მსაჯების დავალიანებას - 300 ათას ლარს ფედერაცია სახელმწიფოს დამხმარებით კვირის ბოლომდე გადაიხდის

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ 25 ნოემბერს საგანგებო პრესკონფერენციაზე გვამცნო, რომ პროფესიული ფეხბურთის ლიგა სეზონის ბოლომდე უფუნქციოდ დარჩა, მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის ჩატარება-ჩამთავრება კი ფეხბურთის ფედერაციამ ითავა. ითქვა ისიც, რომ სიჭინავა 29 ნოემბერს კლუბების წარმომადგენლებთან ერთად შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებდა და საშეჯიბრო კომიტეტის შესახებაც ბევრი რამ გაირკვეოდა.

გუშინ, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ზემოთ ნახსენები თათბირი შედგა, რომელიც საათზე მეტხანს გაგრძელდა. შეკრება-შეხვედრას უმაღლესი ლიგის ყველა და პირველი ლიგის რამდენიმე კლუბის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

გადაწყდა, რომ ეროვნულ ჩემპიონატს ყველა ლიგაში და თასის გათამაშებას, უხელმძღვანელებს საშეჯიბრო კომიტეტი, რომელიც უკვე ჩამოყალიბდა ფეხბურთის ფედერაციაში. უმაღლეს ლიგასა და დუბლების გათამაშებას ნოდარ კაკულია უხელმძღვანელებს, პირველ ლიგას - რევაზ შენგელია, ჭაბუკთა ლიგას კი ირაკლი ოყროშიძე და არტურ სააკიანი გაუძღვებიან. შევიტყვეთ ისიც, რომ ჩემპიონატისა და სათასო მატჩების წინა დღეს თამაშების მომსახურე მსაჯებისა და დისკვალიფიცირებული ფეხბურთელების ვინაობა, მატჩების ჩატარების დრო და ადგილი, ამიერიდან ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდზე შეგვიძლია ვიხილოთ.

"ეროვნული ჩემპიონატისა და თასის გათამაშების ჩატარება ფეხბურთის ფედერაციამ ითავა. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ საშეჯიბრო კომიტეტი, რომელიც უხელმძღვანელებს ჩემპიონატის ჩატარებას ყველა ლიგასა და თასის გათამაშებაში. ამ საშეჯიბრო კომიტეტში იგივე კადრები, პროფესიონალები იმუშავებენ და მათთვის ეს ახალი საქმე არ იქნება", - "ლელოსთან" საუბარში აღნიშნა ზვიად სიჭინავამ.

გუშინდელ თავყრილობაზე სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაც მიიღეს. მიმდინარე სეზონის დაწყებამდე, უმაღლესი ლიგის კლუბს საწევროს სახით 40 ათასი ლარი უნდა გადაეხადა ფედერაციაში. ეს თანხა სრულად თითო-ოროლა კლუბს აქვს შეტანილი, ზოგ კლუბს კი ნახევარი ანაც მხოლოდ გარკვეული ნაწილი. დღის წესრიგში დადგა, საწევროს განახევრების ან შემცირების საკითხი.

"სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი ქართული ფეხბურთის განვითარებაა და ამის დასტურად კიდევ ერთი სასიკეთო ნაბიჯი გადაიდგა. სახელმწიფო უწყებებთან კონსულტაციების შედეგად გადავწყვიტეთ, რომ მიმდინარე ჩემპიონატში უმაღლესი ლიგის კლუბებს საწევრო თანხა გაუნახევრდეთ. შესაბამისად, კლუბებს 40 ათასის ნაცვლად, 20 ათასი ლარის გადახდა მოუწევთ. შესაბამისად, თუ რომელიმე კლუბს 20 ათას ლარზე მეტი უკვე შეტანილი აქვს, ზედმეტი თანხა უკან დაუბრუნდებათ. დარჩენილ ნახევარს, ანუ თითო კლუბზე 20-20 ათასი ლარის გადახდა, სახელმწიფომ თავის თავზე აიღო.

უფრო მეტიც, ჩვენი სურვილია, უმაღლესი ლიგა უფრო პრესტიჟული და ელიტური იყოს. გვინდა, მომდევნო სეზონიდან უმაღლეს ლიგაში საერთოდ აღარ იყოს საწევრო შესატანი. დუბლების პირველობაზე, პირველ ლიგასა და ჭაბუკთა ლიგებში კი საწევრო ისევ დარჩება. ამ საკითხზე კლუბებთან კიდევ გვექნება კონსულტაციები და საბოლოო გადაწყვეტილებასაც მერე მივიღებთ", - გვითხრა ფედერაციის პირველკაცმა.

ამ საკითხების გარდა, არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო მსაჯების გასამრჯელოს თემა. ჯერ ერთი, მსაჯებს ბოლო 2-3 თვის კუთვნილი თანხა აქამდე არ მიუღიათ. მეორეც, გაიზრდება თუ არა, ახალი წლიდან უმაღლეს ლიგაში მომსახურე მსაჯების ანაზღაურება. სიჭინავას ამ თემაზეც დავეკითხეთ.

"ფედერაციის პროექტია, 2011 წლიდან უმაღლეს ლიგაში არბიტრის ანაზღაურება ათას ლარამდე გავზარდოთ. მოიმატებს თანამსაჯების ჰონორარიც, მაგრამ ჯერ ზუსტი ოდენობა არ დაგვიდგენია. ჩემპიონატსა და თასის გათამაშებაზე მალე ზამთრის შესვენება დაიწყება, ამ საკითხზე ვიმსჯელებთ და მერე გეტყვით ციფრებს, თუ რა თანხით გაიზრდება მსაჯების ჰონორარი.

რაც შეეხება მსაჯების დავალიანებას, ამ საკითხშიც სახელმწიფო გვეხმარება და ამ კვირის ბოლომდე მსაჯები კუთვნილს აუცილებლად მიიღებენ.

ამ საკითხების მოგვარებაში სახელმწიფო დაგვეხმარება. მადლობის მეტი რა გვეთქმის, 300 ათას ლარამდეა ეს დავალიანება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
[VIDEO] მამუკელაშვილის მაგარი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო