"მარსელს" ჩაქუჩი ჩაარტყეს
ბოლო დროს ევროპასა და კერძოდ, საფრანგეთში უამინდობა კი მძვინვარებს, მაგრამ ამჯერად წვიმა გოლებისა იყო. თასის მეთექვსმეტედფინალის პირველ სათამაშო დღეს გამართულ 9 შეხვედრაში, მარტო ძირითადი დროის ბურთები რომ ავიღოთ, 27-ს გადავთვლით, ანუ საშუალოდ მატჩში 3-ს. მოულოდნელობები ტრადიციულად არ გვაკლდა, ლიგა ერთის 4 ბინადარი შეჯიბრებას გამოემშვიდობა და აქედან მხოლოდ ერთი დამარცხდა ასევე ელიტის წარმომადგენელთან, დანარჩენებს ქვედალიგელებმა აჯობეს.

ის ერთი "მარსელია", რომელიც ერთი კვირის წინ ლიგის თასიდან გამოვარდა და აქეთ მანც სურდა წარმატების მიღწევა. სწორედ ამიტომ გამოვიდა ჟოზე ანიგო მინდორზე საბრძოლო შემადგენლობით. სამაგიეროდ, კლოდ პუელმა გადაახალისა შემადგენლობა, მან გუნდის გოლეადორი დარიო ცვიტანიჩი, კაპიტანი დიდიე დიგარი და მეკარე დავიდ ოსპინა დატოვა სათადარიგოთა სკამზე.

შეხვედრაში მოვლენები ელვის სისწრაფით ვითარდებოდა და გოლებიც პანტაპუნტით გადიოდა. 24-ე წუთზე, როდესაც ფლორიან ტოვენმა მშვენიერი დარტყმით გაუტანა სტუმართა 18 წლის გოლკიპერს, მიუზ ჰასენს, ანგარიში უკვე 2:2 გახდა. თუმცა ტაიმი მაინც "ნიცამ" მოიგო, რადგან პირველი ნახევრის მეორე დამატებულ წუთზე სულეიმან დიავარამ ავტოგოლი შემოგვთავაზა. დიავარამ მეორე ტაიმის მეორე დამატებულ წუთზეც გაიტანა, თანაც უკვე მეტოქის კარში, მაგრამ გვიანი იყო... "ოლიმპიკს" არც ამან უშველა და არც ანდრე-პიერ ჟინიაკის იქამდელმა დუბლმა - 4:5.

"ერთი მხრივ, 4 გოლი გავიტანეთ და ეს ნიშნავს, რომ გუნდის ნახევარმა საქმე კარგად გააკეთა; მეორე მხრივ კი, 5 გავუშვით და ეს რამდენიმე ფეხბურთელის ცუდ თამაშზე მეტყველებს. ეს ჩაქუჩის ჩარტყმაზე უფრო დასანანი და მტკივნეული მარცხია. ისეთ შეცდომებს ვუშვებდით, როგორებიც არასდროს არ დაგვიშვია. ეს არ უნდა განმეორდეს" - თქვა ანიგომ.

"სოშო" საგარეო ბრძოლის ველზე დაეცა "ანჟერთან", ხოლო აბსოლუტურად ორიენტაციადაკარგული "აიაჩო" საკუთარ კედლებში დამარცხდა "კაენთან". თუ აუტსაიდერების წაგებები შედარებით ნაკლებად მოულოდნელი იყო, მეორე კორსიკული გუნდის, "ბასტიას" ფიასკო ნამდვილი სენსაციაა. ფრედერიკ ჰანცის გუნდი ვაჰბი ჰაზრის გოლით იგებდა, მაგრამ პაბლო შავარიამ მატჩის მიწურულს გაათანაბრა, ხოლო დამატებით დროში დემე ნდიაიმ სულაც მოაგებინა ლანსელებს, რომლებიც ლიგა 1-ში დაბრუნებას აპირებენ და ამისი კარგი შანსიც აქვთ, ისინი ამჟამად გადმოსასვლელ ზონაში არიან.

"კაენის" მწვრთნელი პატრის ჟარანდი: "მე ვუთხარი ფეხბურთელებს, რომ მათ არა მხოლოდ ინდივიდუალურ, არამედ გუნდურ დონეზეც უნდა დაემტკიცებინათ, რომ უმაღლეს ლიგაში თამაშს იმსახურებენ. თასზე წარმატებული გამოსვლა ჩემპიონატში წარმატებაშიც დაგვეხმარება".

ახალგაზრდა მცველის, კილიან გარგამის დუბლმა კინაღამ კიდევ ერთი სენსაცია მოახდინა და "კონკარნო" შემდეგ ეტაპზე გაიყვანა, მაგრამ "გენგამის" მხრიდან დუბლი მუსტაფა იატაბარემ გაახერხა, ხოლო მესამე გოლი კლაუდიო ბოვიუმ გაიტანა. სამაგიეროდ, შედარებით ადვილად მოიგო "რენმა" და ძალიან ადვილად "ლილმა".

აიაჩო-კაენი 0:2

გოლები: 0:1 ოტრე (63), 0:2 ფაირი (74)

ლანსი-ბასტია 1:1 (2:1 დ.დ.)

გოლები: 0:1 ხაზრი (63), 1:1 შავარია (87), 2:1 ნდიაი (94)

ანჟერი-სოშო 1:0

გოლი: 1:0 კონატე (70)

ბულონი-რენი 0:2

გოლები: 0:1 კონრადსენი (9), 0:2 რომერო (90)

სეტი-იურა სუდი 2:0

გოლები: 1:0 ჟელი (32), 2:0 ჟენსელი (62)

კრუა-ლილი 0:3

გოლები: 0:1 კიაერი (17), 0:2 ტულიო დე მელო, 0:3 ორიჯი (89)

კონკარნო-გენგამი 1:1 (2:3 დ.დ.)

გოლები: 0:1 იატაბარე (64), 1:1 გარგამი (84), 2:1 გარგამი (99), 2:2 იატაბარე (104), 2:3 ბოვიუ (105)

სა ბასტია-ნიორი 2:2 (5:4 პენ.)

გოლები: 1:0 მ. კამარა (35), 1:1 ლაფურსადი (72-პენ.), 1:2 ოსვალდი (86-ს.კ.), 2:2 მბა (89)

მარსელი-ნიცა 4:5

გოლები: 1:0 ჟინიაკი (3), 1:1 ბოსეტი (5), 1:2 მოპე (18), 2:2 ტოვენი (24), 2:3 დიავარა (45+2-ს.კ.), 2:4 ბრულსი (51-პენ.), 3:4 ჟინიაკი (58), 3:5 აბრიელი (88), 4:5 დიავარა (90+2)

მარსელი (4-3-3): მანდანდა - აბდალა (76. ფანი), დიავარა, ნკულუ, მენდი - რომაო, იმბულა (70. ხელიფა), ბენუა შეირუ - ვალბუენა, ტოვენი (81. პაიე), ჟინიაკი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რამუშის შემცვლელი - პსჟ-მა ფლორიან ბალოგუნის შეძენა მოინდომა
პსჟ ბარკოლას 116 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის
მნიშვნელოვნად შეცვლილი შეტევითი ხაზი - მომდევნო სეზონისთვის პსჟ-ში დიდი ცვლილებებია
7-კაცა ჰამბურგში გაემგზავრა
იამალმა ალვარესს "ბარსელონაში" გადასვლა ურჩია და მის ტრანსფერს მიესალმება
ნიდერლანდების ნაკრებს "ლივერპულიდან" დათხოვნილ სლოტს ჩააბარებენ
საქართველოს ნაკრებმა რიგაში ივარჯიშა - გუნდს მამუკელაშვილი ვერ დაეხმარება
ოფიციალურად - რამუში პსჟ-დან "მილანში" გადავიდა
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
პსჟ ბარკოლას 116 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის
"ყოველთვის იქნება ჩემი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი" - საბა ხარებაშვილი თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
ლუკას კიდევ 1 წლით ვნახავთ? - მოდრიჩი შესაძლოა, "მილანში" დარჩეს
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
არ გაუშვებენ და ახალ კონტრაქტსაც შესთავაზებენ - პულიშიჩი "მილანში" დარჩება
"ეს გოლი გასაუქმებელი, რომ ყოფილიყო, მაშინ "არსენალი" პრემიერ ლიგას ვერ მოიგებდა!" - კლოპი მსაჯობით უკმაყოფილოა
[PHOTO] სამი ვარიანტი - როგორი იქნება პსჟ-ის შემადგენლობა დიომანდეს მისვლის შემდგომ და სად დადგება კვარაცხელია
მანუელ ნოიერმა კარბახალის ანტი-რეკორდი გაიმეორა
ოფიციალურად: ლევანდოვსკი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
"ეს გადაწყვეტილება უბრალოდ სასაცილო იყო" - ნაგელსმანმა მუნდიალიდან გერმანიის გამოვარდნის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა
[VIDEO] მუნდიალის ყველაზე ემოციური მომენტი და ბონოს სასწაული პენალტებში - მაროკომ ნიდერლანდები დაამარცხა
ანჩელოტიმ განმარტა, რატომ არ ათამაშა ნეიმარი
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა
ᠡᔐ
ტრანსფერ ONLINE: "არსენალმა" ახალი ბიჭი წარადგინა
ლიგა 1. XXII ტური: "მარსელმა" გალიდერების შანსი ხელიდან გაუშვა
ლიგა 1. XV ტური: "მარსელმა" "ნანტის" დამარცხებით ლიდერობა შეინარჩუნა
შარლოტა პირონი - ფრანგი ფეხბურთელის ყველაზე დიდი გულშემატკივარი [PHOTO]
საფრანგეთი. ლიგა 1. XXII ტური: "მარსელი" საჩემპიონო რბოლას აგებს [VIDEO]
საფრანგეთი. ლიგა 1. XVII ტური: გოლი და ზეიმი სინქრონულად [VIDEO]
საფრანგეთი-შვედეთის გამოხმაურება: "მამლების" თითქმის იდეალური წელი
საფრანგეთი. ლიგის თასი. 1/4-ფინალი: "ნანტის" მწარე შურისძიება
საფრანგეთი. ლიგა 1. XXI ტურის წინ: გარდამტეხი ტური
საფრანგეთი. ლიგა 1. XXVI ტურის წინ: ეპიცენტრი ლილში