...ტანსაცმლის საკიდის ფუნქციას აქ ხე ასრულებს, გაოფლიანებული ფეხბურთელი კი სწრაფად უნდა დაბრუნდეს შინ, რათა შხაპი მიიღოს და არ გაცივდეს
ქართული საკლუბო ფეხბურთი - ბევრი გადაუჭრელი პრობლემა, უთავბოლობა, უფულობა, უსამართლობა, ცრუ დაპირებები... შედეგი: ექვსთვიანი ან, უკეთეს შემთხვევაში, ერთწლიანი მუნიციპალური გუნდი, ერთი-ორი შეძლებული და ბევრად მეტი გაჭირვებული ან უპატრონოდ მიტოვებული კერძო კლუბი, ევროსარბიელზე მნიშვნელოვანი წარმატების გაუთავებელი მოლოდინი...

ერთი სიტყვით, ქართულ საკლუბო ფეხბურთს არ აქვს განვითარების ერთიანი კონცეფცია, რაც ხელს უშლის ზოგადად ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებას...

ამ დროისთვის, ზოგი ქართული კლუბი ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ვარჯიშობს. ფეხბურთელები იქ ფიზიკურ კონდიციებზე მუშაობენ. ტანსაცმლის საკიდის ფუნქციას ხე ასრულებს, ფეხსაცმლის გამოცვლა თუ გახდა საჭირო, ჯირკვიც მოინახება; გაოფლიანებული ფეხბურთელი სწრაფად უნდა დაბრუნდეს შინ, რათა შხაპი მიიღოს და არ გაცივდეს.

ნაიპოდრომალ ტერიტორიაზე თავლები აღარ არის, მწვანე ზოლს გამონაბოლქვის დიდი სარტყელი ებრძვის, უმაღლესი ლიგის ფეხბურთელებს კი იქ თავიანთი საქმე აქვთ - მზადება სეზონის განახლებისთვის...

საკლუბო ფეხბურთს უჭირს, თუმცა უძრაობის პერიოდი ნამდვილად არ უდგას. რამდენიმე კლუბის წარმომადგენელს ვესაუბრე და ჯერ არაოფიციალურად, მაგრამ მაინც დამიდასტურეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფეხბურთის ფედერაცია აპირებს, უმაღლესი ლიგის თითოეულ კლუბს განსაზღვრული თანხა გამოუყოს.

მანამდე ასე იყო: ფედერაციას 1 მილიონი ლარი ჰქონდა გამოყოფილი საპრიზო ფონდისთვის, ახლა კი ერთ ამდენს კიდევ დაუმატებს და 2 მილიონი ლარიდან უმაღლესი ლიგის თითოეულ კლუბს 166 ათას ლარს დაურიგებს.

ცხადია, ეს ის თანხა არ არის, უმაღლესი ლიგის კლუბს საარსებოდ რომ ეყოს, მაგრამ მნიშვნელოვანი კაპიტალია ნებისმიერი ქართული გუნდისთვის. ზოგისთვის ეს ის თანხაა, რითაც ბევრ პრობლემას მოაგვარებს. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის ფედერაციამ კლუბები უკვე გაათავისუფლა სამონაწილეო 40 ათასი ლარის გადახდისგან და ამ დანაზოგის გარდა, საწვავითაც ეხმარება კლუბებს.

გაჩნდა კიდევ ერთი ინფორმაცია, რომლის დაზუსტებასაც "ლელოს" უახლოესი ნომრებისთვის ეცდება. ლაპარაკია პროფესიული ლიგის ხელახლა შექმნაზე. კულუარული წყაროს ცნობით, ამის ინიციატორები კერძო კლუბები არიან, რომელთა სამოქმედო გეგმა ასეთია - ერთ მილიონ ლარს ფედერაცია მოგვცემს საპრიზო ფონდიდან, ასევე ფედერაციას გამოვართმევთ იმ 700 ათას ლარს, რაც მსაჯების მომსახურებისთვის არის განკუთვნილი, დანარჩენ 300 ათასს ჩვენ ვიშოვით და ასე მოვუყრით თავს 2 მილიონსო.

თუ ეს ყველაფერი მართალია, ჩნდება კითხვა: თუ 2 მილიონს ფედერაცია თავად აგროვებს კლუბებისთვის, მაშინ რაღა საჭიროა პროფლიგა? ამ იდეის მხარდამჭერთა არგუმენტი ალბათ ის უნდა იყოს, რომ სპორტის სამინისტრო და ფედერაციის ხელმძღვანელობა რაღაც საკითხებზე ვერ თანხმდებიან და თუ კლუბები პროფლიგაში გაერთიანდებიან, იქნებ ასე უფრო იოლად მოხერხდეს საკლუბო ფეხბურთისთვის სახელმწიფო სახსრების კონცეპტუალური ხარჯვა.

ერთი სიტყვით, ამ ეტაპზე ისეთი ვითარებაა, როცა ტყუილი და მართალი ერთმანეთშია არეული, ყველა საკუთარ ინტერესზე ფიქრობს, ხოლო ერთიანი, ჩამოყალიბებული პოზიცია ჯერ არავისგან მოგვისმენია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა