"რეალს" ბენზემამ მოაგებინა
სამეფო თასის მეოთხედფინალური ეტაპი კატალონიის დედაქალაქში, "ესპანიოლის" და "რეალის" შეხვედრით დაიწყო. ეს გუნდები ერთმანეთს ცოტა ხნის წინ, ჩემპიონატის ეგიდით დაუპირისპირდნენ და მაშინ, მძიმე ბრძოლაში 3 ქულა "სამეფო კლუბს" დარჩა. კარლო ანჩელოტის შეგირდებმა "კორნელია ელ პრატი" ამჯერადაც გამარჯვებულებმა დატოვეს, თანაც ეს მატჩიც 0:1 მორჩა, ოღონდ ამჯერად გოლი არა პეპემ, არამედ ქარიმ ბენზემამ გაიტანა.

"რეალი" უპირატესობას მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდა და მეტის გატანაც შეეძლო, მაგრამ ორმატჩიან დეულში სტუმრად, თუნდაც მინიმალური სხვაობით გამარჯვება საკმაოდ კარგი შედეგი რომ არის, აბა, ამას რა თქმა უნდა. ზოგადად, "ესპანიოლს" ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია, მაგრამ გუნდებს შორის კლასში სხვაობა აშკარა იყო.

მიუხედავად ამისა, მასპინძლებს რამდენიმე კარგი მომენტი ჰქონდათ და ანგარიშის გათანაბრებაც შეეძლოთ, მაგრამ ხან თავად სცოდავდნენ, ხან კი შესანიშნავად თამაშობდა იკერ კასილიასი, რომელმაც ერთ ეპიზოდში აქტიურ ჯონ კორდობას საკმაოდ რთული ბურთი აუღო. სხვათა შორის, იკერის მშრალი სერია უკვე 592 წუთია, გრძელდება, რაც "რეალის" კარის დარაჯისთვის პირადი რეკორდია.

შეხვედრის შემდეგ თავისი შეგირდი კარლო ანჩელოტიმაც შეაქო: "მინდა კასილიასს მივულოცო, რადგან ის ძალიან კარგად გამოიყურება და ეს რეკორდი დაიმსახურა. მან კორდობას ურთულესი ბურთი აუღო და თითოეულ შეხვედრაში, რომელშიც ის თამაშობს, ძალიან კარგად გამოიყურება. იკერიც და დიეგო ლოპესიც შესანიშნავ ფორმაში არიან. ისინი სხვადასხვა ტურნირში თამაშობენ, რაც ნიშნავს იმას, რომ ორივე პირველი არჩევანია".

"მეორე ტაიმში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ბედნიერი ვერ ვიქნები, ვინაიდან წავაგეთ. ჩემი აზრით, ყველაფერი მაინც "სანტიაგო ბერნაბეუზე" გადაწყდება. კორდობას ეპიზოდს რაც შეეხება: კასილიასის "სეივმა" არიენ რობენის იკერთან პირისპირ გასვლა გამახსენა," -ეს უკვე "ესპანიოლის" მთავარი მწვრთნელის, ხავიერ აგირეს სიტყვებია, რომელსაც კორდობა-კასილიასის დუელმა 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი გაახსენა.

ესპანიოლი-რეალი 0:1

გოლი: 0:1 ბენზემა (25)

ესპანიოლი (4-2-3-1): კასილია -რაულ როდრიგესი, სიდნეი, ე. მორენო, კაპდევილა -ვიქტორ სანჩესი, აბრაჰამი -ტორიე (76. ჯ. კორდობა), პიცი (89. სტუანი), ლანსაროტე (46. ალექსი) -სერხიო გარსია

რეალი (4-2-3-1): კასილიასი -არბელოა, პეპე, სერხიო რამოსი, მარსელო -მოდრიჩი, ილიარამენდი -ბეილი (90. ხესე როდრიგესი), დი მარია (73. ჩაბი ალონსო), კრიშტიანო რონალდო -ბენზემა (77. ისკო)

მაყურებელი: 18 050

იხილეთ ვიდეო

მადრიდელი და ბასკი ათლეტები

დღეს თასის ამ ეტაპის ცენტრალური და ყველაზე საინტერესო მატჩი უნდა გაიმართოს -"ატლეტიკო" "ატლეტიკის" წინააღმდეგ. ორივე გუნდი ამ სეზონში შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს და რაც მთავარია, თამაშის ხარისხი შედეგშიც ადეკვატურად აისახება.

"ატლეტიკომ" ბოლო ორ ტურში 4 ქულა დაკარგა, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ დიეგო სიმეონეს გუნდის მეტოქეები "ბარსელონა" და შესანიშნავ ფორმაში მყოფი "სევილია" იყვნენ. შესაბამისად, რაიმე სახის კრიზისზე ან ჩავარდნაზე საუბარიც არ შეიძლება.

"ატლეტიკის" ბანაკში კი მკვეთრად დადებითი განწყობაა. ბასკები ლა ლიგაში მეოთხე ადგილზე არიან, რაც, წინა სეზონის გათვალისწინებით, იმაზე დიდი მოულოდნელობაა, ვიდრე "ატლეტიკოს" ასეთი კარგი თამაში. "ბილბაომ" ჩემპიონატში ბოლო ორი მატჩი მოიგო, თანაც ჯამში 10 გოლი გაიტანა. კარგ ფორმაშია იბაი გომესი, რომელმაც ამ 10-დან 4 ბურთი საკუთარ ანგარიშზე ჩაიწერა.

მიმდინარე სეზონში "ათლეტები" ერთმანეთს მეორედ შეხვდებიან. პირველი დაპირისპირება ასევე "ვისენტე კალდერონზე", ჩემპიონატის ეგიდით გაიმართა და ის მადრიდელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. გოლები მასპინძელთა მხრიდან დავიდ ვილიამ და დიეგო კოშტამ გაიტანეს.

იქიდან გამომდინარე, რომ თასისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის და გუნდებსაც ძლიერი მეტოქე ჰყავთ, ძირითად შემადგენლობებში ცვლილებები მოსალოდნელი არაა.

სავარაუდო შემადგენლობები:

ატლეტიკო (4-4-2): კურტუა -ხუანფრანი, გოდინი, მირანდა, ფილიპე ლუიში -კოკე, ტიაგო, გილავოგი, არდა თურანი -ვილია, დიეგო კოშტა

ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი -ირაოლა, გურპეგი, ლაპორტი, ბალენსიაგა -იტურასპე, ერიკ მორანი -სუსაეტა, ანდერ ერერა, იბაი გომესი -ადურისი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
კასილიასმა უარყო, რომ გეია - მას ესპანელ მსახიობთან აქვს რომანი
"კვარა"? შეიძლება, ოსიმენზე მაღლაც დგას" - დავიდ ვილია ქართველის თამაშით აღფრთოვანებულია
"დისტანციურად გამოძახებულია" - ბრაზილიის პრეზიდენტმა ნეიმარს მწარედ დასცინა
ადვოკატი - ბენზემაზე: ნუთუ ის ერთადერთია, რომელიც 1795 წელს დაწერილ სიმღერას ("მარსელიეზას") არ მღერის?
ბენზემამ "რეალი" დატოვა და საუდის არაბეთში გაემგზავრება
დიეგო კოშტა, დიდი ალბათობით, ლა ლიგაში დაბრუნდება
ოფიციალურად: დიეგო კოშტა პრემიერლიგას დაუბრუნდა
"რეალმა" ბენზემას კონტრაქტი უკანასკნელად გაუგრძელა
დავიდ ვილიას ისტორია: მენახშირე მამა, კოჭლად დარჩენის საშიშროება და ავსტოსადგომზე დაწყებული საფეხბურთო კარიერა
კვლავ თავის სტიქიაშია - დიეგო კოშტამ "გრემიოს" 20-წლამდელებშიც იჩხუბა [VIDEO]
იკერ კასილიასმა ინფარქტის გადატანის შემდეგ პირველად ივარჯიშა
"ჩელსიმ" ბენზემას დამატება არ მოისურვა
ბენზემა ზღაპრული შეთავაზების სანაცვლოდ საუდის არაბეთში გადაბარგებას აპირებს
კანავარო კასილიასს: შენ ესპანეთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდები, მე კი - "რეალის" მწვრთნელი
ანჩელოტიმ განმარტა, რატომ არ ათამაშა ნეიმარი
ფეხბურთს დაუბრუნდა - დავიდ ვილია "ატლეტიკოში" დასაქმდა
დავიდ ვილია MLS-ს ტოვებს, დაბრუნდება ვეტერანი თავდამსხმელი ესპანეთში?
პიკე კასილიასს: რამდენჯერ გამოგიღია ბურთი "კამპ ნოუზე" კარიდან...
"იმ მომენტში სიმეონეს მოკვლა მინდოდა" - კოშტამ "ატლეტიკოს" დატოვების მიზეზი გაიხსენა
"ეს ომია - ფეხბურთელები განებივრებულები არიან" - მოურინიომ კასილიასთან კონფლიქტზე ისაუბრა
3 წლის შემდეგ: დავიდ ვილია ნაკრებში გამოიძახეს
"ანჩელოტი რომ ბრაზილიელი იყოს, პრესა გაანადგურებდა" - ქვეყნის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კარლოს აკრიტიკებს
"ვაღიარებ, შეცდომა დავუშვი" - კარლო ანჩელოტი
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
რომარიომ ანჩელოტი უხეშად მოიხსენია და შემდეგ ბოდიში მოიხადა
დიეგო კოშტა: კონტეს სახლში სექსი არ აქვს და ამიტომაა მუდამ მოღუშული
ზაფხულში ლუნინმა შესაძლოა, სერია A-ს მიაშუროს
საფრანგეთში ბენზემასთვის მოქალაქეობის და "ოქროს ბურთის" ჩამორთმევა მოითხოვეს
ტომას ვერმაელენი ინიესტასა და ვილიას თანაგუნდელი გახდება
სარასგან სარასთან - კასილიასს ახალი გულისსწორი ჰყავს