"კომუნისტების" მესამე მწვრთნელი 8 დღეში
იტალიურ "ლივორნოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - დომენიკო "მიმო" დი კარლო. "კომუნისტების" პრეზიდენტი ალდო სპინელი მაურიციო ძამპარინის კვალს დაადგა... 13 იანვარს მან დავიდე ნიკოლა მოხსნა პოსტიდან და გუნდი ატილიო პეროტის ჩააბარა.

როგორც ჩანს, სპინელი პეროტისგან რაიმე სასწაულს ელოდა, რომელიც არ მოხდა და 20 იანვრისთვის ის უკვე მოხსნილი იყო. იტალიურ მედიას არ გამოპარვია ის ფაქტი, რომ 20 იანვარსვე სპინელი, გუნდის სპორტულ დირექტორ სტეფანო კაპოცუკასთან ერთად, ნიკოლას შეხვდა და თითქოს 40 წლის სპეციალისტი პოსტზე უნდა დაებრუნებინათ. შეგახსენებთ, რომ "ამარანტო" სერია B-დან სწორედ ნიკოლამ ამოიყვანა.

თუმცა მისი კვალიფიკაცია თავიდანვე ეჭვქვეშ დადგა და ამბობდნენ, "ლივორნოს" სეზონის დაწყებამდე სხვა მწვრთნელს ჩააბარებენო. მერე ტოსკანელებს კარგი სერია ჰქონდათ და გუნდმა ახალგაზრდა სპეციალისტი 2015 წლის ზაფხულამდე დაიბევა, მაგრამ ამას ჩავარდნა მოჰყვა და ნიკოლაც მოხსნეს. იმ "საიდუმლო სერობის" მიუხედავად, მისი დაბრუნება არ შედგა. ძნელი სათქმელია რაზე ვერ შეთანხმდნენ მხარეები შეხვედრისას, მაგრამ ფაქტია, საბოლოოდ "ლივორნოს" 8 დღეში მესამე მწვრთნელი ჰყავს.

დი კარლოს ბოლო ნავსაყუდელი "კიევო" იყო. იქამდე იგი "სამპდორიაში" მუშაობდა და წესით, ეს სპეციალისტი თქვენთვის კარგად ნაცნობი უნდა იყოს. ვნახოთ, რამდენად გამოუვა მას გუნდის დროულად გამოყვანა კრიზისიდან, თორემ სპინელის მწვრთნელის მოხსნა რომ არ გაუჭირდება, ძნელი მისახვედრი აღარ არის.

დღეისათვის, "ლივორნო" 20 ტურიდან 13 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა და ქულებით ვერც ბოლოადგილოსან "კატანიას" სჯობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მოლაპარაკებების პოზიტიური დასაწყისი - "იუვენტუსი" ნაგელსმანის კანდიდატურას განიხილავს
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის
16-წლამდე ნაკრები რუმინეთს უმასპინძლებს
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
პსჟ-სთან მატჩამდე - მიქაუტაძის და "ვილიარეალის" გამოუყენებელი შანსები და მარცხი "ესპანიოლთან"
ქართული ხელბურთის 70 წლის იუბილე და საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავს
[VIDEO] "მასზე ყველაფერი არასწორი აღმოჩნდა" - მამარდაშვილის ხუმრობა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ, რასაც დიდი მხიარულება მოჰყვა
კომპანიმ საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ ჯერჯერობით სამუშაოს ვერ დაუბრუნდება
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"ყაზახეთის ლიგა საქართველოზე ძლიერი სწორედ ამიტომაა" - იონსენმა "ორდაბასიში" სასწაული მოახდინა და ჩვენს ჩემპიონატზე ისაუბრა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
"არარაობა სლუცკი და ბეჰემოთი ღურწკაია" - საფეხბურთო აგენტმა სლუცკის დასცინა და კითხვა დაუსვა, როგორ მოახერხა ქვედა ლიგაში გავარდნა, როდესაც გუნდში ხვიჩა ჰყავდა?
"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს
იტალიის სერია A-ს ორმა ბინადარმა მწვრთნელი შეიცვალა
საოცარი ისტორია, რომელიც "კროტონეს" მწვრთნელს თავს გადახდა
იტალია. სერია A. XIX ტურის შეჯამება და სიმბოლური: კალჩოს ახალი რეალობა
"კროტონეს" მწვრთნელად ვალტერ ძენგა დანიშნეს
ჯოვანი ტრაპატონი "ლივორნოს" სათავეში?
სავარაუდო ტრანსფერი: გიორგი ჭანტურიას გადაბირება სერია A-ს გუნდს სურს