ორმაგი ქულები იქნება
ფრანგი სპეციალისტები, რომლებიც სამთო კურორტ მარიბელში მიხაელ შუმახერის ტრაგიკულ ინციდენტს იძიებენ, კიდევ ორი კვირა აპირებენ მუშაობის გაგრძელებას, რის შემდეგაც სპეციალურ პრესკონფერენციაზე წარმოადგენენ შედეგებს.

გრენობლის გაზეთი Le Dauphine Libere-ი წერს, რომ შუმახერის სათხილამურო ამუნიცია და გატეხილი დამცავი ჩაფხუტი ქალაქ შამონიში, სამთო თხილამურებისა და ალპინიზმის ეროვნულ აკადემიაში გაიგზავნა ექსპერტიზაზე, სადაც კვალიფიციური სპეციალისტები განსაზღვრავენ - შეიძლებოდა თუ არა მომხდარზე გავლენა ჰქონოდა ტექნიკურ ფაქტორს.

ამასობაში, არიზონას შტატში, Barrett-Jackson-ის ტრადიციულ საავტომობილო აუქციონზე გაიყიდა Ferrari F300, რომლითაც 1998 წელს მიხაელ შუმახერი გამოდიოდა.

ეს არის ერთ-ერთი იმ ცხრა ბოლიდიდან, რომელიც იმ სეზონში მარანელოში შეიქმნა. ეს მანქანა აქტიურად გამოიყენებოდა ტესტებზე და ლეგენდარული გერმანელი მის საჭეს 38-ჯერ მიუჯდა. ბოლიდი სრულად გამართულია და აღჭურვილია 805 ცხენის ძალის ძრავით.

გასაყიდად გამოტანამდე ბოლიდი დაქოქეს და კლასიკური V10 ძრავის ხმამ დარბაზში დამსწრეებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა: ყველამ ტაში დაუკრა და ეს იყო გრენობლის საავადმყოფოში კომაში მყოფი შუმახერისადმი მათი მხარდაჭერა.

ორმაგი ქულები იქნება

ფორმულა 1-ის მთავარმა პრომოუტერმა ბერნი ექლსტოუნმა აღნიშნა, რომ 2014 წლის სეზონის ბოლო რბოლაში ორმაგი ქულების მინიჭების წესი აუცილებლად შევა ძალაში. ბრიტანელის სიტყვებით, ვერავინ იქონიებს გავლენას ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებაზე.

"ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ფინალურ რბოლაში ორმაგი ქულების მინიჭების სისტემა აუცილებლად ამოქმედდება, - ამბობს ექლსტოუნი. - ამ წესის აკრძალვაზე უფლებამოსილება არავის აქვს. წესების ეს პუნქტი უკვე მოწონებულია ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის მსოფლიოს საბჭოს მიერ. ამიტომაც უკან დახევა დაუშვებელია".

გერმანულმა გაზეთმა "ბილდმა" დაწერა, რომ ბერნი ექლსტოუნს 10-წლიანი პატიმრობა ელის მექრთამეობის გამო.

შეგახსენებთ, რომ ბანკირი გერჰარდ გრიბოვსკი, რომელმაც ბერნისგან ქრთამი მიიღო, რვაწლიანი პატიმრობით დაისაჯა, ხოლო მოსამართლე პეტერ ნოლი, რომელმაც ეს სასჯელი გამოიტანა, ასევე იმუშავებს ექლსტოუნის საქმეზე. ნოლი ამტკიცებს, რომ აღნიშნულ კორუფციულ სკანდალში "მამოძრავებელი ძალა" სწორედ ბრიტანელი ჩინოვნიკი იყო.

თავად ბერნი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოვიდა ფორმულა 1-ის მმართველი საბჭოდან, ხუმრობს სავარაუდო პატიმრობის შესახებ.

"არ მგონია, რომ გერმანული ციხიდან შევძლო სერიის კარგად მართვა", - განაცხადა ბრიტანელმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
"არ მგონია, ლუისმა მიხაელის რეკორდის გაუმჯობესება მოახერხოს... მიზეზი?" - ფელიპე მასამ ჰამილტონსა და შუმახერზე ისაუბრა
ფორმულა 1: მუდმივი არაფერია
ფორმულა 1. იაპონიის გრან-პრის შემდეგ: შეთქმულების თეორია "მერსედესის" წინააღმდეგ
ფორმულა 1: მესამე მანქანა იქნება?
მიხაელ შუმახერის საჩემპიონო ბოლიდი იყიდება
Auto-bild.ro: მიხაელ შუმახერის სიმაღლე 14 სანტიმეტრით შემცირდა
ფორმულა 1: ბერნი ექლსტოუნის სიდედრი თავისუფალია
ფორმულა 1: მოტაცება ბრაზილიურად
მიხაელ შუმახერი ქალიშვილმა ასახელა
ფორმულა 1: დიდი ცირკი მფლობელს იცვლის
მიხაელ შუმახერმა, შესაძლოა, მკურნალობა აშშ-ში გააგრძელოს
შუმახერის კარიერაში ყველაზე მტკივნეული გამარჯვების ისტორია