<p>წესით, მსოფლიოს ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების კარი "ლევერკუზენის" მეკარე რენე ადლერს უნდა დაეცვა. მუნდიალის დაწყებამდე თვენახევრით ადრე...</p><p><br> წესით, მსოფლიოს ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების კარი "ლევერკუზენის" მეკარე რენე ადლერს უნდა დაეცვა. მუნდიალის დაწყებამდე თვენახევრით ადრე, ბუნდესმწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა განაცხადა, რომ სამხრეთ აფრიკაში გერმანიის პირველი ნომერი ადლერი იქნებოდა. მაგრამ ახალგაზრდა მეკარეს ბედმა უმტყუნა, მუნდიალის დაწყებამდე სამი კვირით ადრე მძიმედ დაშავდა და ლიოვი იძულებული გახდა, კარში მისი კონკურენტი მანუელ ნოიერი ჩაეყენებინა. "შალკეს" კიპერმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, რის გამოც, ადლერი აღიარებს, რომ ახლა ის უკვე მეორე მეკარეა.</p><p>"მანუელმა ყველა მატჩში შესანიშნავად იასპარეზა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა პირველი მეკარე სწორედ ის არის და მე რომ გამოვჯანმრთელდები, პირველობის დაბრუნებისთვის დიდი ბრძოლა მომიწევს. ამის აღიარება არ მიჭირს და ახლა რომ ვთქვა, პირველი მე ვარ-მეთქი, ეს დიდი სისულელე იქნება, - განუცხადა ადლერმა "ბილდს", - ყველა ხედავს, რომ ნოიერმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალიან კარგად იასპარეზა. შესაბამისად, მას მეც პატივი უნდა ვცე და ვცემ კიდეც. ნამდვილად არ ვიტყვი იმას, რომ მანუელს ბრძოლას ვუცხადებ. ის ჩემი მეგობარია. უბრალოდ, შევეცდები, ცდა არ დავაკლო და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ოდესმე პირველი მეკარის სტატუსი დავიბრუნო."</p>
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ბასილაშვილი მეცის ჩელენჯერს ტრავმის გამო ჩაეხსნა
19-წლამდელებმა შესარჩევში ასპარეზობა სან-მარინოსთან გამარჯვებით დაასრულეს
შერმადინის "ტენერიფემ" ევროთასის მატჩი "ტელეკომს" თურქეთში დრამატულად მოუგო
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
"არანაირი პრობლემა არ იქნება" - სკალონი მესის სამწვრთნელო შტაბში შესაძლო გაწევრიანებაზე
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U17. საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის A ლიგაში გავიდა
"მერაბმა ლამაზად შეუსრულა - უსმანი ყველა ფრონტზე დამარცხდა" - ამბობს დაღესტანელი პრომოუტერი
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
216 სანტიმეტრი სიმაღლის ცენტრით - ჯიკიჩმა ნოემბრის სანაკრებო მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საბა ლაზიშვილი: უმართან ბრძოლა ჩემთვის პირადულია, რადგან კულისებს მიღმა ისეთი რაღაცები მოხდა...
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
დვალიშვილის თხოვნის შემდეგ, უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს
[VIDEO] "ილიასთან მთელი ცხოვრების გატარება მინდოდა... ურთიერთობის გაგრძელება ამას ნიშნავდა" - თოფურიას ყოფილმა მეუღლემ საჯაროდ განქორწინებაზე პირველად ისაუბრა
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
მილევსკიმ უკრაინა ანდორას დონეზე დააყენა და ჩვენ უფრო ცუდ დღეში მოგვიხსენია - მაშინ სადაა საქართველოს ნაკრები?!
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
მესი კვლავ არგენტინის ნაკრებში და უკვე სხვა როლით? - ლეოს ახალი წინადადება აქვს