ბერარდი და მარონე ბრემენში?
ბრემენის "ვერდერის" მიზანი ამ სეზონში მხოლოდ ელიტაში ადგილის შენარჩუნებაა, მომავალი სეზონისთვის კი "მუსიკოსები" გუნდის მნიშვნელოვნად გაძლიერებას და უფრო მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას აპირებენ. ადრეც გაუწყეთ, რომ წინა უქმეებზე "ვერდერის" სპორტული დირექტორი თომას აიხინი ტურინში იმყოფებოდა, სადაც "იუვენტუსის" შეფებთან პირველი მოლაპარაკებები გამართა.

"ლელოს" მკითხველმა იცის, რომ "ვერდერი" და "იუვენტუსი" თანამშრომლობას აპირებენ, რაც ტურინიდან პერსპექტიული ფეხბურთელების ბრემენში განათხოვრებას გულისხმობს.

"ვერდერის" სამიზნეში არიან 19 წლის თავდამსხმელი დომენიკო ბერარდი და 23 წლის ნახევარმცველი ლუკა მარონე. ორივე მათგანი "სასუოლოში" თამაშობს, მაგრამ ორივე "იუვენტუსს" ეკუთვნის. ბრემენელებს განსაკუთრებით ბერარდი მოსწონთ, რადგან ამ უკანასკნელს მიმდინარე სეზონის 15 მატჩში უკვე 11 გოლი აქვს გატანილი და 5 საგოლე პასიც გააკეთა. ბერარდის ფასი დღეისათვის 10 მილიონი ევროა. მარონე კი საყრდენი ნახევარმცველია და 7 მილიონი ღირს.

როგორც ირკვევა, ზამთარში "ვერდერში" არც ერთი ტურინელი ფეხბურთელი არ გადავა. ამას წინათ გაუწყეთ, რომ ბრემენულ კლუბს ტურინელები 27 წლის მარჯვენა მცველს, მარკო მოტას სთავაზობდნენ, მაგრამ "ვერდერის" მთავარმა მწვრთნელმა რობინ დუტმა ამ ფეხბურთელზე უარი თქვა.

აი, ზაფხულში კი ტურინიდან ბრემენის გზას არაერთი ფეხბურთელი დაადგება - სწორედ ამაზე შეუთანხმდა აიხინი "იუვეს" სპორტულ დირექტორ ჯუზეპე მაროტას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დომენიკო ბერარდი: ეს საღამო არასდროს დამავიწყდება

"რომამ" მარტივად მოიგო და მე-4 ადგილზე გადავიდა
სპერციანი სერია A-ში - "ინტერში" სომხური დუეტი იქნება?
ჰოილუნის ლიდერობით - "ნაპოლიმ" "კრემონეზეს" მოუგო
ტერ შტეგენი გუნდს გამოიცვლის, თუმცა კატალონიაში დარჩება
სერხიო რამოსი შეიძლება საფრანგეთში დაბრუნდეს
სასაჩუქრე ნაკრებები მამაკაცისთვის - PSP-ში საახალწლო ფასდაკლება გელოდებათ
"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
"ფლორენტინო პერესმა საფეხბურთო სამყარო შეცვალა" - რონალდომ "რეალის" პრეზიდენტის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა
ერთ ნაბიჯში "სიტისთან" - დღეს სემენიო "ბორნმუთში" სავარაუდოდ, ბოლო მატჩს ჩაატარებს
"ეს ძალიან რთული დრო იყო, ერთი გუნდი არ ვიყავით" - ვიტინიამ პსჟ-ში მძიმე პერიოდი გაიხსენა
"რომამ" მარტივად მოიგო და მე-4 ადგილზე გადავიდა
საქართველოს ნაკრებმა სეზონის ბოლო მატჩში საუდის არაბეთთან ფრედ ითამაშა
[VIDEO] მატჩისას მეკარე იძულებული გახდა ჩაი დაელია
სპერციანი სერია A-ში - "ინტერში" სომხური დუეტი იქნება?
7-კაცა | გიორგი ნოზაძე - შეიყვარე და გამოგვყევი
საქმე სერიოზულადაა. წიტაიშვილს რიგი დაუდგა - ბუნდესლიგის კლუბი წინადადებას ამზადებს
"შახტარს" აზაროვი და კიდევ შვიდი ფეხბურთელი დატოვებს
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა
"გერმანია და ბრაზილია ტოპ 5-ში არ არიან" - კროოსმა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
ედინსონ კავანიმ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
ხვიჩა კვარაცხელია „არქის“ მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი და პარტნიორი გახდა
[VIDEO] მამუკელაშვილის 22 წუთი და ბარნსის საოცარი მატჩი - "ტორონტომ" "გოლდენ სტეიტი" ოვერტაიმში დაამარცხა
ხვიჩას გოლი მე-2 ადგილზე გავიდა - ნახეთ, ბერარდის ასევე შედევრი, რომელიც სერია A-ს მე-2 ტურში კვარაცხელიას გოლს ამჯობინეს [VIDEO]
ჯუზეპე მაროტამ დაადასტურა - ლეონარდო ბონუჩის დაბრუნება გვსურს!
"ვერდერის" ახალი შააფი დუტია!
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
ტურინის "იუვენტუსი" გაძლიერებას არ გეგმავს
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
იტალია VS ესპანეთი - იერუსალიმში ახალგაზრდების ფინალია
მესი "ინტერში" უტოპიაა - ამბობს "ნერაძურის" გენერალური დირექტორი
"ვერდერი" "იუვენტუსს" უმეგობრდება
გერმანია. ბუნდესლიგა. III ტური. პარასკევის მატჩის წინ: ექვსქულიანების დუელი
მასიმილიანო ალეგრი "იუვენტუსში" 2020 წლამდე დარჩა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
როგორია "სკუადრა აძურას" ოქროს თაობა
მაროტამ "იუვენტუსი" დატოვა და "ინტერში" აპირებს გადასვლას
იტალიის ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი ბრემენშია
ტრანსფერ ONLINE: ხესე, გადადი, რა!.. 29 იანვრის ტრანსფერები და ჭორები
მაროტა: დიბალას ძალით ვერ დავაკავებთ
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ბერარდის იტალიური გრანდების რიგი უდგას - თავდამსხმელმა არჩევანი უკვე გააკეთა
ჯამპიერო ვენტურა: იტალიის ამ თაობას დიდი მომავალი აქვს
"არსენალი" იტალიელი თავდამსხმელის სამსახურით დაინტერესდა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია