და აძურაში უნდა

მოკლედ, იტალიის ეროვნულ ნაკრებში მოხვედრაზე დიდი წეწვა-გლეჯვაა. მარჩელო ლიპის დროს ასეთი რამ ნამდვილად არ ხდებოდა, რადგან მაესტრომ თავიდანვე გამოარჩია ფეხბურთელთა ერთი ბირთვი და შემადგენლობასაც სწორედ ამ მოთამაშეებით აკომპლექტებდა. ჩეზარე პრანდელი კი დღემდე ძიების პროცესშია, მუდმივად იწვევს ახალ ფდეხბურთელებს და შესაბამისად, იმეწდი ბევრს გაუჩნდა. მათ შორის გახლავთ "ინტერის" ბრაზილიელი ფეხბურთელი ტიაგო მოტა. კი ვამბობთ ბრაზილიელიო, მაგრამ თავად მოტა თავს იტალიელად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ბავშვობიდან "სკუადრა აძურაში" სურდა ასპარეზობა. სანამ სიტყვას ტიაგოს გადავცემდეთ, აღვნიშნოთ, რომ ტრავმის შემდეგ ფეხბურთელი სერია ა-ს გასულ ტურში დაუბრუნდა მოედანს და თავი გატანილი გოლით გამოიჩინა. მთლიანობაში, შესანიშნავად გაისარჯა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე. სწორედ ასეთმა წარმატებულმა ასპარეზობამ მისცა სტიმული მოტას, რომ შემდეგი განცხადება გაეკეთებინა:

"ადრეც აღვნიშნე და კიდევ ერთხელ, ხაზგასმით მინდა განვაცხადო, რომ იტალიის ნაკრებში მსურს ასპარეზობა. მართალია, ბრაზილიაში დავიბადე, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩემი მშობლები წარმოშობით იტალიიდან იყვნენ და მეც, ბავშვობიდან "სკუადრა აძურას" შემადგენლობაში ასპარეზობაზე ვოცნებობდი. ამასთან, მალევე გადმოვედით ევროპაში საცხოვრებლად და უკვე ათი წელია იტალიის მოქალაქე გახლავართ. პასპორტის აღებასთან დაკავშირებით არავითარი პრობლემა არ შემქმნია, რადგან ჩემი წინაპრები სწორედ იტალიელები იყვნენ. მეც, თავს იტალიელად ვთვლი და რა გასაკვირია, რომ ამ ქვეყნის ღირსების დაცვა მსურს. დავთანხმდებოდი თუ არა გამოძახებას ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში? - გამომდინარე იქიდან, რომ უკვე წლებია "სკუადრა აძურაში" არ მიწვევენ, ალბათ დავთანხმდებოდი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი - ჩემი სურვილი იტალიის ღირსების დაცვაა".

ამის შემდეგ, მოტას პირადმა აგენტმა, დარიო კანოვიმაც გააკეთა განცხადება: "ნახეთ როგორ თYამაშობს "ინტერი" ტიაგო მოტას გარეშე და მასთან ერთად... სხვაობა აშკარაა, რაც ჩემი კლიენტის უმაღლეს კვალიფიკაციაზე მეტყველებს. უკვე დიდი ხანია, რაც მოტას იტალიის ნაკრებში სურს ასპარეზობა, მაგრამ ამ საკითხს არა და არ დაადგა საშველი. მარჩელო ლიპიმ ერთხელაც არ მიაქცია ყურადღება და იმედია, ჩეზარე პრანდელი ამ შეცდომას აღარ გაიმეორებს. დარწმუნებული ვარ, ტიაგოს რომ მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე ეასპარეზა, "სკუადრა აძურა" ასე არ შერცხვებოდა".

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა