ბრაზილია. სერია A

სერია A-ს ბოლოსწინა ტურში სამივე ლიდერმა გაიმარჯვა და დასკვნით ტურს მცირედი ინტრიგა შეუნარჩუნა. ყველაზე მეტად "ფლუმინენსეს" გაუჭირდა. მართალია, ლიდერი სტუმრად უმოტივაციო "პალმეირასს" ხვდებოდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა არ მოისურვა სტატისტის როლში ყოფნა და გვარიანად ანერვიულა მეტოქე. ანგარიში სწორედ "პალმეირასმა" გახსნა. დინეის მცველის შეცდომის შემდეგ მიუვიდა ბურთი და არც უფიქრია ისე გაისროლა 25 მეტრიდან.

"ფლუმინენსე" არ დაიბნა და მალე მომენტი მომენტზე შექმნა. ეს მონაკვეთი კარლინიოსის გოლით დასრულდა. სტუმრებმა შეტევები გააგრძელეს, მაგრამ მალე ტრავმის გამო დეკუ დაკარგეს და პორტუგალიელის ნაცვლად მოედანზე ტარტა გამოვიდა. სწორედ ეს უკანასკნელი გახდა მატჩის გმირი - მეორე ტაიმში დამატებაზე ივარგა და სამი ქულა მოუტანა "ფლუმინენსეს".

ლიდერს არ ჩამორჩა "კორინთიანსი" და მოლოდინისამებრ საკუთარ მოედანზე დაამარცხა "ვასკო და გამა" - 2:0. ანგარიში ბრუნო სეზარმა გახსნა - 25 მეტრიდან დაარტყა და რიკოშეტი დაეხმარა, მეორე გოლისას კი დანილომ რობერტო კარლოსის პასი გამოიყენა. "კორინთიანსმა" მოიგო, მაგრამ შენარჩუნდა ერთქულიანი ჩამორჩენა "ფლუმინენსესთან", თანაც "კრუზეიროც" ახლოსაა.

"მელიებმა" სტუმრად რთულ ბრძოლაში მოუგეს "ფლამენგოს" - 2:1. არადა, სტარტიდანვე მდევრის როლში აღმოჩნდნენ და რომ არა სწრაფი საპასუხო გოლი, საქმე სერიოზულად გართულდებოდა. კვანძი მეორე ტაიმის შუაში გაიხსნა, როცა მონტილიომ მარჯვენა ფლანგიდან შორეულ ძელთან ჩააწოდა და იქ ბურთს ტიაგო რიბეირო დახვდა. 2:1 "კრუზეიროს" სასარგებლოდ, მაგრამ ეს გუნდი, ისევე როგორც "კორინთიანსი" სასწაულის მოლოდინში უნდა იყოს, რადგან ბოლო ტურში "ფლუმინენსე" შინ ხვდება "გუარანის", რომელიც უკვე გავარდნილია სერია B-ში.

XXXVII ტური

ატ. გოიანიენშე-სან პაულუ 1:1

გოლები: 0:1 როჟერიო სენი (56-პენ), 1:1 ელიაში (64)

ატ. მინეირო-გოიაში 3:1

გოლი: 1:0 დიეგო სოუზა (15), 1:1 ევერტონ სანტოსი (39), 2:1 რენან ოლივეირა (45), 3:1 დიეგო ტარდელი (63)

ავაი-სანტოსი 3:2

გოლები: 0:1 კეირისონი (9), 0:2 ნეიმარი (32), 1:2 კაიო (40), 2:2 კაიო (46), 3:2 კაიო (81)

ბოტაფოგო-გრემიო პრ 3:1

გოლები: 1:0 ანტონიო კარლოსი (30), 2:0 ედნო (44), 2:1 ვილიან ჟოზე (68), 3:1 მარსელო კორდეირო (90-პენ)

სეარა-ატ. პარანაენსე 1:1

გოლები: 0:1 რაფაელ სანტოსი (36), 1:1 მაგნო ალვეში (43)

კორინთიანსი-ვასკო და გამა 2:0

გოლები: 1:0 ბრაუნო სეზარი (40), 2:0 დანილო (57)

ფლამენგო-კრუზეირო 1:2

გოლები: 1:0 დიეგო მაურისიო (9), 1:1 როჟერი (16), 1:2 ტიაგო რიბეირო (68)

გუარანი-გრემიო 0:3

გოლები: 0:1 ანდრე ლიმა (23), 0:2 ჟონასი (78-პენ), 0:3 დიეგო (83)

ინტერნასიონალი-ვიტორია 1:1

გოლები: 0:1 ადაილტონი (50), 1:1 რაფაელ სობისი (62)

პალმეირასი-ფლუმინენსე 1:2

გოლები: 1:0 დინეი (4), 1:1 კარლინიოსი (19), 1:2 ტარტა (58)

თ მ ფ წ ბ ქ

1. ფლუმინენსე 37 19 11 7 61-36 68

2. კორინთიანსი 37 19 10 8 64-40 67

3. კუზეირო 37 19 9 9 51-37 66

4. გრემიო 37 16 12 9 65-43 60

5. ბოტაფოგო 37 14 17 6 54-39 59

6. ატ. პარანაენსე 37 16 9 12 42-45 57

7. სანტოსი 37 15 10 12 63-50 55

8. ინტერნასიონალი 37 15 10 12 45-41 55

9. სან პაულუ 37 14 10 13 50-54 52

10. პალმეირასი 37 12 14 11 41-41 50

11. სეარა 37 10 17 10 35-42 47

12. ვასკო და გამა 37 10 16 11 41-45 46

13. ატ. მინეირო 37 13 6 18 52-60 45

14. ავაი 37 11 10 16 49-57 43

15. ფლამენგო 37 9 16 12 41-44 43

16. ატ. გოიანენსე 37 11 8 18 51-57 41

17. ვიტორია 37 9 14 14 42-48 41

18. გუარანი 37 8 13 16 33-52 37

19. გოიაში 37 8 8 21 40-67 32

20. გრემიო პრ 37 7 10 20 39-61 28

ბომბარდირები: 22 - ჟონასი (გრემიო); 17 - ნეიმარი (სანტოსი); 14 - ბრუნო სესარი (კორინთიანსი); 12 - ობინა (ატ. მინეირო), ელიაში (ატ. გოიანენსე); 11 - აბრეუ (ბოტაფოგო).

ნომინანტები

ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, ავტორიტეტულმა გამოცემა Globo Esporte-მ ბრაზილიის ჩემპიონატის "წლის მოთამაშისა" და სხვა ნომინაციებში კანდიდატები დაასახელა. ნომინანტთა სრული სია ასე გამოიყურება:

მეკარე: ფაბიო (კრუზეირო), ჯეფერსონი (ბოტაფოგო), ვიქტორი (გრემიო);

მარცხენა მცველი: ჯონათანი (კრუზეირო), ლეო მოურა (ფლამენგო), მარიანო (ფლუმინენსე);

მარჯვენა ცენტრალური მცველი: ალექს სილვა (სან პაულუ), შიკაო (კორინთიანსი), დედე (ვასკო);

მარცხენა ცენტრალური მცველი: ლეანდრო ეუსებიო (ფლუმინენსე), მირანდი (სან პაულუ), რეკერი (ატ. მინეირო);

მარცხენა მცველი: კლებერი (ინტერნასიონალი), დიეგო რენანი (კრუზეირო), რობერტო კარლოსი (კორინთიანსი);

მარჯვენა ნახევარმცველი: ფაბრისიო (კრუზეირო), ჟუსილეი (კორინთიანსი), ვილიანსი (ფლამენგო);

მარჯვენა ცენტრალური ნახევარმცველი: ანდრეს დ'ალესანდრო (ინტერნასიონალი), მონტილიო (კრუზეირო), პაულო ბაიერი (ატ. პარანაენსე);

მარცხენა ცენტრალური ნახევარმცველი: ბრუნო სეზარი (კორინთიანსი), დარიო კონკა (ფლუმინენსე), დუგლასი (გრემიო);

მარცხენა ნახევარმცველი: აროუკა (სანტოსი), ელიასი (კორინთიანსი), მარკო ასუნსაო (პალმეირასი);

თავდამსხმელები: ედერ ლუისი (ვასკო), ჟონასი (გრემიო), ტიაგო რიბეირო (კრუზეირო), კლებერი (პალმეირასი), ლოკო აბრეუ (ბოტაფოგო), ნეიმარი (სანტოსი);

წლის მწვრთნელი: კუკა (კრუზეირო), მურისი რამალიო (ფლუმინენსე), რენატო გაუშუ (გრემიო).

საუკეთესო მოთამაშე: დარიო კონკა (ჯერჯერობით 265 938 ხმა), დედე (170 451), ბრუნო სეზარი (163 858).

თურქეთის "გალათასარაის" ნახევარმცველ ელანოს მობეზრდა ევროპაში თამაში და სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა.

დონეცკის "შახტარისა" და "მანჩესტერ სიტის" ყოფილმა მოთამაშემ დაკარგა ადგილი ბრაზილიის ნაკრებში და ახლა სეზონის ბოლომდეც არ სურს თურქეთში დარჩენა.

29 წლის ელანო ბლუმერი მშობლიურ "სანტოსს" უმიზნებს. ვარაუდობენ, რომ ტრანსფერის თანხა დაახლოებით 9 მილიონი ევრო იქნება.

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა