არტურო ვიდალი "იუვენტუსში" თავს მეფესავით გრძნობს
არტურო ვიდალის გოლები უკვე აღარავის უკვირს, მაგრამ მაინც: ტურინის "იუვენტუსის" 26 წლის ჩილელ ფეხბურთელს იტალიის მიმდინარე ჩემპიონატში უკვე 10 გოლი აქვს გატანილი, ჩემპიონთა ლიგაში კი ხუთის გატანა მოახერხა, რაც ცენტრალური ნახევარმცველისთვის მართლაც გრანდიოზული შედეგია. შესაბამისად, თითქოს ლოგიკურია ისიც, რომ ვიდალს თავმდაბლობისა არაფერი ეტყობა და პირდაპირ ამბობს - ჩემს პოზიციაზე საუკეთესო ვარო.

გერმანულმა სპორტულმა ჟურნალმა "შპორტ ბილდმა" 22 იანვარს ვიდალის ექსკლუზიური ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც "იუვენტუსის" ახალი ლიდერი თამამად აცხადებს, რომ თავს მსოფლიოში საუკეთესო ნახევარმცველად მიიჩნევს.

"თანამედროვე ფეხბურთში უამრავი შესანიშნავი ცენტრალური ნახევარმცველია. მაგალითად - სამი ხედირა, ბასტიან შვაინშტაიგერი, ანდრეს ინიესტა, ჩავი და ასე შემდეგ, მაგრამ ამ პოზიციაზე დღესდღეობით საუკეთესო მე ვარ!" - აცხადებს ვიდალი და აზუსტებს:

"ბოლო დროს აშკარად ვამჩნევ, რომ არაერთი ნახევარმცველი ცდილობს ისე თამაშს, როგორც მე ვთამაშობ. უკვე მართლა ბევრი მბაძავს, მაგრამ მე მაინც საუკეთესოდ ვრჩები, რადგან სხვა არც ერთი ცენტრალური ნახევარმცველი არ ეხმარება თანაგუნდელებს შეტევების ჩაშლაში ისე, როგორც მე და სხვა ვერც ერთი ცენტრალური ნახევარმცველი ვერ ახერხეს იმდენი გოლის გატანას, რამდენიც მე გამაქვს!"

როგორც იცით, ვიდალი "იუვენტუსში" "ლევერკუზენიდან" გადავიდა და სანამ ტურინში აღმოჩნდებოდა, მიუნხენის "ბაიერნში" ეპატიჟებოდნენ. რეკორდმაისტერის მთავარ მწვრთნელ იუპ ჰაინკესს ვიდალის გადაბირება სიგიჟემდე უნდოდა, მაგრამ არტურომ "ბაიერნს" "იუვენტუსი" ამჯობინა. კითხვაზე, ნანობს თუ არა ამ გადაწყვეტილებას, ვიდალი ასე პასუხობს: "ალბათ იმას გულისხმობთ, რომ "ბაიერნმა" ჰეთ თრიქი შეასრულა... სამაგიეროდ, მე ორჯერ გავხდი იტალიის ჩემპიონი და "იუვესთან" კონტრაქტი 2017 წლამდე მაკავშირებს. მჯერა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგებას აქაც შევძლებ."

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებას "იუვე" უკვე გამოეთიშა, თუმცა ისტორიული შანსი აქვს, ზედიზედ მესამედ მოიგოს სერია A. "ზედიზედ მესამე ჩემპიონობა მართლაც გრანდიოზული მიღწევა იქნებოდა," - ამბობს ვიდალი.

არტურომ ჩვენს გერმანელ კოლეგებს ისიც გაუმხილა, რომ ძალიან უნდა, "იუვენტუსმა" "ბაიერნის" გოლეადორი მარიო მანჯუკიჩი გადაიბიროს: "მარიო ნამდვილი ჩემპიონი და შესანიშნავი თავდამსხმელია. ასეთი გოლეადორი ნებისმიერ კლუბს დაამშვენებდა," - დასძენს ჩილელი.

თავად ვიდალსაც ბევრი მთხოვნელი ჰყავს. ყოველ შემთხვევაში, მისი მომავლის შესახებაც არაერთი სპეკულაცია ვრცელდება, მაგრამ ჩილელს ეს ყველაფერი არ აღელვებს: "ჭორები ყოველთვის იარსებებს. ამბობენ, რომ ყველაზე მეტად "მანჩესტერ იუნაიტედს" ვუნდივარ. როცა ტოპ-კლუბში თამაშობ და თანაც, გამორჩეული ფეხბურთელი ხარ, ასეთი სპეკულაციები ლოგიკურია. ფაქტი ის არის, რომ ახლა "იუვენტუსში" თავს მართლა მეფესავით ვგრძნობ და კლუბის გამოცვლას ჯერჯერობით ნამდვილად არ ვგეგმავ."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
მანჯუკიჩი "მილანში" ჩაირიცხა - იბრაჰიმოვიჩი მეტოქეებს ემუქრება
"ბედნიერი ვარ, რომ "ნაპოლის" კონტე აღარ გაწვრთნის" - კევინ დე ბრუინი
"კვარას და დემბელეს ამ ლეგენდარულ დუეტს შევადარებდი" - იუპ ჰაინკესი
"2015 წელს "რეალში" გადასვლასთან ახლოს ვიყავი, თუმცა მათ კაზემირო აირჩიეს" - ვიდალმა "ბლანკოსში" არშემდგარ ტრანსფერზე ისაუბრა
ბუნდესლიგა. XXXIV ტური: ჰამბურგში დრო გაჩერდა... [VIDEO]
არტურო ვიდალი მამის დაკრძალვას Online დაესწრო - რატომ გააკეთა ეს ჩილელმა ფეხბურთელმა [VIDEO]
ვიდალმა "ინტერთან" კონტრაქტი გაწყვიტა და კარიერას სამხრეთ ამერიკაში გააგრძელებს
"მხითარიანი იდიოტია! როგორ შეიძლება ის თამაშობდეს და..." - ვიდალმა სომეხ ფეხბურთელს შეურაცხყოფა მიაყენა
"კროოსმა ჩემგან ბევრი რამ ისწავლა" - არტურო ვიდალი
"მილანი" კიდევ ერთ ცნობილ ვეტერანს დაიმატებს
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
კონტე მზადაა - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანახმაა
მეტი ხართ, ვიდრე მწვრთნელი - რიბერიმ ჰაინკესს იუბილე მიულოცა
მეორე ფეხბურთელი ისტორიაში - სილვაზე წინ ახლა მხოლოდ მანჯუკიჩია
დი ლორენცო, რომელიც 2024 წელს კონტემ დარჩენაზე ძლივს დაიყოლია, "ნაპოლისთან" კონტრაქტს გაახანგლძრივებს
მარიო მანჯუკიჩმა "მანჩესტერში" გადაბარგება გადაწყვიტა
რიბერიმ გიოტცე და მანჯუკიჩი "ფიორენტინაში" გადაიპატიჟა
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
იუპ ჰაინკესი: ნაღდი თერთმეტმეტრიანი იყო, მსაჯობაზე წუწუნს აზრი არა აქვს
იუპ ჰაინკესი: სვენ ულრაიხს თვალთ დაუბნელდა, ეს ფეხბურთელისთვის საშინელებაა
ჰაინკესი: სანე ტოპ-ფეხბურთელი არ არის - მისი ფასი გადაჭარბებულია
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
მარიო მანჯუკიჩი ყატარის "ალ-დუჰაილში" გადაბარგდა
რა დროს ფეხბურთია, როდესაც ორგიაა - ვიდალი თანანაკრებელებთან ერთად გაერთო