მარცვალაძე რუსეთის პირველი დივიზიონში რჩეულთა შორის საუკეთესოდ აღიარეს

რუსულმა ვებგვერდმა onedivision.ru-მ რუსეთის პირველ დივიზიონში ბოლო სეზონის რჩეულები გამოავლინა. ასეთთა სიაში სულ 12 ფეხბურთელი მოხვდა, მათში საუკეთესო კი "ვოლგას" თავდამსხმელი ოთარ მარცვალაძეა.

"პირველი დივიზიონის ფეხბურთელებს შორის ერთ მატჩის საშუალო შეფასებით ოთარ მარცვალაძეს საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა და ამიტომაც 12-ეულში პირველია. გაისად ოთარი "ვოლგასთან" ერთად პრემიერლიგაში იასპარეზებს და წარმატებებს ვუსურვებთ", - წერს საიტი onedivision.ru.

მარცვალაძეს ლიგაში საუკეთესოდ მიიჩნევს "ვოლგას" მთავარი მწვრთნელი ომარ თეთრაძეც.

"ოთარი კიევის "დინამოში" იყო, მაგრამ ტრავმების გამო ვერ ათამაშდა. ამასთან, ის მძიმე ავარიაშიც მოყვა და ამის გამოც გარკვეული პერიოდი გაუცდა. ჯერ კიდევ "ანჟიში" მუშაობისას, როცა პირველ დივიზიონში ვიყავით, დავუკავშირდი მარცვალაძეს და გუნდში გადმოსვლა შევთავაზე. კიევის "დინამოში" იყო, მაგრამ იმდენად უნდოდა თამაში, რომ დაგვთანხმდა, "ანჟიში" ჯერ იჯარის წესით თამაშობდა, შემდეგ კი უკრაინული კლუბიდან მისი კონტრაქტი მთლიანად გამოვისყიდეთ.

"ვოლგაში" ოთარი ჯერ კიდევ მაშინ გავუშვი იჯარით, როცა "ანჟიში" ვმუშაობდი. მახაჩყალაში ხშირად მეუბნებოდნენ, რომ ბევრი ქართველი მყავდა. ამას ოთარიც ხედავდა, ყველაფერი აწონ-დაწონა და თავადვე გამოთქვა მახაჩყალიდან წასვლის სურვილი. მარცვალაძე ნამდვილი პროფესიონალია და ეს მხოლოდ ვარჯიშებსა და მატჩებში კი არა, მოედნის მიღმაც ჩანს. მას ლიდერის თვისებები აქვს. "ვოლგაში" თამაშისას ოთარი მხოლოდ აწმყოზე კი არა, მომავალზეც ფიქრობდა. მას დაუფიქრებლად დავასახელებდი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად, რასაც დიდი შრომის ხარჯზე მიაღწია".

მარცვალაძესა და მის გუნდზე ერთ ინფორმაციასაც გაგაცნობთ, რომელიც "სპორტ ექსპრესმა" გუშინ გაავრცელა. ამ ცნობის თანახმად, "ვოლგას" უკვე ხუთი ახალწვეული ჰყავს სამწლიანი კონტრაქტებით, ხუთეულში ერთადერთი ქართველია - ნახევარმცველი გოგიტა გოგუა, რომელმაც ნალჩიკის "სპარტაკი" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. ამავე ვებგვერდის ცნობით, "ვოლგასთან" სამწლიანი კონტრაქტები გააფორმეს იმ ფეხბურთელებმა, რომლებიც ნიჟნინოვგოროდელთა გუნდში განათხოვრების წესით თამაშობდნენ. ასეთებში ორი ჩვენებურია - ოთარ მარცვალაძე და გოჩა ხოჯავა.

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა