კვირის სამი ვარსკვლავი
ჰოკეის ეროვნული ლიგის ხელმძღვანელობამ გასული კვირის პირველ ვარსკვლავად დაასახელა "ტამპა ბეი ლაითნინგის" ფორვარდი მარტინ სან ლუი, რომელმაც ოთხ მატჩში ხუთი გოლი და რვა ქულა დააგროვა. ვეტერანმა საუკეთესო მატჩი "სან ხოსეს" წინააღმდეგ ჩაატარა, როცა ოთხი გოლი შეაგდო "ზვიგენების" კარში. სან ლუი გახდა მეორე მოთამაშე კრის კონტოსის შემდეგ, ვინც "ტამპა ბეის" მაისურით პოკერის შესრულება შეძლო.

კვირის მეორე ვარსკვლავი გახდა "ლოს ანჯელეს კინგზის" მეკარე ჯონათან კუიკი. მან თავის გუნდს სამიდან ორი მატჩი მოაგებინა, საშუალოდ 0.97 შაიბა გაუშვა და მეტოქეთა დარტყმების 96.7 პროცენტი მოიგერია. 27 წლის ამერიკელის ანგარიშზე ერთ მატჩში "შათაუტი" იყო.

მესამე ვარსკვლავის სტატუსიც მეკარემ მიიღო - "ჩიკაგო ბლეკჰოქსის" გოლკიპერმა კორი კროუფორდმა. გასულ კვირას მანაც ორი მატჩი მოიგო, საშუალოდ 2.22 გოლი მიიღო და მეტოქეთა დარტყმების 91.6 პროცენტი მოიგერია.

ბოსტონი-ლოს ანჯელესი 3:2

2:0, 0:1, 1:1

გოლები: 1:0 მარჩანდი-15 (ბერჟერონი-19), 2:0 კრუგი-11 (კრეიჩი-29, სპუნერი-11), 2:1 უ. მიტჩელი-1 (მ. რიჩარდსი-26), 2:2 ჯ. კარტერი-19 (დაუტი-20, კოპიტარი-27), 3:2 მარჩანდი-16 (რ. სმიტი-21, ბერჟერონი-20).

აილენდერსი-ფილადელფია 4:3 (ბ)

0:0, 1:3, 2:0, 0:0, 3:2

გოლები: 0:1 რიდი-12 (კუტურიე-15, ტიმონენი-15), 1:1 ტავარესი-23 (ოკსოპო-29, ვანეკი-26), 1:2 სიმონდსი-17 (ჰარტნელი-18, ქობურნი-6), 1:3 რიდი-13 (შტრაიტი-18), 2:3 ნელსონი-8 (ბეილი-13, კლატერბეკი-3), 3:3 ოკსოპო-20 (ნილსენი-23, ენდრიუ მაკდონალდი-20).

ბულიტები გაიტანეს: ნილსენი (აილენდერსი), ჟირუ (ფილადელფია), ტავარესი (აილენდერსი), რიდი (ფილადელფია), ოკსოპო (აილენდერსი).

პიტსბურგი-ფლორიდა 1:5

0:1, 0:1, 1:3

გოლები: 0:1 შორი-2 (კლემენსენი-1), 0:2 შორი-3 (ვინჩესტერი-5, იუბერდო-12), 0:3 კულიკოვი-4 (ვინჩესტერი-6, გოკი-9), 1:3 ნისკანენი-7 (ლეტანგი-7, მალკინი-36), 1:4 იუბერდო-8 (ბიუუგსტადი-9), 1:5 მატიასი-5 (ვინჩესტერი-7, ვივერი-3).

დეტროიტი-სტ ლუისი 1:4

1:1, 0:2, 0:1

გოლები: 0:1 პააიარვი-4 (კ. სტიუარტი-10, პოლაკი-5), 1:1 ნიკუისტი-6 (ზეტერბერგი-24, შეჰანი-4), 1:2 ჯეკმენი-3 (სტინი-15), 1:3 შატენკირკი-7 (სტინი-16, დ. როი-23), 1:4 ბოუმისტერი-4 (პიეტრანჯელო-29, რივსი-4).

ნეშვილი-დალასი 4:1

2:1, 1:0, 1:0

გოლები: 0:1 იკინი-11 (პევერლი-18, რეი უიტნი-14), 1:1 სპალინგი-8 (იოსი-14, ლეგუანდი-27), 2:1 შ. უებერი-13 (ნისტრიომი-3, გ. ბურკი-11), 3:1 იოსი-6 (გოსტადი-4, ნისტრიომი-4), 4:1 ფიშერი-13 (კ. უილსონი-16, ჰორნკვისტი-16).

ფინიქსი-ტორონტო 2:4

0:2, 0:1, 2:1

გოლები: 0:1 გარდინერი-4 (კადრი-19, კესელი-26), 0:2 კესელი-24 (ფრენსონი-20), 0:3 გუნარსონი-1 (ფანოფი-15, ეშტონი-2), 1:3 რიბეირო-12 (იენდლი-27, კორპიკოსკი-8), 1:4 კადრი-12 (გარდინერი-12, რაილი-13), 2:4 ვერმეტი-14 (კორპიკოსკი-9).

სან ხოსე-კალგარი 3:2

2:2, 1:0, 0:0

გოლები: 0:1 ჰუდლერი-13 (ბროდი-12, ჯორდანო-15), 1:1 პაველსკი-26 (ჯ. ბრაუნი-10, ბერნსი-15), 2:1 უინგელსი-10 (მარლო-26, ბ. სტიუარტი-6), 2:2 უესტგარტი-1 (მაკგრატენი-2, რასელი-13), 3:2 პაველსკი-27 (ჯ. ტორნტონი-47, დემერსი-21).

აღმოსავლეთი

ატლანტიკი

თ მ წ ოწ ქ

1. ბოსტონი 49 31 15 3 65

2. ტამპა ბეი 50 29 16 5 63

3. მონრეალი 49 27 17 5 59

4. ტორონტო 51 26 20 5 57

5. დეტროიტი 49 21 18 10 52

6. ოტავა 49 21 19 9 51

7. ფლორიდა 49 19 23 7 45

8. ბაფალო 47 13 27 7 33

მეტროპოლიტენი

თ მ წ ოწ ქ

1. პიტსბურგი 49 34 13 2 70

2. რეინჯერსი 51 27 21 3 57

3. ფილადელფია 50 25 19 6 56

4. კოლამბუსი 48 24 20 4 52

5. ვაშინგტონი 49 22 19 8 52

6. ნიუ ჯერსი 50 20 19 11 51

7. კაროლინა 48 20 19 9 49

8. აილენდერსი 51 20 24 7 47

დასავლეთი

ცენტრალური

თ მ წ ოწ ქ

1. ჩიკაგო 51 32 8 11 75

2. სტ. ლუისი 48 33 10 5 71

3. კოლორადო 48 31 12 5 67

4. მინესოტა 51 27 19 5 59

5. ნეშვილი 51 22 22 7 51

6. დალასი 49 21 20 8 50

7. ვინიპეგი 50 22 23 5 49

პასიფიკი

თ მ წ ოწ ქ

1. ანაჰაიმი 51 37 9 5 79

2. სან ხოსე 50 32 12 6 70

3. ლოს ანჯელესი 50 29 15 6 64

4. ვანკუვერი 50 25 16 9 59

5. ფინიქსი 49 23 17 9 55

6. კალგარი 50 16 27 7 39

7. ედმონტონი 51 15 30 6 36

შენიშვნა: პლეი ოფში თითო დივიზიონიდან სამ-სამი საუკეთესო გუნდი გადის. კიდევ ოთხ საგზურს თითო კონფერენციიდან "უაილდ-ქარდის" მფლობელი ორ-ორი გუნდი მიიღებს.

ბომბარდირები

სიდნი კროსბი (პიტ) 68 (25+43)

ჯონ ტავარესი (აილ) 59 (23+36)

რაიან გეტცლაფი (ანა) 58 (25+33)

პატრიკ კეინი (ჩიკ) 56 (23+33)

კორი პერი (ანა) 55 (27+28)

ჯო ტორნტონი (ს-ხოს) 53 (6+47)

ჯო პაველსკი (ს-ხოს) 50 (27+23)

პატრიკ შარპი (ჩიკ) 50 (25+25)

მარტინ სან ლუი (ტ-ბეი) 50 (25+25)

ფილ კესელი (ტორ) 50 (24+26)

გოლები

ალექს ოვეჩკინი (ვაშ) 35

ჯო პაველსკი (ს-ხოს) 27

კორი პერი (ანა) 27

პატრიკ შარპი (ჩიკ) 25

სიდნი კროსბი (პიტ) 25

მარტინ სან ლუი (ტ-ბეი) 25

რაიან გეტცლაფი (ანა) 25

კრის კუნიტცი (პიტ) 24

ალექსანდრ სტინი (ს-ლუი) 24

ფილ კესელი (ტორ) 24

პასები

ჯო ტორნტონი (ს-ხოს) 47

სიდნი კროსბი (პიტ) 43

დანკან კიტი (ჩიკ) 42

ნიკლას ბექსტრიომი (ვაშ) 38

ჯონ ტავარესი (აილ) 36

ევგენი მალკინი (პიტ) 36

ერიკ კარლსონი (ოტა) 35

რაიან გეტცლაფი (ანა) 33

პატრიკ კეინი (ჩიკ) 33

დასვენება 10 წლის შემდეგ

21 იანვარს, რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღო "ვანკუვერის" ფორვარდმა ჰენრიკ სედინმა - მან ნეკნის ტრავმის გამო ვერ შეძლო "ედმონტონის" წინააღმდეგ თამაში. ასე რომ, შეწყდა შვედი ჰოკეისტის სერია: მან ზედიზედ 679 მატჩი ჩაატარა ისე, რომ არც ერთი შეხვედრა არ გამოუტოვებია.

ბოლოს სედინმა რეგულარული ჩემპიონატის მატჩი 2004 წლის 19 მარტს გამოტოვა. მისი სერია სიგრძით მეექვსეა ჰოკეის ეროვნული ლიგის ისტორიაში. უფრო მეტი მატჩი ზედიზედ დუგ ჯერვისმა (964), გარი ანგერმა (914), სტივ ლარმერმა (884), კრეიგ რემზიმ (776) და ჯეი ბოუმისტერმა (683, სერია გრძელდება) ჩაატარეს.

15-დღიანი სასჯელი მწვრთნელისთვის

"ვანკუვერის" მთავარმა მწვრთნელმა ჯონ ტორტორელამ 15-დღიანი (6 მატჩი) დისკვალიფიკაცია მიიღო სამი დღის წინ, "კალგარისთან" მატჩის დროს მომხდარი ინციდენტის გამო.

შეგახსენებთ, რომ "ვანკუვერისა" და "კალგარის" მატჩის დროს გრანდიოზული ჩხუბი მოხდა. ტორტორელა აქტიურად გამოხატავდა პროტესტს თავისი კოლეგის - ბობ ჰარტლის მოქმედების გამო, მატჩის ერთ-ერთი შესვენებისას კი საქმის გარჩევა სცადა მეტოქის სამწვრთნელო შტაბთან.

თავად ჰარტლი ამ ინციდენტის გამო 25 ათასი დოლარით დაჯარიმდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ...უკვე მაშინ, როცა ყველა პენალტებისთვის ემზადებოდა - "დილა" ნახევარფინალშია!
[VIDEO] საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე სამი მეოთხედფინალისტი გაირკვა
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
"ასეთი თამაში მიუღებელია" - კერიკი "კომოსთან" 1:4 მარცხის შემდეგ
"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
მარიო რუი პორტუგალიის მესამე ლიგის გუნდში გადავიდა
"გამოჯანმრთელდი, ხვიჩა, ნეაპოლში შენი ისტორია დაუვიწყარია" - "ნაპოლი" და ტიფოზები კვარაცხელიას ამხნევებენ
"შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი!" - კრიშტიანო რონალდომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, გიორგი ნემსაძე გარდაიცვალა
"ყოველი თამაშის წინ ღმერთს ვთხოვდი მოედანი ჯანმრთელად დამეტოვებინა, მაგრამ ამაოდ" - ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა
"სწორედ ამიტომ, ხვიჩა დაბრუნდება და ისევ მაღალ დონეზე ითამაშებს" - სიომინი კვარაცხელიას ტრავმაზე
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ის, რისიც ყველას გვეშინოდა - პსჟ-მა კვარაცხელიას ტრავმაზე ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა
[PHOTO] რუსეთის დროშის ფერებში - UFC-იმ წარადგინა შორტი, რომლითაც იანი დვალიშვილის წინააღმდეგ გამოვა
"პსჟ ახლა ჩვენზე უკეთესია" - რა თქვა ფლიკმა მატჩის შემდეგ
"ბრაგამ" კარლოს ვისენსი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
არველაძეები, ანანიძე, შარიქაძე - ტურნირი, რომელიც დღესასწაულად უნდა იქცეს!..
"კვარა" - ვარდისფერი გამუქდა, მაგრამ მენტალურ მონსტრს შეუძლია!..
ხვიჩა: ჩაფიქრებული, სევდიანი და მენტალურად სრულყოფილი - წინ კიდევ ბევრია!..
NHL. ᓞᓚᓔᓘ ᓝᓤᓘ: ᓩᕔᓛᓞᓘᓝᓜᕘ ᓛᓝᓒᓔᓑᓘᓗ ᓘᓬᓧᓔᓑᓡ
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: ისევ ტრავმები
NHL. პლეი ოფი: ჩემპიონი მაინც გავიდა
NHL. ᓤᓘᓜᓐᓚᓘ: ᓗᓘᓗᓥᓛᓘᓡ "ᓛᓔᓤᓔᓔᓑᓘ" ᓐᓠᓘᓐᓜ
NHL. ᓞᕚᓔᓘ ᓝᕤᓘ: ᓐᓠᓘᓡ ᓙᓠᓝᓡᕑᓘᕡ ᓒᕝᓚᕘ!
NHL. ᓞᓚᓔᓘ ᕝᓤᓘ: ᓒᓐᓑᕠᓐᓖᓔᓑᕣᓚᓘ "ᓠᓔᓘᓜᓯᓔᓠᓡᓘ" ᓬᓘᓜ ᓒᕐᓘᓭᕠᓐ
NHL. ᓤᓘᓜᓐᓚᓘ: ᓚᓣᓜᓓᓙᓕᓘᓡᓢᓛᓐ ᓘᓜᓢᓠᓘᓒᓐ ᓓᓐᓐᓑᓠᓣᓜᓐ
ჰოკეი. NHL. პლეი ოფი: გათიშე კროსბი და მოიგე
ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის სამი ვარსკვლავი
სიდნი კროსბი პირველი აღარ არის
სიდნი კროსბი ოლიმპიადას გააცოცხლებს?
ᓰᓝᓙᓔᓘ. NHL. ᓞᕚᓔᓘ ᓝᓤᓘ: "ᓠᓔᓘᕜᓯᓔᓠᓡᓘ" ᓛᓔᓢᓝᓥᓔᓡ ᓔᕚᓝᓓᓔᓑᓐ
ჰოკეი. NHL. ფინალი: პიტსბურგი და კროსბი - ზედიზედ მეორედ
ჰოკეი. NHL. პლეი ოფი. ოპერაცია: კროსბი უნდა მოვიშოროთ
სტემკოსი გამოირიცხა
NHL. ᓤᓘᓜᓐᓚᓘ: "ᓛᓔᓤᓔᓔᓑᓘᓡ" ᓛᓔᓝᓠᓔ ᓙᓣᓠᓗᓮᓔᓕᓐ