არგენტინა. აპერტურა

"ესტუდიანტესმა" კინაღამ გაირთულა საჩემპიონო რბოლაში საკუთარი მყარი პოზიციები. მათთვის, ვინც არ იცის: "ინდეპენდიენტე" კოპა სუდამერიკანას ფინალში გავიდა და ძალების დაზოგვისთვის ჩემპიონატის ბოლო მატჩებს ნახევრად სარეზერვო შემადგენლობით ატარებს. და აი, სწორედ ამ რეზერვმა კინაღამ ორი უმნიშვნელოვანესი ქულა დააკარგვინა ლიდერს. სტატისტიკა თავის თავად მეტყველებს ყველაფერზე: "ინდეპენდიენტე" უფრო ხშირად ფლობდა ბურთს, მეტი დარტყმა და კუთხური შეასრულა და ჯარიმებიც ნაკლები ჰქონდა.

პირველი გოლიც მასპინძლებმა საკუთარი სულელური შეცდომის გამო გაუშვეს. კარლოს მატეუს საჯარიმოდან ბურთის გატანა უნდოდა, მაგრამ ამის ნაცვლად მეტოქე ენცო პერესისთვის პასი გამოუვიდა, რომლისთვისაც გოლის გატანა უადვილესი საქმე იყო.

მასპინძლებმა მეორე ტაიმის სტარტზე ლამაზი სამსვლიანი კომბინაციით გაათანაბრეს - ნიკოლას მარტინესის დარტყმა ზედა ძელს მოხვდა და ბურთი ამის შემდეგ შევარდა ბადეში.

რთული სათქმელია, რა ეშველობოდათ "სტუდენტებს" ამ ჩემპიონატში გასტონ ფერნანდესის გარეშე. ფორვარდი კიდევ ერთხელ მოევლინა მხსნელად "ესტუდიანტესს" და უძლიერესი თავურით 85-ე წუთზე გამარჯვება მოუტანა თავის გუნდს.

"ესტუდიანტესმა" ხუთი ქულით გაუსწრო მთავარ კონკურენტ "ველეს სერსფილდს", თუმცა ეს უკანასკნელი ამ ტურის მატჩს დღეს თამაშობს და წესით არ უნდა გაუჭირდეს შინ "ტიგრეს" დამარცხება, მით უმეტეს, რომ "ველესს" საკუთარ მოედანზე მხოლოდ ოთხი ქულა აქვს დაკარგული.

წინა ტურში "არსენალის" დამარცხების შემდეგ, მოუთმენლად ელოდნენ "ბოკას" შეხვედრას, მაგრამ გრანდს შანსი არ ჰქონია "ნიუელსის" წინააღმდეგ. როგორც ჩანს, ზედმეტად შეაქეს ვუნდერკინდი არაუხო, რომელიც პირველად გამოჩნდა "ბოკას" ძირითადში, მაგრამ ვერ გაამართლა მასზე გაცემული ავანსები, მარტინ პალერმოს კი ნახევარმცველების სუსტი თამაშის გამო ბურთი თითქმის არ მისდიოდა. "ნიუელსიც" მეტოქის უნიათობის ფონზე იყო გამორჩეული, თორემ მასპინძლებს განსაკუთრებული არაფერი უჩვენებიათ. ერთადერთი გოლი მათ 85-ე წუთზე გაიტანეს. ლუის როდრიგესს 25 მეტრიდან ერთი შეხებით ძალიან ეფექტური გოლი გამოუვიდა.

ასეთივე ანგარიშით დასრულდა შეხვედრა "რივერ პლეიტის" მონაწილეობით, ოღონდ მეორე გრანდმა გამარჯვებას მიაღწია. "ოლიმპოს" წინააღმდეგ მატჩში გადამწყვეტი აღმოჩნდა პარაგვაელი მცველის ადალბერტო რომანის გოლი.

ბრწყინვალე თამაში აჩვენა ხუან პაბლო კარისომ და არგენტინული პრესა მოუწოდებს სერხიო ბატისტას ამ მეკარის ნაკრებში დაბრუნებისკენ. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო მომენტი მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე, როცა კარისომ ბარეიროს ოთხი მეტრიდან დარტყმული აუღო და "რივერს" გამარჯვება შეუნარჩუნა.

XVI ტური

ხიმნასია-გოდოი 1:3

გოლები: 0:1 ნ. სანჩესი (12), 1:1 როხანო (33), 1:2 დ. რამირესი (67), 1:3 მასუერო (72-საკ. კარში)

არსენალი-სან ლორენსო 2:1

გოლები: 0:1 როვირა (37), 1:1 ობოლო (62), 2:1 მოსკა (90+3)

კილმესი-ოლ ბოისი 2:1

გოლები: 0:1 მატოსი (10), 1:1 ხ. მორალესი (74), 2:1 რომეო (79)

ბანფილდი-რასინგი 1:2

გოლები: 0:1 ჰაუჩი (21), 1:1 კარუშა (24), 1:2 ბილერი (55)

ინდეპენდიენტე-ესტუდიანტესი 1:2

გოლები: 0:1 ხ. პერეირა (11), 1:1 ნ. მარტინესი (46), 1:2 გ. ფერნანდესი (85)

ნიუელსი-ბოკა ხუინორსი 1:0

გოლი: 1:0 ლ. როდრიგესი (85)

რივერ პლეიტი-ოლიმპო 1:0

გოლი: 1:0 რომანი (32)

ურაკანი-ლანუსი დღეს

არგ. ხუნიორსი-კოლონი დღეს

ველეს სარსფილდი-ტიგრე ხვალ

თ მ ფ წ ბ ქ

1. ესტუდიანტესი 16 11 3 2 23-7 36

2. ველესი 15 9 4 2 23-8 31

3. არსენალი 16 8 4 4 19-15 28

4. გოდოი 16 7 6 3 29-18 27

5. რასინგი 16 7 4 5 22-15 25

6. რივერი 16 6 7 3 15-12 25

7. ნიუელსი 16 6 7 3 13-10 25

8. კოლონი 15 6 5 4 18-22 23

9. ოლ ბოისი 16 6 4 6 19-17 22

10. ლანუსი 15 6 3 6 15-19 21

11. არგ. ხუნიორსი 15 5 5 5 16-15 20

12. ბოკა 16 6 2 8 18-19 20

13. სან ლორენსო 16 5 5 6 16-18 20

14. ბანფილდი 16 4 7 5 18-15 19

15. ტიგრე 15 5 3 7 18-20 18

16. ოლიმპო 16 4 2 10 16-24 14

17. კილმესი 16 2 7 7 12-22 13

18. ინდეპენდიენტე 16 2 7 7 13-24 13

19. ურაკანი 15 3 4 8 13-26 13

20. ხიმნასია 16 2 5 9 9-19 11

ბომბარდირები: 9 - მარტინესი (ველესი), სილვა (ველესი); 8 - რამირესი (გოდოი); 7 - სტრაკალურსი (ტიგრე), პალერმო (ბოკა), ობოლო (არსენალი).

კეთილშობილი რიკელმე

"ბოკა ხუნიორსის" ვარსკვლავმა ხუან რომან რიკელმემ თავისი კლუბის მიმართ კეთილშობილური ჟესტი გამოიჩინა. როგორც წინა მიმოხილვაში ვწერდით, ვეტერანმა პლეიმეიკერმა ტრავმა მიიღო და მინიმუმ 2010 წლის ბოლომდე ვერ შეძლებს ვარჯიშს. ამიტომაც რიკელმემ გადაწყვიტა უთამაშებლობის პერიოდში უარი თქვას ხელფასზე. ხუანმა წელს გააფორმა ოთხწლიანი და ხუთმილიონიანი კონტრაქტი "ბოკასთან".

"მე დაველაპარაკები კლუბის პრეზიდენტს, - ამბობს რიკელმე. - სამართლიანი იქნება თუ ამ პერიოდში ჩემთვის განკუთვნილი თანხა კლუბში დარჩება. უმჯობესია ეს ფული ახალგაზრდების აღზრდას ან შემადგენლობის გაძლიერებას მოახმარონ.

სულაც არ მიხარია ნახევარი წელი უსაქმოდ ყოფნა. ყველაზე კარგი, რაც ახლა შემიძლია გავაკეთო - ხელფასზე უარის თქმა იქნება".

რიკელმემ თავისი აზრი გამოთქვა "ბოკა ხუნიორსის" მომავალი მთავარი მწვრთნელის შესახებ და მხარი დაუჭირა მიგელ ანხელ რუსოს კანდიდატურას, თუმცა ისიც განაცხადა, რომ დიეგო მარადონასთან პრობლემა არ შეექმნება: "ნაკრებში თამაშზე უარის თქმა შემეძლო, რადგან არ ვარ ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომელი, მაგრამ "ბოკა" ჩემი სამსახურია და ვალდებული ვარ ყველა მწვრთნელთან გამოვნახო საერთო ენა".

"ბოკა ხუნიორსი" ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურებას აპირებს. არგენტინულ გრანდს შემადგენლობის გასაძლიერებლად ევროპაში მოთამაშე ორი არგენტინელი ჰყავს შერჩეული.

ნომერ პირველი სამიზენა - არგენტინის ნაკრებისა და ჰოლანდიის "ალკმაარის" მეკარე სერხიო რომერო. სავარაუდოდ, მას ექვსთვიანი იჯარით აიყვანენ და კოპა ამერიკას შემდეგ 9 მილიონ დოლარად გამოისყიდიან.

მეორე კანდიდატია ფორვარდი დარიო ცვიტანიჩი, რომელზეც უფლებები კვლავინდებურად ამსტერდამის "აიაქსს" ეკუთვნის, თუმცა ახლა ეს თავდამსხმელი მექსიკის "პაჩუკას" ღირსებას იცავს.

რივერის ვუნდერკინდი ფიორეს ერგო?

"რივერ პლეიტის" სენსაციური ფორვარდი როხელიო გაბრიელ ფუნეს მორი, შესაძლოა, უახლოეს მომავალში სერია A-ში გადავიდეს სათამაშოდ.

სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდა ფორვარდზე სხვადასხვა რანგის ევროპული კლუბები აცხადებენ პრეტენზიას. სანამ გრანდები არგენტინელზე დაკვირვებას აწარმოებენ, მეორე ეშელონის ტოპ-კლუბებმა უკვე დაიწყეს "რივერთან" მოლაპარაკებები.

ავტორიტეტული არგენტინული გამოცემა Ole-ის ცნობით, "მილიონარიოსის" პრეზიდენტმა დანიელ პასარელამ უარყო "ბენფიკას" წინადადება - პორტუგალიური კლუბი ფუნეს მორიში 8 მილიონი ევროს იხდიდა. სამაგიეროდ, ამ მიმართულებით უფრო პერსპექტიული ჩანს "ფიორენტინას" ნაბიჯები.

ფლორენციური კლუბის მენეჯმენტს 19 წლის თავდამსხმელისთვის 10 მილიონი ევრო აქვს გამზადებული და ამ თანხას უმატებს არგენტინის ნაკრების ნახევარმცველ მარიო ბოლატის.

არგენტინელი ჟურნალისტები დარწმუნებულნი არიან, რომ პასარელა ამ წინადადებას დათანხმდება და ტრანსფერი დროის საკითხია.

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა
[VIDEO] გამარჯვებასთან რა ახლოს ვიყავით - "იბერია 1999" "მიალბისთან" ფრეს დასჯერდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია
ტონი კროოსმა ისტორიაში 5 საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველი დაასახელა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...