურს

მიულერს მსოფლიო ჩემპიონატზე რონალდოს და მესის წარმატებულად ასპარეზობის არ სჯერა

[VIDEO] NBA-ის ფინალების ისტორიაში ყველაზე დიდი ქამბექი - "ნიქსმა" 29-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა

"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა

სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია

[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა

"შავი ლომი" | "ქარი ქაფის" ჩემპიონმა გვაჯობა

დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!

„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო

20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე

აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს

ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის

კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს

"მამარდა" "იუვენტუსში" გამოირიცხა - "ბიანკონერიმ" ემილიანო მარტინესთან კონტრაქტი შეათანხმაა

"ხვიჩას გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებს ვუქომაგებ" - ზაზა ჯანაშია

პერესმა წინასაარჩევნო დაპირება ვერ შეასრულა - "ატლეტიკომ" 150-მილიონიანი წინადადება დაბლოკა

"მოდის სექტემბრის მატჩები და გუნდს ვერ ვხედავ. მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს" - გუცაევმა ნაკრებზე ისაუბრა

[VIDEO] შენგელიას 14 ქულა - "ბარსელონამ" "ტენერიფე" დიდი ანგარიშით დაამარცხა

კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის

ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი: სეზონი ზღაპრულად დავასრულე, "მარაკანაზე" გოლით

ნეიმარი: ისტორიული ფინალი გველის

ლუიშ ფელიპე სკოლარი: ინგლისელებს დომინირების უფლება მივეცით [VIDEO]

კორონავირუსის გამო "მარაკანას" ფუნქცია შეუცვალეს

ბრაზილია-ინგლისი კინაღამ ჩაიშალა