ზვიად სიჭინავა: ”კვიპროსზეც გვეპატიჟებიან, ყველაფერი რამდენიმე დღეში გაირკვევა”

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს საქართველოს ნაკრები გაისად, 26 მარტს ხორვატიასთან საშინაო მატჩით განაახლებს. მანამდე ჩვენს ეროვნულს კიდევ ერთი მატჩი შეიძლება ჰქონდეს. 9 თებერვალი ფიფას მიერ ამხანაგური მატჩებისთვის დადგენილი თარიღია.

ამ დღეს ამხანაგური თამაშის გამართვის ორგანიზებაზე კარგა ხანია, მუშაობს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტი. შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად, უნგრეთთან საგარეო ამხანაგური შეხვედრის ჩატარების საკითხი განიხილებოდა, მაგრამ შეთანხმება არ შედგა. მერე ლუქსემბურგთან თამაშის ვარიანტი გაჩნდა, მაგრამ მათ პირი გვიტეხეს. ბოლოს სლოვაკეთთან სტუმრად შეხვედრაზე ითქვა, მაგრამ არც ეს გამოვიდა და ამჟამად სხვა წინადადებები განიხილება. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ამის თაობაზე დავეკითხეთ.

"სამწუხაროდ, სლოვაკეთთან 9 თებერვალს თამაში გამოირიცხა. ახლა სხვა წინადადებებს განვიხილავთ. შემოთავაზება გვაქვს აზიიდან, იქ თებერვალში არაერთი ტურნირი იმართება. გარდა ამისა, შემოგვთავაზეს კვიპროსზე თამაში, მაგრამ არა ადგილობრივ ეროვნულ გუნდთან. თებერვალში კვიპროსზე ჩავა ევროპის ან აზიის ერთ-ერთი ნაკრები და ამ გუნდთან სპარინგს გვთავაზობენ. ამ საკითხზე მუშაობას ვაგრძელებთ და რამდენიმე დღეში ყველაფერი გაირკვევა", - გვითხრა ზვიად სიჭინავამ.

"ბარსელონა" გერმანიის ნაკრების მცველის შეძენას შეეცდება
მიხეილ სააკაშვილი: ამ ფეხბურთელებმა ქრთამი აიღეს რუსეთის სატრაპისგან - ზუსტად ამ 30 მილიონის შემდეგ, სულ უფრო ცუდად წავიდა ნაკრების საქმე
საბო: დავითაშვილს უნდა ვუმადლოდეთ - კითხვა მაქვს ქართველთა მეკარესთან
კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ-მ შეიძლება ბრაზილიელი შემტევი დაიმატოს
ბასილაშვილი მეცის ჩელენჯერს ტრავმის გამო ჩაეხსნა
ისტორიული ზღვარი და დრამატული გამარჯვება - 4000 ქულა თორნიკე შენგელიას ევროლიგაში
მარკის რიდი მატჩის საუკეთესო მოთამაშეა - "ბაჰჩეშეჰირმა" იტალიაში "რომა" გაანადგურა
19-წლამდელებმა შესარჩევში ასპარეზობა სან-მარინოსთან გამარჯვებით დაასრულეს
ლევან კობიაშვილი: მჯერა, რომ ამ გუნდს აქვს რესურსი, დაძლიოს არსებული სირთულეები და კიდევ ერთხელ აჩუქოს ჩვენს ქვეყანას ის ემოციები, რომლებიც ასე ძალიან დაგვაკლდა
შერმადინის "ტენერიფემ" ევროთასის მატჩი "ტელეკომს" თურქეთში დრამატულად მოუგო
CHANGE - ცვლილებების საჭიროება და ცვლილებები რეალური ცვლილებების გარეშე!..
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
"იქ ვართ, სადაც ვიმსახურებთ" - შევჩენკომ თქვა, რომ მიზანს ვერ მიაღწიეს, მაგრამ მალდერა ნაკრებში დარჩება
"არანაირი პრობლემა არ იქნება" - სკალონი მესის სამწვრთნელო შტაბში შესაძლო გაწევრიანებაზე
ყაზახებმა ქართველებისთვის კარგად ნაცნობი ჯონ ვან'ტ სხიპი დანიშვნიდან 3 თვეში დაითხოვეს
"საქართველოს ნაკრები კარგად გამოიყურებოდა" - რა თქვა ზაბარნიმ გუშინდელი მატჩის შემდეგ
[PHOTO] ახლო მეგობრები - უკრაინის ნაკრების წევრმა მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა
სვანაძე: ასე გაგრძელება არ შეიძლება - გულშემატკივრების რეაქციას კარგი თამაშით უნდა ვუპასუხოთ
უკრაინელთა მწვრთნელი: საქართველო არაფრითაა უნგრეთზე ან უკრაინაზე სუსტი - აბსურდულ სიტუაციაში გავიმარჯვეთ
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უკრაინასთან მატჩში?
ჩრდილოეთ ირლანდია უნგრეთს ფრედ ეთამაშა და A დივიზიონში აღზევდა