25 იანვარს ტიუმენში გასამართავ პირველ საჩვენებელ შეხვედრას ძიუდოში - "ევროპა აზიის წინააღმდეგ" ადამ ოქრუაშვილი (+100) გამოაკლდა
25 იანვარს ტიუმენში გასამართავ პირველ საჩვენებელ შეხვედრას ძიუდოში - "ევროპა აზიის წინააღმდეგ" ადამ ოქრუაშვილი (+100) გამოაკლდა.

შეგახსენებთ, რომ ამ ახალ, თუმცა უკვე საინტერესო პაექრობაში ევროპულ ნაკრებში შვიდი წონიდან სამში ქართველი იყო მიწვეული - ევროპის ვიცე-ჩემპიონი ადამ ოქრუაშვილი, მსოფლიოს ვიცე და ევროპის ჩემპიონები ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) და ვალერი ლიპარტელიანი (90).

ჩვენდა სამწუხაროდ, შეხვედრის ორგანიზატორმა, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ გადაწყვეტილება შეცვალა და ოქრუაშვილის ნაცვლად რუსთა სახელოვან ფალავანს, ლონდონის ოლიმპიადის ფინალისტსა და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონ ალექსანდრ მიხაილინს აყენებს.

არადა, ჩვენმა ფალავანმა ხელის ტრავმა მოიშუშა და მზად იყო საჭიდაოდ. მიხაილინი მართლაც დიდი სპორტსმენი და კარგი პიროვნებაა - ქედს ვიხრით მისი მიღწევების წინაშე, მაგრამ შარშან ოქრუაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირადსა და გუნდურში ორჯერ მოუგო.

ვეჭვობთ, ამ ცვლილებაში რუსთა ხელიც ურევია - ტურნირი მათთან ტარდება და, პოლიტიკას თავი დავანებოთ, ფსიქოლოგიურად ცოტა ძნელი ასატანი იქნებოდა, ევროპის ნაკრებში სამ ქართველსა და ერთ რუსს ეჭიდავათ. თუმცა სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ მძიმე წონაში მონაწილე აზიის ნაკრებიც შეცვალეს - სამხრეთკორეელ მსოფლიოს პრიზიორ სუნ-მინგ კიმის ნაცვლად ყირგიზი იური კრაკოვეცკია მიწვეული.

ამ ცვლილებით ევროპის გუნდში ცალკეულ ქვეყნებს შორის წარმომადგენლობითი თანაფარდობა აღსდგა - საქართველოს, რუსეთსა და ჰოლანდიას 2-2 მონაწილე ეყოლებათ, თუმცა ეროვნული ნიშნით თუ გადავხედავთ, მაინც წინ ვართ, რადგან მეშვიდე მონაწილე უკრაინელი ქართველია.

ევროპის ნაკრებში რუსეთიდან ოლიმპიური ჩემპიონი არსენ გალსტიანი (60) და მიხაილინი იჭიდავებენ, ჰოლანდიიდან - ევროპისა და მსოფლიოს ვერცხლისმედალოსანი დექს ელმონტი (73) და ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს სამგზის ფინალისტი და ოლიმპიადის ორგზის ბრინჯაოსმედალოსანი ხენკ ხროლი (100), უკრაინიდან კი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გიორგი ზანთარაია (66) გამოვა.

ალბათ, ბევრის მოლოდინის საწინააღმდეგოდ, აზიელ ვაჟთა შემადგენლობაში სულაც არ დომინირებენ იაპონელი, სამხრეთკორეელი ან თუნდაც მონღოლი ძიუდოისტები. ყველაზე მეტით უზბეკეთია წარმოდგენილი - 2 ფალავნით, სხვებს კი თითო კაცი ჰყავთ. აზიიდან ევროპელებს იაპონელი მსოფლიოს ჩემპიონი ნაოჰისა ტაკატო (60), ყაზახი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი აზამატ მუკანოვი (66), მონღოლი მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი ცაგანბაატარ ხაშბაატარი (73), უზბეკი იაკიო იმამოვი (81), კორეელი მსოფლიოს ჩემპიონი კიუ-ვონ ლეე (90), უზბეკი სოიუბ ყურბანოვი (100) და ზემოხსენებული ყირგიზი კრაკოვეცკი (+100) დაუპირისპირდებიან.

ჩვენი დუეტიდან უფრო ჭრიკიშვილს გაუმართლა მეტოქეში, თუმცა ესეც საჩოთირო საკითხია.

იმამოვი შედეგებით არ გამოირჩევა, მაგრამ ჩვენებურთან თანაბარი ბალანსი აქვს - ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, ორჯერვე შარშან და პირველად უზბეკმა იმარჯვა - პარიზის "დიდი მუზარადის" ფინალში, მაგრამ ჩვენებურმა მსოფლიოს პირველობაზე გუნდურში რევანში აუღო.

უზბეკი მაინც არ გვგონია ქართველის სადარი მეტოქე და, იმედია, ჭრიკიშვილი ამჯერადაც მოუგებს.

ზოგადად, ეს წონა აზიისთვის დეფიციტურია - სამხრეთკორეელი ჯაე-ბუმ კიმის გარდა, იქაურებს ამ წონაში სხვა ხეირიანი მოჭიდავე არც ჰყავთ და ჯერჯერობით ისიც ისვენებს, არ ასპარეზობს.

აი, ლიპარტელიანს კი ძლიერ მეტოქესთან მოუწევს ურთიერთობის გარკვევა, ვისაც აქამდე ერთხელ დასჭიდებია და წარმატებითაც!

ევროპა-აზიის საჭიდაო დუელი ქალებს შორისაც გაიმართება და მათ მონაწილეებსაც გაგაცნობთ. ევროპიდან უნგრელი ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიური ბრინჯაოს მფლობელი ევა ჩერნოვიცკი (48), რუმინელი ევროპის გამარჯვებული, მსოფლიოს პრიზიორი ანდრეა ჩიტუ (52), პორტუგალიელი ევროპის ოთხგზის ჩემპიონი და მსოფლიოს სამგზის ფინალისტი ტელმა მონტეირო (57), ებრაელი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი იარდენ გერბი (63), გერმანელი მსოფლიოს ვერცხლისა და ევროპის ბრინჯაოს მფლობელი ლაურა ვარგას-კოჩი (70), უნგრელი ევროპის ორგზის ჩემპიონი აბიგელ იოო (78) და სლოვენიელთა ევროპის ორგზის მომგები, მსოფლიოს ფინალისტი და ოლიმპიადის ბრინჯაოსპრიზიორი ლუსია პოლავდერი (+78) იჭიდავებენ.

აზიიდან მათ მონღოლი მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონი მუნკბატ ურანცეცეგი (48), იაპონელი მსოფლიოს მედალოსანი იუკი ჰაშიმოტო (52), კიდევ ერთი მონღოლი სუმიია დორჯსურენი (57), იაპონელი აბე კანა (63) და სამხრეთკორეელები - მსოფლიოს პრიზიორი სეონგ-იეონ კიმი (70), გიეონგ-მი იეონგი (78) და აზიის ჩემპიონი, მსოფლიოს პრიზიორი იუნგ-ეუნ ლეე (+78) დაუპირისპირდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

mekokishvili
დაუჭირონ მხარი ადამს არც ავთო და ვალერი არ ჩავიდენ,არ გამოვიდენ აი ამაში ქართველობა ძმობა და თანადგომა მაგრამ რომ არ გაგვაჩნია ერთობის შეგრძნება ადამი დაგვიმცირეს,სხვები კი ქულებს ,რუბლებს გაეკიდებიან ძალა ერთობაშია ქართველნო!
"ოლიმპიურ თამაშებზე რომ დავმარცხდი, კარიერის დასრულებამდე სერიოზულად დავფიქრდი" - ლაშა შავდათუაშვილი
საქართველო 2027 წლის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს
[VIDEO] არის მეოთხე ოქრო! - გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონია!
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ, რომელიც მიზნად ისახავს სპორტში გლობალური ინოვაციების დანერგვას
"ასე ხდება, როცა სულელურად თამაშობ" - სნეიდერმა კამავინგა "გაამხნევა"
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა
შენგელიას გამარჯვება კატალონიურ დერბიში და შერმადინის შედეგიანობა მარცხის ფონზე
[VIDEO] მბაპეს "რეალის" ფანების გამაყრუებელი სტვენა სასაცილოდ არ ეყო
"ძმაო, ვიცი, რაოდენ ბედნიერი ხარ" - თოფურიამ სერხიო რამოსს "სევილიას" შეძენა მიულოცა
შევალიეს გარეშე - დეშამმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა გამოაცხადა
ლუის ენრიკე: ბარკოლაზე შემიძლია გითხრათ, რომ არაფერი არ შემიძლია გითხრათ
მოურინიოს დასაბრუნებლად "რეალს" "ბენფიკასთვის" კომპენსაციის გადახდა მოუწევს
კვარაცხელიასთან და დემბელესთან ერთად შეუტევს - პსჟ-ს ახალი თავდამსხმელი ეყოლება
ლევან კორღალიძე: ახლა ჩვენი ყველაზე დიდი "მტერი" არის დრო
ალისონი მიდის თუ რჩება და ვინ ჩადგება "ასტონ ვილასთან" კარში? - სლოტმა კითხვაზე უპასუხა
ქვიზი: შეამოწმე, რამდენად კარგად იცნობ პსჟ-ს ისტორიას?
ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა აქტიური სპორტული კარიერა დაასრულეს
დღეს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი იწყება - წილისყრამ ქართველები დაინდო
40 წლის ოლიმპიელი? ალექსანდრ მიხაილინი დიდ სპორტში ბრუნდება
დიუსელდორფის გრანდ სლემი: ქართული შვიდეულის გერმანული ხვედრი
ოსაკას გრანდ სლემზე 4 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს
ავთანდილ ჭრიკიშვილმა აბუ-დაბის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
ადამ ოქრუაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
"ზურა უმძიმეს დღეშია, 10 კილო დაიკლო, მას სრულიად ოლიმპიური გუნდი თავდებში უდგება" - ავთანდილ ჭრიკიშვილი
თბილისის გრან პრის საქართველოს ნაკრების ოთხი ლიდერი დააკლდება
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 27 ოქტომბერს აბუ-დაბის გრანდ სლემზე გამოვა
ბოლო 5 წელი - რა შედეგი ჰქონდა საქართველოს ნაკრებს ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატებზე?
ბუდაპეშტის გრან პრი: უშანგი მარგიანი ფინალში დამარცხდა
ბუდაპეშტის გრან პრი: ადამ ოქრუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
10-11 თებერვალს ქართველი ძიუდოისტები პარიზის გრანდ სლემზე იასპარეზებენ
დიდი დანაკლისი - ტატო გრიგალაშვილი თბილისის გრან-სლემს მოეხსნა
აბუ-დაბის გრანდ სლემი: ხუთივე ქართველი ძიუდოისტი მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა
ძიუდოს მსოფლიო რეიტინგი: ქართველები ტოპებში
ბუდაპეშტის გრან პრის TOP 5 იპონი - ორი ქართველებისაა [VIDEO]
ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..